მექანიკური შეცდომა არაა — სამხარაული შაქარაშვილის ექსპერტიზაში "გვამური გაშეშების" ჩანაწერს განმარტავს
ფოტო: გიორგი შაქარაშვილი / Facebook
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში "გვამურ გაშეშებაზე" ჩანაწერს განმარტავს.
როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმაზე, რომ შაქარაშვილის ცხედარს "გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში", არ არის მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ სიკვდილის ხანდაზმულობას.
სამხარაულის განმარტებით, 22 ივნისს ცხედრის აღმოჩენის ადგილზე გვამის გარეგნული დათვალიერების დროს ყველა ჯგუფის კუნთებში "გვამური გაშეშება" დადგინდა. მათივე თქმით, ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რა დროსაც დადგინდა, რომ "გვამური გაშეშება" ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო. ცხედრის გარეგნული დათვალიერება შემთხვევის ადგილზე 15:05 საათზე დაიწყო, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა — 19:15 საათზე.
"გვამურ გაშეშებასთან" დაკავშირებით ეროვნულ ბიუროს ორი განმარტება მოაქვს. როგორ ორივე მოყვანილ წყაროშია აღნიშნული, "გვამური გაშეშების" განვითარება და მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება გარემოს ტემპერატურაზეა დამოკიდებული:
"ციტატა: გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში, კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული". (თეიმურაზ გორდელაძე. ექიმი პათოლოგანატომი, სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. სახელმძღვანელო — სასამართლო მედიცინა. თბილისი 2008წ.)
ციტატა: გაშეშება უმაღლეს დონეს 24 საათის განმავლობაში აღწევს, შემდეგ იწყება თანდათანობით კუნთების მოდუნება და გაშეშება იხსნება 2-3 დღის შემდეგ... გვამის გაშეშება მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალ შინაგან და გარეგან ფაქტორთან. ცივ გარემოში გაშეშება გვიან ვითარდება და დიდხანს ძლებს, რამდენიმე დღეს და კვირასაც კი. გვამში აუტოლიზური პროცესები და ლპობა სწრაფად იწვევს გაშეშების მოხსნას, რასაც ადგილი აქვს მაღალ ტემპერატურაზე გვამის ყოფნისას...". (ბესიკ კილასონია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. სახელმძღვანელო —სასამართლო მედიცინა. თბილისი 2011)".
ამასთან, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს მოსაზრებებს ქალა-ფუძის მოტეხილობასთან დაკავშირებით.
"თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას. ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება", — აცხადებენ ბიუროში.
რა წერია დასკვნაში და რას ამბობენ ექსპერტები
შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც 10 ივლისს გასაჯაროვდა, აღნიშნულია, რომ გვამის ადგილზე დათვალიერების დროს "გვამური გაშეშება გამოხატული იყო ყველა ჯგუფის კუნთებში". უკვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროს კი "გვამური გაშეშება" მოხსნილი იყო.
სწორედ "გვამური გაშეშების" ჩანაწერი გახდა იმის მიზეზი, რის გამო დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეული წყალში 4 დღე არ იყო. ამის შესახებ მთავარი არხისა და ფორმულას მიერ მომზადებულ სიუჟეტებში უკრაინელი კრიმინალისტი გალინა კარმოშინა და ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობენ.
შაქარაშვილის დაკარგვიდან მის პოვნამდე 84 საათია გასული, ექსპერტები განმარტავენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გაშეშება ვერ გაგრძელდება.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია ისიც, რომ სიკვდილის დადგომიდან ცხედრის შემოწმებამდე გასულია 48 საათზე მეტი დრო, თუმცა უკრაინელი ექსპერტი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
"მე ექსპერტიზის პასუხების და ფოტოების საფუძველზე გადაჭრით შემიძლია ვთქვა რომ ის 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს ჰქონდეს 84 საათის მანძილზე", — განუცხადა კარმოშინამ მთავარ არხს. (ტელეკომპანიის თარგმანი)
ჯიშკარიანის აზრით, კი, შესაძლოა, ცხედარი წყალში რამდენიმე საათი იყო და არა რამდენიმე დღე.
"ხელების მდებარეობა მიუთითებს, რომ გაშეშება არ არის გავლილი. თუ გაშეშება არ არის გავლილი, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი დიდი ხნის მკვდარი არ არის. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ 19 ივნისს არ არის გარდაცვლილი. ყველანაირი სიმპტომია, რომ ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში. შესაძლოა, იყო რამდენიმე საათი და შემდეგ იპოვეს", — ამბობს ჯიშკარიანი ფორმულასთან.
ამის შემდეგ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანაწერი "გვამურ გაშეშებაზე", სავარაუდოდ, შეცდომაა. გეჯაძე იმ საექსპერტო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც შაქარაშვილის ოჯახმა დაიქირავა.
მისი თქმით, გვამური გაშეშება გამოხატული ვერ იქნებოდა ყველგან, მაშინ, როცა სხეულზე ლპობითი პროცესებია დაწყებული, რაც დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები