ორკვირიანი კარანტინის შემდეგ, კონსულტაციებისთვის გამოძახებული ელჩი სამინისტროში ორშაბათს მივა
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც კონსულტაციისთვის გამოიძახეს, ორკვირიანი კარანტინის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს მივა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა არ იგეგმება, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შეიქმნა და სერიოზული ანალიზი სჭირდებათ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობა.
"ის იყო კარანტინში ორი კვირა. ორშაბათს მოვა სამინისტროში და ჩვენ გავივლით ყველა დეტალს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მომავალ ურთიერთობებთან. მიუხედავად ამ პრობლემისა, ჩვენ ვაგრძლებთ უკრაინასთან პარტნიორობას და ეს გადახედვას არ ექვემდებარება", — განაცხადა ზალკალიანმა.
ელჩი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშნეს.
22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.
რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს წევრებს პერსონალურად უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს. დოიჩე ველეს ინფორმაციით, 2014-2018 წლებში საბჭომ სულ 28 სხდომა ჩაატარა. ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში გაიმართა.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები