ვერ დავეთანხმებით გამოთქმულ ეჭვებს გარკვეულ კორუფციულ რისკებზე — ცქიტიშვილის მოადგილე TI-ს კვლევაზე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევას, რომლის თანახმადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება, არ ეთანხმება.
მისი თქმით, ამ პროგრამის მთავარი აზრი ისაა, რომ გადაწყვეტილებას — რა გაკეთდეს გამოყოფილი თანხით, სოფლის კრებებზე, იქ მცხოვრები მოსახლეობა იღებს.
"პროგრამის სრული ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი ნაწილდება 57 მუნიციპალიტეტის 3111 სოფელზე, სადაც გასულ წელს 4883 პროექტი განხორციელდა. ეს არის დაბალბიუჯეტიანი პროექტები და კანონის თანახმად 5 ათას ლარამდე შესყიდვა თავისუფლდება სატენდერო ვალდებულებისგან. ამ პროგრამის კიდევ ერთი სიკეთე ისაა, რომ პატარა შესყიდვებში მონაწილეობენ პატარა კომპანიები, რომელთაც ეძლევათ საშუალება წლიდან წლამდე განვითარდენენ და ქართულ სამშენებლო ბაზარზე აქტიური მოთამაშეები გახდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტებში, ძირითადად, დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა", — აცხადებს ილია ბეგიაშვილი.
მისივე თქმით, მცირებიუჯეტიანი პროექტების ხანგრძლივობა, ზოგ შემთხვევაში, 1-2 კვირაა და ასეთ შემთხვევებში არაგონივრული იქნება 2-3 თვიან სატენდერო პროცედურებში შესვლა.
"ნამდვილად ვერ დავეთანხმებით კვლევაში გამოთქმულ ეჭვებს გარკვეულ კორუფციულ რისკებზე. ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ისეთი პროგრამების ეფექტიანობით, რომელიც ადამიანებისა დასაქმებას და კომპანიების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. რაც შეეხება შეკითხვებს, მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა თუ პირს, თითოეული უკვე განხორციელებული პროექტის მაგალითზე ვაჩვენოთ ამ პროგრამის სიკეთე", — განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო(TI) აცხადებს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება.
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები