COVID-19-ზე გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ასობით ადამიანი გარდაიცვალა
ფოტო: Sarah Grillo / Axios
2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით მინიმუმ 800 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ამბების გამო. ამის შესახებ მკვლევრები იუწყებიან, რომლებმაც საკუთარი ნაშრომი ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის ამერიკულ ჟურნალში გამოაქვეყნეს.
მეცნიერების განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გათვალისწინების გამო, საავადმყოფოში 5 800-მდე ადამიანი მოხვდა. უამრავი მათგანი მეთანოლის სპირტისა და ალკოჰოლზე დამზადებული საწმენდი საშუალებების დალევის გამო გარდაიცვალა.
ერთ-ერთი მასშტაბურად გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, ამ პროდუქტების მიღების შემთხვევაში ადამიანები კორონავირუსისგან განიკურნებოდნენ.
კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში ინფოდემიაც მოჰყვა — ტერმინი ყალბი ამბების გავრცელებით გამოწვეულ კრიზისს აღნიშნავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მალევე განაცხადა, რომ ინფოდემია ისევე სწრაფად ვრცელდებოდა, როგორც თავად კორონავირუსის ინფექცია და ის მოიცავდა კულტურული სტიგმების, ჭორების, შეთქმულების თეორიების გავრცელებას, რომელსაც საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან და მეცნიერულ ფაქტებთან. WHO ამბობდა, რომ ინფოდემიის პროცესი ადამიანებს ზიანს აყენებდა და სიკვდილიანობის ზრდას ხელს უწყობდა.
ყალბი ამბები ადამიანებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ
გავრცელებულ დეზინფორმაციას შორის იყო სარწმუნო სამედიცინო ფაქტად წარმოჩენილი რჩევა, რომლის მიხედვითაც დიდი ოდენობის ნიორის ჭამა, ან ვიტამინების მრავლად მიღება ინფექციისგან იცავდა. ყალბი ამბების ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ადამიანების ნაწილმა კორონავირუსისგან თავდასაცავად ძროხის შარდიც კი დალია.
მკვლევრების თქმით, არასწორი ინფორმაციით ნაკარნახევ ყველა ასეთ ქმედებას სერიოზული გართულებები მოჰყვებოდა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ინფოდემიასთან ბრძოლა საერთაშორისო გამოცემების, მთავრობისა და სოციალური მედიის პლატფორმების პასუხისმგებლობაა, თუმცა დასძენენ, რომ ტექნოლოგიური კომპანიების პასუხი ამ პრობლემაზე ნელი და არაეფექტური იყო. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, კანონს, რომელიც ონლაინ ზიანის რეგულაციას ეხება, მინიმუმ რამდენიმე წელი არ მიიღებენ.
BBC-მ გამოძიება ჩაატარა, ესაუბრა ექიმებს, ექსპერტებს, მსხვერპლებს და მათ მიერ მოთხრობილი გამოცდილებებით გამოარკვია, რომ კონკრეტულ თავდასხმებს, დანაშაულებებს და კრიმინალს, რომელმაც გარდაცვალება გამოიწვია, კავშირი ჰქონდა კორონავირუსის გარშემო გავრცელებულ დეზინფორმაციასთან.
ინტერნეტში დატრიალებულმა ცრუ ინფრომაციამ და ჭორებმა ირანში მასობრივი მოწამვლა და თავდასხმები გამოიწვია. ტელეკომუნიკაციის ინჟინრები მუქარისა და თავდასხმის ობიექტებად იქცნენ, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში ცეცხლი წაუკიდეს სატელეფონო ანძებს. ძალადობა დეზინფორმაციამ წაახალისა, ყალბი ამბებიდან ერთ-ერთი იყო ისიც, რომ კორონავირუსი 5G-ით ვრცელდებოდა.
თაღლითებს "ხელს უწყობს" სოციალური მედიაც, სადაც ისინი ვითომდა ვირუსისგან თავდასაცავ, სინამდვილეში კი არაეფექტურ პროდუქტებს ყიდიან, მათ შორის "ჯადოსნურ მინერალს", რომელიც, სინამდვილეში გაზავებული ქლორია.
COVID-19-თან დაკავშირებული კონსპირაციის საფრთხე
სატესტო ვაქცინების გამოჩენისთანავე, არსებობს საფრთხე, რომ ვაქცინების მოწინააღმდეგეები სოციალური მედიის პლატფორმას საკუთარი კამპანიებისთვის გამოიყენებენ და ადამიანებს დაარწმუნებენ, რომ ვირუსისგან თავი არ დაიცვან.
იმის მიუხედავად, რომ სოციალური მედიების კომპანიები ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას აღნიშვნებს ამატებენ, ან პლატფორმიდან შლიან, ამერიკაში ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მოქალაქეთა 28%-ს სჯერა გავრცელებული შეთქმულების თეორიების. ერთ-ერთი ასეთია ის, რომ ბილ გეიტსს სურს ვაქცინა გამოიყენოს ადამიანების დასაჩიპად.
ექიმები ამბობენ, რომ კორონავირუსის ეფექტური ვაქცინის შექმნისა და გამოყენება/გავრცელების პროცესს დეზინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
კომენტარები