პირველი კონფლიქტი დიჯეის გამო დაიწყო, მეორეს მიზეზი არ ვიცი — რას ამბობს ანი გაბეჩავა
ფოტო: ტელეკომპანია ფორმულა
ანი გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი და საქმეში ბრალდებულების ნაწილი, ტელეკომპანია ფორმულასთან ამბობს, რომ თავდაპირველად კონფლიქტი დიჯეისთან დაკავშირებით დაიწყო. გაბეჩავას თქმით, 18 ივნისს მცხეთის აგარაკზე "ნახალოვკელებთან" ერთად მივიდა, რომლებიც მისი კლასელები და უბნელები არიან, თავადაც ამ უბანში ცხოვრობს.
დავით ქაშიაშვილის შაბათის ფორმულასთან ის ჰყვება, რომ სიტუაცია მალევე დაიძაბა, თუმცა თავდაპირველად მსუბუქი შელაპარაკება იყო:
"დიჯეი კოკო არის ჩემი მეგობარი, თავისი აპარატურით მოვიდა. როცა ამონტაჟებდა, ერთ-ერთმა ნახალოვკელმა უთხრა — დიჯეი, რაღაცა სიმღერა ჩართეო თუ შეცვალეო, არ მიმიქცევია ყურადღება".
როგორც ის ამბობს, ეს კონფლიქტი მალევე განიმუხტა და წვეულების სტუმრები ერთობოდნენ. ანი გაბეჩავა აღნიშნავს, რომ არ იცის, რა გახდა მეორე ჩხუბის მიზეზი და ამ დროს ის სახლში იყო.
"ჩხუბზე რომ გადავიდნენ და ერთმანეთი სცემეს, შემდეგ გავიგე და გამოვედი. ნაცემები იყვნენ ბავშვები. ნახალოვკელები იყვნენ ნაცემები. მე იქ ორი პიროვნება დავინახე და ჩვენებაშიც ეგრე მიწერია, რომ ჩიქოვანი და ხეჩოშვილი იყო ნაცემი. მერე ვიგებ, რომ თურმე ნიკა ცუცქირიძეც უცემიათ, მუმლაძე, ბარბაქაძეც. ყველა ნაცემი იყო. საბურთალოელების მხრიდან პირველ ჩხუბში არავინ იყო ნაცემი. იმ მომენტში მივედი, ხეჩოშვილს რომ კიბიდან აგდებდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი კამათობდნენ, იმ ეპიზოდში, შაქარაშვილიც რომ ჩანს", — ამბობს გაბეჩავა ფორმულასთან.
რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობას კონფლიქტში, ანი გაბეჩავა აღნიშნავს, რომ ის არანაირ ეპიზოდში არ მონაწილეობდა და უბრალოდ აშველებდა დაპირისპირებულ მხარეებს.
იგივე უთხრა მან TV პირველსაც:
"მე არ შემიმჩნევია, ჩემს ჩვენებაში მიწერია, რომ გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა. ხედავთ იმ 15-წუთიან კადრშიც, რომ იმ მომენტში მე არ ვჩანვარ, სადაც გიორგი იყო. მერე გავიგე, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, რომ თურმე გიორგი აშველებდა და საბურთალოელების მხარეს იდგა. თვითონ არ ჩხუბობდა, უბრალოდ აშველებდა ბავშვებს. როგორც მერე გაირკვა, თურმე წაქაძე ირაკლის იცნობდა და ჰქონდათ ურთიერთობა. კიდევ ვინმეს თუ იცნობდა, არ ვიცი".
ის ჰყვება ფორმულასთან იმასაც, როგორ აღმოჩნდა 19 წლის ფეხბურთელი მის დაბადების დღეზე. ანი გაბეჩავას თქმით, დაბადების დღისთვის მზადება დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყო და როცა სტუმრების სიას ადგენდა, მეგობარმა გიორგი შაქარაშვილისა და გურამ ამირხანაშვილის დაპატიჟება შესთავაზა. ამბობს, რომ შაქარაშვილს კარგად არ იცნობდა და არც ახლო ურთიერთობა ჰქონია მასთან, მხოლოდ 3-4-ჯერ ჰყავდა ნანახი, თუმცა მაინც დაპატიჟა, რადგან სრულიად უცნობი ადამიანი არ ყოფილა.
მისივე ინფორმაციით, დაბადების დღეზე დაუპატიჟებელი და მისთვის უცნობი პირი იყო ვახტანგ ჩიქოვანი, რომელიც მცხეთის აგარაკზე მანქანით რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა. ანი გაბეჩავა ვარაუდობს, რომ მას წვეულების შესახებ მისმა "ნახალოვკელმა" მეგობრებმა უთხრეს. მისივე თქმით, ჩიქოვანი მცხეთის აგარაკზე ჩხუბის დაწყებამდე მივიდა და ჩხუბის შედეგად ძალიან იყო ნაცემი.
ანი გაბეჩავა ამბობს, რომ არ იცის, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს ჩიქოვანი და გიორგი შაქარაშვილი, რადგან ჩიქოვანს თავადაც არ იცნობდა და შაქარაშვილთანაც ახლო ურთიერთობა არ ჰქონია.
გაბეჩავას ჰყვება, რომ აგარაკის ეზოსთან ჩხუბის შემდეგ კონფლიქტის მონაწილეები ტერიტორიიდან გააგდო.
"გავაგდე ყველა აბსოლუტურად, ორივე მხარე. ისეთ დონეზე იყვნენ უკვე მისულები, რომ რომელიმე მხარე რომ დამეტოვებინა, შიგნით შემეყვანა და დამემშვიდებინა, ეგეთი რაღაცა უკვე ვეღარ მოხდებოდა", — აღნიშნავს ის.
მისივე ინფორმაციით, მასთან მხოლოდ წვეულების მონაწილეების ნაწილი დარჩა, უმეტესად გოგოები. TV პირველთან ის იხსენებს ყველა მათგანის ვინაობას: იაკობ ბრეგვაძე, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვანო თეგაძე, ეთუკა ხოშტარია, ლიზი ნადირაძე, მარიამ ხატისკაცი, ნინიკო ნაკაიძე. გარდა ამისა, ამბობს, რომ უკვე ჩხუბის მერე მივიდნენ აგარაკზე მისი ნათესავები — ვაჟა და მარი ადეიშვილები. ანი გაბეჩავა ამ ადამიანების აგარაკზე დატოვებას იმით ხსნის, რომ მათ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ის იხსენებს, რომ მალევე, დაახლოებით ერთ საათში, მანქანით დაბრუნდა საბურთალოელების ნაწილი, მათ შორის, ბარბარე ურიდია, ვახო ახვლედიანი და მისი მეგობრები. ანის თქმით, მას შესთავაზეს 12 საათის შემდეგ, ანუ მაშინ, როცა უკვე მისი დაბადების დღე დადგებოდა, ლისზე წასულიყვნენ და წვეულება იქ გაეგრძელებინათ, რაზეც დათანხმდა.
"12-ზე დაბადების დღეს შევხვდით სახლში, პირველის სამ წუთზე დაახლოებით უკვე მანქანაში ვისხედით გარკვეული ნაწილი ბავშვების. საბურთალოელებთან ვიჯექი მე. კიდევ ორი მანქანა იყო, რითიც უნდა წამოსულიყვნენ და დარჩენილი ბავშვები გადანაწილდნენ. ბოლოს ირკვევა, რომ თურმე ეს 6 ადამიანი ვერ ჩაეტია ტრანსპორტში. ტაქსით უნდა წამოსულიყვნენ და ფეხით აპირებდნენ ასვლას ავტობანზე, რომ გაეჩერებინათ", — ამბობს ის.
მისივე ინფორმაციით, ლისზე ირაკლი წაქაძის აგარაკზე ავიდნენ, როცა ვახტანგ ახვლედიანმა დარეკა ერთ-ერთთან და უთხრა, რომ ჩხუბი მოხდა და მოგვაკითხეთო. როგორც ანი გაბეჩავა უკვე TV პირველთან აზუსტებს, ამის შემდეგ უკან წამოვიდნენ, გზად ბრიტანულ სკოლასთან გაჩერდნენ და იქედან ცდილობდნენ ჩხუბის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. თვითონ დარჩა სხვებთან ერთად, ნაწილი კი მცხეთაში დარჩენილების წამოსაყვანად წავიდა.
ის ასევე ამბობს, რომ ამ პერიოდში დაიწყო იმის გარკვევა, რა მოხდა და ცდილობდა დაკავშირებოდა თავის ნახალოვკელ კლასელებს, თუმცა ვერ დაუკავშირდა. TV პირველთან ის აკონკრეტებს, რომ თენგო ბარბაქაძეს და ირაკლი მუმლაძეს ურეკავდა, ხოლო ჩიქოვანთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან არ იცნობდა და არც უფიქრია, რომ ის შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული.
ანის თქმითვე, თემქაზე წასვლა მისმა ნათესავმა ადეიშვილებმა შესთავაზეს და გზაში დაინახა იაკობ ბრეგვაძე, რომელმაც იცოდა, რომ ლისზე აპირებდნენ წასვლას და იქ ამიტომ მიდიოდა. გაბეჩავა აღნიშნავს, რომ ბრეგვაძე დაინახა, როცა ის ავტოსტოპით ცდილობდა წასვლას.
"მოგვიყვა: მანქანა გაჩერდა, გადმოცვივდნენ, მე გავიქეცი, დავიმალე, დავურეკე 112-ს, ცოტა დააგვიანდათ, რის შემდეგაც გამოვყევი თბილისშიო", — აღნიშნავს გაბეჩავა ფორმულასთან.
უკვე TV პირველთან კი ამბობს იმასაც, რომ დეტალებზე ბრეგვაძეს არაფერი მოუყოლია. რაც შეეხება მცხეთის წვეულებაზე ფოტოების გადაღებას, ანი გაბეჩავა აღნიშნავს, რომ ბრეგვაძე გვიან მივიდა და პირადად მისთვის ფოტო არ გადაუღია. მისივე თქმით, არ დაუნახავს, გადაუღო თუ არა ფოტოები სხვას. გარდა ამისა, გაბეჩავა აღნიშნავს, რომ იაკობ ბრეგვაძე წვეულებაზე არ ყოფილა, როგორც ფოტოგრაფი და უბრალოდ სტუმრებს შორის იყო. რაც შეეხება სხვების მიერ გადაღებულ ფოტოებს, ის ამბობს, რომ სხვები იღებდნენ, მაგრამ არ ჰგონია, რომ ვინმეს ჩხუბის ეპიზოდი აქვს დაფიქსირებული.
მისივე თქმით, თემქაზე მისვლიდან ორი ან სამი საათის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილს ტელეფონი არ ჰქონდა და სახლში არ მისულა. ვისგან გაიგო, არ ახსოვს. ამბობს, რომ ერთ-ერთ იქ მყოფთაგანს შეატყობინეს. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ იცოდნენ არა დაკარგვის შესახებ, არამედ იმის შესახებ, რომ სახლში არ მისულა.
გარდა ამისა, TV პირველთან ის ამბობს, რომ ბარბარე ურიდიასგან გაიგეს ბიჭების სასწრაფოში წაყვანის შესახებ.
როგორც ანი გაბეჩავა ჰყვება, დაახლოებით დილის 08:00 საათზე შეატყობინეს, რომ გიორგი ისევ არ ჩანდა.
TV პირველთან ანი გაბეჩავამ თქვა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც 19 ივნისის დილას პოლიციაში დაიბარეს, ღამით მომხდარის შესახებ მამას უამბო, რომელიც მეგობრებთან ერთად "ნახალოვკელებს" წერეთლის გამზირზე შეხვდა.
"უკვე მცხეთაში უნდა წავსულიყავი, განყოფილებაში. მარტო წასვლა არ მინდოდა, ვნერვიულობდი და უნდა გამომყოლოდნენ ეს ბავშვებიც. მაგრამ აღარ გამომყვნენ. რაღაცა აინტერესებდათ, ბავშვი ვინ იყო, ვინ დაიკარგა, არ იცნობდნენ ერთმანეთს და იყო ამბის გარჩევა, რა შეიძლება მომხდარიყო", — ამბობს გაბეჩავა.
ჟურნალისტის კითხვას, აგარაკზე ჩხუბის დროს ვინმემ თუ სცადა პოლიციის გამოძახება, გაბეჩავა პასუხობს, რომ მას არ უცდია და არ უნდოდა მეგობრებს შორის კამათის გამო პოლიციაში დაერეკა. მისი თქმით, არც უფიქრია, რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო.
მან TV პირველთან ინტერვიუს დროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მისი ცხოვრებაც დამთავრდა, ძალიან ცუდადაა და ამ ამბავს ძალიან განიცდის.
"იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს არც ერთი წამით და არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში", — აღნიშნა მან.
გიორგი შაქარაშვილის საქმე
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
გადახედვა
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა? 25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
კომენტარები