შენობის ქირას ჩვენი ფულით ვიხდით — კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პასუხი დოლიძეს
ფოტო: ანა ვახტანტაგაძე / On.ge
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მოძრაობა ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ შენობის ქირის ფულს საკუთარი შემოსავლით ფარავენ და ბიუჯეტის თანხები ამ გადასახადთან კავშირში არაა.
ანა დოლიძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააგენტო შპს სიყვარულსა და კოქტეილს, რომლისგანაც შენობის ქირაში თვეში 10 000 დოლარს უხდის. მისი თქმით, ეს თანხები ძეგლების რეაბილიტაციასა და ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იხარჯებოდეს.
"ეს შენობა და აქ ჩვენი გადასახადების ფლანგვა, არის ერთ-ერთი მაგალითი იმ ათობის შემთხვევას შორის, სადაც იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტი და თქვენი გადასახადები ყაირათის გარეშე", — თქვა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ძალიან ბევრი შენობა და კვადრატული მიწა აქვს, სადაც შეუძლია სახელმწიფო შენობები განათავსოს. პასუხად სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ On.ge-სთან განმარტა, რომ დოლიძემ ინფორმაცია არასწორად წარმოაჩინა. მისი თქმით, სააგენტოს 3 წლის განმავლობაში არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ კუთვნილი ფართი მიეღო.
სააგენტოს განმარტებით 170 თანამშრომლიდან მხოლოდ 50 მუშაობს თაბუკაშვილზე მდებარე შენობაში, სადაც არქეოლოგიური, სამუზეუმო-საგამოფენო, საინფორმაციო სისტემების, საგანმანათლებლო, და ხელოვნების ნიმუშთა გატანა-შემოტანის სამსახურებთან ერთად განთავსებულია უნიკალური არქივი. დარჩენილი 120 თანამშრომელი კი 2016 წლიდან საოფისე ფართს კრწანისის ქუჩაზე ქირაობს.
"ჩვენ ამ საიჯარო ხელშეკრულების თანხას ჩვენი კომერციული შემოსავლებიდან ვიხდით, რომელიც სამუზეუმო საქმიდან სააგენტოს მუდმივად აქვს. ეს შემოსავლები წლიდან-წლამდე მზარდია. გეტყვით, რომ 2014 წლიდან ეს შემოსავლები წლიური 400 ათასი ლარიდან 3 მილიონ 700 ათას ლარამდე გაიზარდა", — ამბობს ბექა ბარამიძე.
სააგენტო განმარტავს, რომ მიმდინარე წელს მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმილია სააგენტოსთვის სათანადო ფართის მქონე შენობა ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. ფართის მოწყობის შემდეგ კი სააგენტოს ცენტრალური ოფისი აღნიშნულ შენობაში გადაინაცვლებს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები