რუსეთის ეკლესიის სინოდმა ბელარუსის ეგზარქოსი თანამდებობიდან გადააყენა
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა ბელარუსის ეგზარქოსი მიტროპოლიტი პაველი თანამდებობიდან გადააყენა და ჩრდილოეთ კავკასიაში ყუბანის მიტროპოლიტად გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა დოჟდი აქვეყნებს. რუსული მედია RBC-ს ცნობით კი, ყუბანში მიტროპოლიტი პაველი კოვიდ ინფექციით გარდაცვლილ მიტროპოლიტ ისიდორას შეცვლის.
ბელარუსის ახალ ეგზარქოსად ბორისოვის ეპარქიის ეპისკოპოსი ვენიამინი დაინიშნა, რომელიც ბორისოვის ეპარქიის მართვასაც გააგრძელებს.
რუსეთის სინოდის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის უფროსის, ვლადიმირ ლეგოიდას თქმით, მიტროპოლიტმა პაველმა გადაყენების მოთხოვნით სინოდს თავად მიმართა. ლეგოიდამ საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა, რომ:
"წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტის, პაველის მოვალეობისგან გათავისუფლების შესახებ".
მედიის ცნობით, 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგები ლუკაშენკოს ეგზარქოსმა პაველმა მიულოცა. მოგვიანებით კი, ლუკაშენკოს აქციებზე გამოსული ხალხის მიმართ ძალადობის შეჩერების თხოვნით მიმართა და საყოველთაო მშვიდობა იქადაგა. ასევე, საავადმყოფოებში მოინახულა აქციების დარბევისას დაშავებული ხალხი და მოუწოდა, რომ სულით არ დაცემულიყვნენ.
22 აგვისტოს ლუკაშენკომ ეკლესიის წინამძღვრებს მოუწოდა, არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში:
"ძვირფასო ღვთისმსახურებო, საკუთარი საქმე აკეთეთ. ეკლესიებში ხალხი სალოცავად უნდა მოვიდეს. ეკლესია პოლიტიკის ადგილი არ არის".
გამოცემა ეხო კავკაზას ცნობით, მიტროპოლიტ პაველს აკრიტიკებდა, როგორ ოპოზიცია, ისე ლუკაშენკოს მომხრეები. გამოცემის ინფორმაციით, ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ბელარუსის ეკლესია ფაქტობრივად არაფერს ამბობდა არჩევნების შედეგებისა და ძალისმიერი მეთოდებით დაშლილი აქციების შესახებ. ხოლო ლუკაშენკოს მომხრეები მიტროპოლიტს ადანაშაულებდნენ, რომ იგი ხელისუფლების პირდაპირი მხარდაჭერას თავს არიდებდა.
25 აგვისტოს მიღებულ სინოდის დადგენილებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტ პაველის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობასა და საზოგადოებრივი სიმშვიდის აღდგენას ისახავს მიზნად, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიესალმებიან.
-
ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები