ექსტრაკორპორული განაყოფიერების რეგულაციასთან დაკავშირებით საია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს ექსტრაკორპორული განაყოფიერების რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში. არასამთავრობო ორგანიზაცია ეძეს მოსარჩლეებს, მარტოხელა ქალებს ან წყვილებს, რომლებსაც აქვთ ექსტრაკორპორული განაყოფიერების გამოყენების სურვილი და რეგულაციის გამო ეს უფლება ეზღუდებათ.
On.ge-სთან საუბრისას ამ საქმეზე მომუშავე იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი განმარტავს, რომ პრობლემურია როგორც მინისტრის ბრძანება, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი, სადაც განმარტებულია, რა არის ექსტრაკორპორული განაყოფიერება და ვის აქვს სარგებლობის უფლება.
"ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წყვილებს აძლევს ამის შესაძლებლობას და არ აქვთ იგივე უფლება მარტოხელა ქალებსა და კაცებს. ეს პრობლემური მითუმეტეს ქალისთვის არის, რომელსაც ფიზიოლოგიურად არ შეუძლია შვილის გაჩენა და არ აქვს უფლება, ეს გზა გამოიყენოს.
მეორე პრობლემა არის მინისტრის ბრძანება, რომელმაც დააზუსტა ვინ არიან წყვილები და ეს არის ქალის და კაცის მიერ შემდგარი ადამიანების ერთობლიობა.
ჩვენი აზრით არაკონსტიტუციურია ისიც, რომ მინისტრმა შემოიღო ვადა. კერძოდ, ახალდაქორწინებული წყვილი უნდა იყოს მინიმუმ ერთ წელი ერთად, რაც აბსურდულია იქედან გამომდინარე, რომ წყვილმა წინასწარ შეიძლება იცოდეს, რომ არცერთს არ აქვს შესაძლებლობა ბუნებრივად გააჩინონ ბავშვი და ერთი წელი უნდა ელოდონ ამ რეგულაციის გამო, რომ ისარგებლონ ამ სამედიცინო შესაძლებლობით".
საიაში აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-15 მუხლთან, რომელიც პირადი ცხოვრებისა და ოჯახური ცხოვრების უფლებას იცავს, ვინაიდან, რეგულაცია არ აძლევს შესაძლებლობას წყვილების ნაწილს, სახელმწიფოსგან დამოუკდიებლად იყოლიონ შვილი.
ვასილ ჟიჟიაშვილი განმარტავს, რომ მინისტრის ბრძანებაში ბუნდოვანების პრობლემაც არის. კერძოდ, სფეროში მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ ეს ბრძანება მხოლოდ სუროგაციას ეხება, ამავეს ამბობს მინისტრიც, თუმცა მისი თქმით, ბრძანება იძლევა იმგვარად წაკითხვის შესაძლებლობას, რომ ხალი ცვლილება ვრცელდება, როგორც სუროგაციაზე, ასევე, ინ ვიტრო განაყოფირებაზე.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსტრაკორპორაციულო განაყოფიერება მოიცავს როგორც სუროგაციას, ისე ინ ვიტროს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ეხება მხოლოდ სუროგაციას.
რაც შეეხება სამინისტროს არგუმენტს იმის შესახებ, რომ ახალი რეგულაცია ბავშვთა უფლებებზეა მორგებული და ბავშვებით ვაჭრობის კრიმინალის აღკვეთას ემსახურება, ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხის კონტროლის მექანიზმი უკვე არსებობს და უწყებას შეუძლია, იმავე მეთოდით შეამოწმოს მარტოხელა ქალები და კაცები, როგორც წყვილებს ამოწმებს.
"ე.წ. ლეგიტიმური მიზანი რაც არსებობს, ამისთვის ეს შეზღუდვა არ არის გამოსადეგი საშუალება. ამ ინსტრუმენტის გამოყენება [ექსტრაკორპორლი განაყოფიერება] ისედაც ბევრ პროცედურასთანაა დაკავშირებული და მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. რისკები ახლაც არსებობს და ის რომ მარტოხელა ქალებს და კაცებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იგივე სიკეთით ისარგებლონ, არანაირ თავის ტკივილს არ გაზრდის და სახელწმიფო იმავე მექანიზმებით შეძლებს მათ კონტროლს. ბავშვების დაცვის მიზანს ისედაც მიაღწევენ ამ ცვლილებების გარეშე".
მისივე განმარტებით, სამინისტრო შეიძლება ფიქრობდეს, რომ ერთწლიანი თანაცხოვრება საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ წყვილს შვილის ყოლა უნდა და ბავშვის გასხვისებას არ აპირებს, თუმცა დანაშაულის ჩადენის მოტივით ამ რეგულაცისთვის თავის ავლაც შესაძლებელია.
"ვერ დავეთანხმდემით, რომ მათ კეთილი მიზენები აქვთ და ჩვენ ბოროტი", — აცხადებს ის.
იურისტის განცხადებით, რეგულაციის ამოქმედებამდე სარჩელის შეტანას ვერ მოასწრებენ, რადგან ამ ეტაპზე მოსარჩლეებს ეძებენ. მისივე განმარტებით, თუ რომელიმე მოსარჩლეს სურს ჩაერთოს პროცესში, მაგრამ არ აქვს სურვილი, რომ მისი სახელი და გვარი საჯაროდ გაჟღერდეს, მათ შეუძლიათ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინაობის დამალვისა და ინიციალების გამოყენების მოთხოვნით.
რას გულისხმობს წულუკიანის ბრძანება და რატომ აფასებენ მას დისკრიმინაციულად
იუსტიციის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა მხოლოდ ქალსა და კაცს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ქორწინებიდან გასულია 1 წელი ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ამავე პერიოდის განმავლობაში.
ბრძანებაში ვკითხულობთ:
"ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა)".
მინისტრის ბრძანებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოყვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოწივია იმაზე, ეხება თუ არა ეს რეგულაცია ინ ვიტრო განაოფიერებას. სამინისტრო უარყოფს, რომ ბრძანება ინ ვიტრო განაყოფიერების საკითხას მოიცავს. მათი თქმით, საუბარია სუროგაციაზე და ბრძანების ეს რედაქცია ხელოვნური განაყოფიერების სხვა მიმართულებებს არ მოიაზრებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტა მინისტრმა სუროგაციის გზით შვილის გაჩენის საკითხების გართულება და დარეგულირება, უწყებაში ამას ბავშვებსა და დედებზე ზრუნვით განმარტავენ. მათივე მტკიცებით, მიზნად აქვთ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის პრევენცია მოხდეს.
ბრძანების დისკრიმინაციულ ხასიათზე კრიტიკის პასუხად უწყებაში აცხადებენ, რომ სუროგაციის გზით ბავშვის აყვანა აქამდეც მხოლოდ ქალსა და კაცს შეეძლო. მათივე თქმით, დაზუსტების მიზანია ის, რომ წყვილს ბავშვის აღზრდის "გრძელვადიანი მიზანი ჰქონდეს" და ქორწინება არ იყოს ფიქტიური.
ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია აცხადებს, რომ სუროგაციაზე იუსიტიციის მინისტრის ბრძანება სფეროს ექსპერტების ჩართულობის გარეშე მომზადდა, რამაც შინაარსობრივი ცდომილება გამოიწვია. მათი განმარტებით, ინტერპრეტაციის მიზეზი ტერმინილოგიის არასწორად გამოყენება გახდა.
ასოციაში განმარტავენ, რომ ცვლილება ინ ვიტრო განაყოფიერებას არ მოიაზრებს. მათი განმარტებით, კონკრეტულად ეს რედაქცია ითვალისწინებს გარკვეულ რეგულაციიას სუროგაციის პროგრამებთან დაკავშირებით.
"ბრძანების ამოქმედებისთანავე ასოციაციის მმართველი საბჭო აქტიურ რეჟიმში ცდილობს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო კომუნიკაციით ბრძანების სწორი რედაქციით ინტერპრეტაციას და საჭიროების მიხედვით ცვლილებსაც, რათა მოსახლეობის დროულად მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ავირიდოთ უარყოფითი უკუკავშირი", — აცხადებენ ასოციაციაში.
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები