პოლიტიკურმა გაერთიანებამ ლელო საქართველოსთვის სამტრედიაში 32-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ლელო საქართველოსთვის სამტრედიაში 32-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. შეხვედრაზე ლელოს1000-ზე მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი შეიკრიბა.
ლელოს ლიდერებს სამტრედიაში ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდა. მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს სამტრედიამ არსებული დაბრკოლებები. ლელოს სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციას მიტროფანე სტურუა უხელმძღვანელებს.
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სამტრედიის მოსახლეობას მიმართა, მან რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ რკინიგზა ზარალიანი გახადა, მაშინ, როდესაც ყველაზე კარგი მდებარეობა გვაქვს ევროპასა და აზიაში. ლელო კი რეგიონს ფუნქციას დაუბრუნებს.
"სამტრედიამ შექმნა რკინიგზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამანაწილებელი კვანძი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში. დღეს ამ რკინიგზამ, რომელიც სახელმწიფოს ხელშია, თითოეულ ჩვენგანს მლრდ. ლარამდე ზარალი მიაყენა. ქართულმა ოცნებამ რკინიგზა ზარალიანი გახადა, მაშინ, როდესაც ყველაზე კარგი მდებარეობა გვაქვს ევროპასა და აზიაში. მან ჩაკლა ისეთი დიდი პროექტი, როგორიც ანაკლიაა. მე პირობას გაძლევთ, როდესაც ოცნებას გავისტუმრებთ, ეს პროექტი ამუშავდება, ხალხს დაასაქმებს და ის ქვეყანას ფუნქციას დაუბრუნებს", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ლელოს ლიდერმა სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის არაეფექტიან მუშაობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სუს-ის წარმომადგენლები მიტინგებზე მოსახლეობას ავიწროებენ და საკუთარი არჩევანის საჯაროდ დაფიქსირების უფლებას ართმევენ.
"ჩვენ მოსახლეობას უნდა დავიბრუნოთ იმედი და გადავდგათ ნაბიჯი თავისუფლებისკენ. არ დარჩენილა არცერთი მიტინგი, სადაც ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი სუს-ის თანამშრომლები არ არიან, თავიანთი არჩევანის გამო აშინებენ ხალხს სოციალური დახმარების მოხსნით, აშინებენ ხალხს, რომ გაათავისუფლებენ სამსახურებიდან, თუკი ისინი ან მათი ახლობლები დასაქმებული არიან სახელმწიფო უწყებებში. თუმცა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ვიცით, რომ მას სისრულეში მივიყვანთ. ლელოს გეგმაა, ღარიბი ეკონომიკა, რომელიც დღეს გვაქვს, უახლოეს ოთხ წელში ავამუშაოთ და გავხადოთ 100 მილიარდიანი. ჩვენ შევქმნით 200 000 სამუშაო ადგილს და ეს მხოლოდ საარჩევნო დაპირება არ არის, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ვიცით კონკრეტული საქმის კეთება. ნულიდან გვაქვს დაწყებული საქმეები ახალ თაობასთან ერთად და დღეს ნულიდან იწყება ქართული პოლიტიკაც. ჩვენ გვჭირდება ხალხის მმართველობა, რეალური თვითმმართველობა და არა ისეთი უკვე არჩეული მერები, გაუგებარი მიზეზების გამო რომ ტოვებენ თანამდებობას", — აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ლელოს მთავარი ამოცანაა, განათლება მიიღოს ყველა ბავშვმა თანაბრად, ყველა რეგიონს და სოფელს ჰქონდეს ინტერნეტი, რათა შეძლონ, ადაპტირდნენ გარემოსთან. "ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო გახდეს ფინანსური სამშვიდობო და სატრანსპორტო ამოცანა. ჩვენი პირველი გამარჯვება კი ის იქნება, როდესაც დავინახავთ, რომ გამართულ ქვეყანაში ემიგრანტები ბრუნდებიან. ჩვენ დავიწყებთ ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხზე," — თქვა მამუკა ხაზარაძემ.
სამტრედიის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე ოფისის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს მიმართა და რაიონის განვითარებაში ლელოს როლზე ესაუბრა.
"ხელისუფლების ცვლილების დროა, რადგან ივანიშვილის მთავრობამ გადააგვარა ქვეყნის ეკონომიკა. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ჩვენმა კუთხემ და სწორედ მან უნდა იკისროს ავანგარდის როლი სახელმწიფოსთვის, დემოკრატიისა და ადამიანის თავისუფლებისათვის. სამტრედია ასოცირდება პროგრესთან და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ", — განაცხადა მიტროფანე სტურუამ.
"ჩვენ არ გავუშვით ხელიდან შანსი, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვაქვს შანსი, შევძლოთ და ქვეყანა რეალურად მოვაბრუნოთ დამოუკიდებლობისკენ", — ამ სიტყვებით სამტრედიელებს ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.
"ამ ხელისუფლებამ ჩვენ დაგვაკარგვინა იმედი და საკუთარი თავის რწმენა. ეს ხელისუფლება გვინერგავს აზრს, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არადა, ჩვენ ვართ ერი, რომელიც მხოლოდ გამარჯვებასა და წინსვლას იმსახურებს. ჩვენ ვგრძნობთ პოლიტიკაში ყოფნის პასუხისმგებლობას და დამკვიდრებული აზრი, რომ პოლიტიკა ბინძურია, უნდა შევცვალოთ, რადგან პოლიტიკა კი არ არის ბინძური, არამედ ასეთი ხალხი მართავს დღეს პოლიტიკას. 2020-ში კი ხალხი სუფთა ხელებით უნდა მოვიდეს მმართველობაში. მხოლოდ ასეთი პოლიტიკა გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას გაჭირვებიდან, თითოეული თქვენგანის წვლილი კი ამ ბრძოლაში შეუცვლელია", — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის თქმით, "ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ისინი სახლში სხედან ან მუშაობენ კაპიკებზე. გაუნათლებელი ადამიანები კი დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში არიან, რომლებსაც არც ცოდნა აქვთ და არც სურვილი, შეცვალონ ქვეყანა. 8 წელია ვუყურებთ, რომ ისინი ჩვენი ხალხისთვის კი არ იბრძვიან, არამედ მხოლოდ თავიანთი თავისთვის. ამიტომ დამთავრდა ეს დრო და ჩვენ ხელში უნდა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მმართველობა."
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ლელო არის ახალი ძალა, რომელიც ახალ სიცოცხლეს მოუტანს ქართულ ეკონომიკას, ქართულ კულტურას, განათლებასა და სოფლის მეურნეობას.
"ისე უნდა ვიცხოვროთ დღეს, რომ მომავალ თაობას კითხვები არ გაუჩნდეთ, თუ რას ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც გადამწყვეტი არჩევანი დგებოდა. რა პერსპექტივას სთავაზობს ჩვენი ხელისუფლება ჩვენს ახალგაზრდებს, გარდა იმისა, რომ მან ჩვენი მომავალი თაობა უმუშევრობისათვის, ქუჩისთვის და აზარტული თამაშებისთვის გაწირა. ჩვენ კი ეს უნდა შევცვალოთ ოქტომბერში", — აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ სამტრედიაში ცვლილების და პროგრესის განწყობაა და სწორედ ეს გაიმარჯვებს ოქტომბერში.
"ეს ხელისუფლება არ გვაძლევს იმედს. პირიქით, გვეუბნება, რომ არ შეგვიძლია წინსვლა, განვითარება; არ შეგვიძლია, ქვეყანაში დავამარცხოთ უმუშევრობა და შიმშილი. მაგრამ ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ არა და ეს მონათმფლობელობა დავასრულოთ", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ლელოს პოლიტსაბჭოს წევრმა თამთა შავგულიძემ სამტრედიელ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მან ადგილობრივებში სიახლის მზაობა აღმოაჩინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის დრო მოდის, "ქართველი ხალხი აიღებს ხელში მმართველობას და ლელო იქნება მისი შუამავალი", — განაცხადა შავგულიძემ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები