ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზიანებები ერთ ადამიანს მიეყენებინოს — ექსპერტი შაქარაშვილზე
ფოტო: კადრი ვიდეოდა
დამოუკიდებელი ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ გიორგი შაქარაშვილისთვის დაზიანებების მიღების გარემოება შეაფასა. მისი თქმით, თუ შაქარაშვილმა დაზიანებები ცემის დროს მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ერთ ადამიანს მიეყენებინოს.
ამასთან, იგი გამოეხმაურა ვერსიას, რომ ცხედარი წყალში მოგვიანებით ჩააგდეს:
"თუ გავყვებით ვერსიას, რომ რამდენიმე დღე ეს პიროვნება იყო მიწის ზემოთ და შემდგომ ერთ დღეში ან დღე-ნახევარში ჩაუშვეს წყალში. ცალსახად ვსაუბრობ, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ტემპერატურის გათვალისწინებით, ცხედარი რომელიც თუნდაც ორი დღე, ერთი დღე იმყოფებოდეს არა მიწაში არა წყალში, ლპობითი პროცესები განვითარებოდა ისეთი ინტენსივობით, რომ ამოცნობის რესურსი და შესაძლებლობაც არ იქნებოდა არც გამოძიებას და არც ჭირისუფალს", — განაცხადა გეჯაძემ.
დღეს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზა გაასაჯაროვა, სადაც საუბარია, რომ შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დროს, საუბარია, რომ მან სიცოცხლის დროს მკვირი-ბლაგვი საგნით გარკვეული დაზიანებები მიიღო.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
-
ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია ტეილორ სვიფტის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა
-
თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს
გადახედვა
-
შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!" დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
კომენტარები