ბორის აკუნინი: რუსეთს ყაენი მართავს
Deutsche Welle-ს ჟურნალისტი ჟანა ნემცოვა ქართული წარმოშობის რუს მწერალს, ბორის აკუნინს რუსეთსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს.
ფოტო: RussianMind
ბატონო ბორის, თქვენ რამდენჯერმე გითქვამთ, რუსეთი იმიტომ დავტოვე, რომ ის მტრის მიერაა ოკუპირებულიო. ვინ არის ეს მტერი?
მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს რუსეთის ხელისუფლებაში არიან, ქვეყანას ანგრევენ და ანადგურებენ, ამიტომაც, ჩემი აზრით, ისინი მტრები არიან.
რამდენიმე წლის წინ თქვენ თქვით, რომ რუსეთში არაფერი ტრაგიკული არ ხდებოდა.
ვცდებოდი. 2011-2013 წლებში აქტიურად ვიყავი ჩართული სამოქალაქო მოძრაობაში. ვფიქრობდი, რომ რუსეთის საზოგადოება ძლიერი იყო და ხელისუფლება მასთან კონფრონტაციას მოერიდებოდა. მაგრამ, 2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება და უკან დახევას არ აპირებს. გლობალურ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა, ხოლო ლოკალურ ჭრილში - პუტინის სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩენას მოასწავებს. გამორიცხულია, მან უარი თქვას ძალაუფლებაზე. რუსეთი ახლა საერთოდ სხვა ქვეყანაა.
მეოცე საუკუნის 80-იან წლებში რუსებს ტელევიზორში მოსმენილი ინფორმაციის არ სჯეროდათ. ახლა - თითქმის ყველაფერს იჯერებენ. რატომ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ასე დრამატულად?
ჟანა, შენ პერესტროიკის პერიოდი გახსოვს, როცა ქვეყანაში სიახლის სიომ დაუბერა. მე კი 1970-იანებიც მახსოვს, როცა - როგორც დღეს - ჩვენ მხოლოდ დისიდენტები გვყავდნენ, ხალხი, რომელთაც უჭირავთ ტრანსპარანტები და ყურადღებას არავინ აქცევს, ყველა თვალს არიდებს და გვერდს უვლის. თუმცა, ვიდრე ასეთი ადამიანები არსებობენ, ცვლილების იმედი ყოველთვის იარსებებს.
ბორის აკუნინი და ჟანა ნემცოვა
ფოტო: DW
დღესდღეობით ინფორმაციის უამრავი წყარო არსებობს, განსაკუთრებით კი, ინტერნეტში. თუ ვინმეს განსხვავებული ინფორმაცია და აზრი აინტერესებს, მოძიება ადვილია. მაგრამ ხალხის უმეტესობას არ აინტერესებს. დღეს, პრობლემა საერთოდ სხვა რამეა: ახლანდელი პოლიტიკური რეჟიმი. მორალური, იდეოლოგიური და სხვა ასპექტები რომ გვერდით გადავდოთ, საშინლად არაკომპეტენტური და არაეფექტური ხელისუფლებაა. ეკონომიკისა და ტექნოლოგიის კუთხით მსოფლიოს ფეხს ვერ უწყობენ. პლანეტა ვითარდება, ხოლო რუსეთი ერთ ადგილზეა გაჩერებული. ეს არის პრობლემა. და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ მოსახლეობა გაღატაკდება და სოციუმი აფეთქდება.
რუსეთის ჩამორჩენილობა თითქოს ისტორიულ კანონზომიერებად ჩამოყალიბდა, არა?
მე ყოველთვის მაინტერესებდა რა განსაზღვრავს რუსეთს როგორც ერს. რატომ მეორდება საუკუნეების განმავლობაში ერთი და იგივე? ლიბერალიზაციის ყველა მცდელობა დასრულდა რეპრესიით. მე მაინც მგონია, რომ დღევანდელი სიტუაცია მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ბრალი არ არის. მე არ მგონია, რომ როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, მიზნად ჩვენი თავისუფლების წართმევა და დიქტატორობა ჰქონდა. მას ალბათ ოლიგარქების მორჯულება და სეპარატიზმის ჩაცხრობა უნდოდა. რაც ჩვეულებრივი მიზნებია.
მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც უკვე წესად ჩამოყალიბდა რუსეთის ისტორიაში და რაც არაერთხელ მომხდარა. რუსეთში ხვალ რომ მშვიდობიანი რევოლუცია მოხდეს, ხელისუფლება შეიცვალოს, პუტინის ნაცვლად დემოკრატი მოვიდეს ქვეყნის სათავეში და სხვა ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლაა, ცოტა ხანში ეს დემოკრატი ახალ დიქტატორად გადაიქცევა. ვერტიკალური სახელმწიფო სტრუქტურა ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებებით მოძრაობა შეუძლებელია.
ჩვენი ქვეყანა დღემდე არა კანონებით, არამედ ბრძანებებით იმართება
ანუ პრობლემა სისტემაშია და არა კონკრეტულ პიროვნებებში? და რამდენად რეალურია იმაზე ფიქრი, რომ სისტემის შეცვლა შესაძლებელია?
რეალურია. საოცარი ისაა, რომ არც ერთ მმართველს რუსეთის ისტორიაში, არ უცდია შეეცვალა მმართველობის ის სისტემა, რომელიც XV საუკუნეში ივანე III-მ შექმნა. მმართველობის პრინციპები მან ოქროს ურდოსგან გადმოიღო. იმ დროს, რუსეთში სახელმწიფოს მართვის უკეთესი ხერხი არ იცოდნენ, ამიტომ ჩინგიზ-ყაენს მიბაძეს. ჩვენი ქვეყანა დღემდე არა კანონებით, არამედ ბრძანებებით იმართება. ზუსტად ისე, როგორც ყაენის დროს იყო. ამავე დროს, სახელმწიფო ხალხს არ ემსახურება, პირიქით - ხალხი ემსახურება სახელმწიფოს. ასეთ სისტემაში ადამიანის უფლებების ადგილი არ არსებობს. იქ მხოლოდ პერსონალური პრივილეგიები გვხვდება, რომელიც დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის სისტემისადმი ერთგულებაზე. ასეთ სისტემაში საიდუმლო პოლიცია და სპეც-სამსახურები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მაგრამ პუტინი, მიუხედავად ყველაფრისა, დღევანდელი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენს ადრინდელ ინტერვიუებში ამბობდით, რომ პუტინი კრიმინალი და ქურდი არ იყო. დღესაც იგივეს იტყვით?
პუტინი ევოლუციას განიცდის. ადამიანი ხარბი და გაუმაძღარი უნდა იყოს, რომ მილიარდები ჩაყლაპოს. მაგრამ კორუფცია მხოლოდ მოპარვა არ არის. კორუფცია სისტემის ლპობაა. თუ თქვენ ზრუნავთ იმაზე, რომ თქვენს მეგობრებს პრივილეგიები ჰქონდეთ - ეს კორუფციაა. თუ ვინმეს დანაშაულის გამო პასუხს არ აგებინებთ, რადგან მის მიმართ გარკვეული სიმპათიები გაქვთ - ეს კორუფციაა. თუ გაქვთ ჩრდილოვანი ბიუჯეტი - ეს კორუფციაა.
რუსი მწერალი გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომლის სამწერლო ფსევდონიმი ბორის აკუნინია, რუსეთიდან 2014 წელს წავიდა. ის ამჟამად რუსეთის სახელმწიფოს ისტორიაზე მუშაობს. ინტერვიუს ავტორი ჟანა ნემცოვა, პოლიტიკოსი ბორის ნემცოვის შვილია. ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალში მოსკოვში მოკლეს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა

კომენტარები