დიეტოლოგთა 5 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კვებაში დაგეხმარებათ
ფოტო: 7Cero
ამ სიტუაციაში ყველანი ვყოფილვართ: ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდები, დაღლილი და მშიერი ხარ, ამიტომ ჩიფსების ხრამუნს იწყებ და თან დაგვიანებულ სადილს გეგმავ.
ეს წახემსება მალევე განაყრებს. საბედნიეროდ, დიეტოლოგთა ქვემოთ მოცემული რჩევების ყოველდღიურობაში დანერგვა დაგეხმარება, მარტივი და ჯანსაღი კერძები ყველაზე დაკავებულ დღეებშიც კი სწრაფად გააკეთო.
ძალიან მალე ამ რჩევების გამოყენება შენთვის ბუნებრივი გახდება და სადილისწინა "რა მოვამზადო?" კრიზისიც წარსულს ჩაბარდება.
1. გაავსე მაცივარი თევზით
ფოტო: Starkovphoto
ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია კვირაში თევზის მინიმუმ ორი ულუფის მირთმევას უწევს რეკომენდაციას.
"ამის გასაკეთებლად ისეთი თევზი შეარჩიე, რომელიც პირდაპირ შეგიძლია გადაიტანო მაცივრიდან ღუმელში", — ამბობს ჩიკაგოელი დიეტოლოგი ვიკი შანტა რეტელნი. როგორც წესი, გაყინულ თევზს გალღობა სჭირდება მომზადებამდე, მაგრამ "ზოგიერთი ბრენდი უკვე დამარინადებულია და ცალკეა შეფუთული, ამიტომ პირდაპირ შეიძლება მათი შეწვა გაყინული მდგომარეობით", — აცხადებს ის (მოძებნე შეფუთვაზე წარწერები "არ სჭირდება გალღობა" ან "მაცივრიდან ღუმელში").
კიდევ ერთი ჭკვიანური ხრიკი: აიღე შემწვარი, აქერცლილი და გაყინული კრევეტები (დაბალკალორიული ცილის მშვენიერი წყარო), მერე რომ სწრაფად გააცხელო და დაუმატო პასტას, კარტოფილს ან სალათებს.
2. მცირეოდენი ინგრედიენტები წინასწარ მოამზადე
ფოტო: Foodtank
ბოსტნეულის, ცილოვანი საკვებისა და მარცვლეულის ინგრედიენტების მთელი კვირისთვის წინასწარ შემზადება თუ გიყვარს, ძალიანაც კარგი, მაგრამ ეს თუ რამე ისეთია, რაც გაშინებს ან გღლის, გამოტოვე.
"საკვების ინგრედიენტების წინასწარ შემზადება ზოგჯერ საკმაოდ დამღლელია", — ამბობს ემი გორინი, ნიუ-იორკელი დიეტოლოგი. ნაცვლად ამისა, ის გვირჩევს, შესამზადებელ სამუშაოებს ცოტათი მოვუკლოთ და, მაგალითად, კვირა დღეს მხოლოდ ის ინგრედიენტები გავამზადოთ, რომლებსაც კვირის განმავლობაში გამოვიყენებთ კერძებში. მაგალითად, თვითონ დიეტოლოგი წინასწარ ჭრის ხოლმე სოკოსა და ხახვს, რომ ყოველთვის ხელთ ჰქონდეს ისინი კარტოფილისთვის ან ომლეტისთვის — ამგვარად თან თავიდან იშორებ ყველაფრის წინასწარ შემზადების დაღლას, თან არც ნულიდან გიწევს სადილის მომზადება.
3. მიმართე მოკლე გზებს
ფაქტი: სინამდვილეში, კაკლის მარცვლების გასუფთავება, დაჭრა და დაჭყლეტა არავის უყვარს. არც ნივრის ან კომბოსტოს გაფცქვნაზე გიჟდება ვინმე. ამიტომაცაა ზოგჯერ მაღაზიაში ნაყიდი მზა პროდუქტი ნამდვილი მხსნელი.
"შეიძლება, ცოტა უფრო ძვირი იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი დროსაც გაგებინებს და უფრო ჯანსაღად კვებაშიც გეხმარება", — ამბობს ლინდსი ლივინგსტონი, ოჰაიოელი დიეტოლოგი.
შეეცადე, კრეატიულად მომზადებული ბოსტნეული მოძებნო, მერე რომ ცოტა უფრო გაახალისო კერძები, მაგალითად, სპირალური სტაფილოები და ყაბაყები, დანაკუწებული ბრიუსელის კომბოსტო ან ყვავილოვანი კომბოსტოს შეფუთული მარცვლები.
4. მოამზადე სმუზი
რა სჯობს დაბლენდერებულ და მზა სმუზის, როდესაც სახლიდან სასწრაფოდ გიწევს გასვლა? წინასწარ გაავსე პატარა კონტეინერი ხილით, არაქისის კარაქითა და სხვა დანამატებით (მაგალითად, ქოქოსი, მწვანე ბოსტნეული, შოკოლადის ფხვნილი, თხილი). მომდევნო დილას ამ ყველაფერს ბლენდერში უძახე და მცირეოდენი სითხეც დაუმატე გემოვნებით (რძე, ქოქოსის წყალი, კეფირი).
გორინს მაცივარში ყოველთვის მოეპოვება გაყინული ველური ლურჯი მოცვი (ერთი კვლევის თანახმად, ველურ ლურჯ მოცვს ორჯერ მეტი ანტიოქსიდანტი აქვს, ვიდრე ხელოვნურად გამოზრდილს), რომელსაც ურევს ბერძნულ იოგურტთან, რძესთან, არაქისის კარაქთან, ბანანსა და მცირეოდენ ნეკერჩხლის სიროფთან.
5. ყოველთვის ხელთ იქონიე წასაღები საკვები
ისეთი დღეებიც არის ხოლმე, სახლში რომ მოდიხარ და ისე ძალიან გშია, რომ სასწრაფოდ რაიმეს შეჭმა გჭირდება. ყოველთვის იქონიე ხელთ რამე სწრაფადმომზადებადი 10-წუთიანი ბურღულეული, მაგალითად, ბულგური ან ქერი, ამბობს რეტელნი. მერე ეგ შეურიე საჭმელად მზა სალათს და ცოტა თევზეულიც დაამატე, მაგალითად, წინასწარ შემზადებული თინუსი ან ორაგული. ასეთი საკვები სწრაფად მზადდება და ამ გზით შეგიძლია ჯანსაღად იკვებო, სიჩქარისა თუ სხვა ფაქტორებისგან განურჩევლად.
ალაბამელი დიეტოლოგი ჰოლი გრეინჯერი კიდევ რამდენიმე საკვანძო ინგრედიენტს გვთავაზობს, რომელიც უმჯობესია, ყოველთვის გვქონდეს სახლში. ესენია: კვერცხები, დაკონსერვებული ლობიო, გაყინული შემწვარი ქათამი, სპაგეტის სოუსი, ჰუმუსი, ბოსტნეული, ლაფშა და გაყინული პიცა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში Fitpass დაგეხმარებათ. მხოლოდ ერთი ბარათით თქვენ შეგიძლიათ, ერთდროულად სხვადასხვა სპორტული მიმდინარეობით დაკავდეთ და 100-ზე მეტი სპორტული დაწესებულების სერვისებით ისარგებლოთ. ფიტპასი საუკეთესო გზაა თანამშრომლების მოტივაციისთვის, ლოიალურობისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები