როგორ შევქმნათ ონლაინ მაღაზია თიბისის დახმარებით — წარმატების სამი ისტორია
ფოტო: Freepik
პანდემიამ საზოგადოების ყველა სეგმენტს დიდი თავსატეხი გაუჩინა, თუმცა პრობლემები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვა მხრებზე. უმეტესობა მათგანი არჩევანის წინაშე დადგა — სრულიად შეჩერებულიყვნენ, ან დიდი რისკის ქვეშ ტრანსფორმაციია განეცადათ და ისე გაეგრძელებინათ საქმიანობა.
არსებულმა პირობებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მომხმარებლების ქცევაც — უმეტესობა ჩვენგანი პროდუქციის ონლაინ შეძენაზე გადაერთო. შეცვლილ პირობებთან ადაპტაცია კი მცირე ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა.
ამ გამოწვევების გასამარტივებლად თიბისიმ VISA-სთან თანამშრომლობით ახალი ინიციატივა წამოიწყო. ის უმოკლეს დროში კომპანიებს საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნას სთავაზობს. ვებსაიტის საშუალებით კი ეს კომპანიები საკუთარი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ. რაც მთავარია, პირველ ორას კომპანიას ვებსაიტი უსასყიდლოდ შეუქმნეს და ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგანაც გაათავისუფლეს.
ამ სტატიაში სამ განსხვავებულ ბიზნესზე მოგიყვებით, რომლებიც თიბისის ინიციატივას საწყის ეტაპზევე შეუერთდნენ და დღეს თავიანთი ონლაინ მაღაზიები აქვთ.
ATOM Kids • ატომ ქიდს
ფოტო: ATOM Kids / ატომ ქიდს / Facebook
ბავშვებმა თამაშის დროს შესაძლოა ბევრი საინტერესო კითხვა დაგვისვან, კითხვები, რომლებზეც მანამდე არ გვიფიქრია. ისინი უფრო მეტად უღრმავდებიან ამ კითხვებს და გვთხოვენ პასუხებს ისეთ მოვლენებზე, რომლებსაც ხედავენ, მაგრამ არ იციან, რატომ ხდება. ამ კითხვებზე პასუხების მიღებით კი ბავშვები პირველ ნაბიჯებს დგამენ სამყაროს აღქმისკენ.
სწორედ ბავშვებთან გართობის დროს დაიბადა შემეცნებითი თამაშების შექმნის იდეაც, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემდა, შვილებისთვის სახლის პირობებში ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ და ამა თუ იმ მოვლენას დაკვირვებოდნენ. ასე შეიქმნა ატომ ქიდსი, კომპანია, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებით — ფსიქოლოგებით, ბიოლოგებით და სოციოლოგებითაა დაკომპლექტებული, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას ასაკობრივად შესაფერისი, შემეცნებითი და გასართობი სათამაშოები შექმნას STEM დარგებიდან.
ატომ ქიდის ექსპერიმენტები პანდემიამდე საბავშო მაღაზიებში იყიდებოდა, თუმცა, შეცვლილმა მდგომარეობამ დამფუძნებლებს უბიძგა, რაც შეიძლება სწრაფად და ინტენსიურად გადართულიყვნენ ონლაინ გაყიდვებზე.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ანასტასია ასათიანი გვიყვება, ატომ ქიდსს არ ჰქონდა საკუთარი ფიზიკური მაღაზია. ისინი სხვადასხვა საბავშვო კომპანიებთან თანამშრომლობდნენ და სხვა ონლაინ პლატფორმებსაც იყენებდნენ პროდუქციის რეალიზაციისთვის.
ფოტო: ATOM Kids / ატომ ქიდს
ატომ ქიდსი იმ ორას კომპანიას შორის მოხვდა, რომელსაც თიბისი VISA-სთან და B2C-სთან პარტნიორობით ონლაინ მაღაზიის შექმნაში უსასყიდლოდ დაეხმარა. ახლა ატომ ქიდსს ონლაინ სივრცეში უკვე თავისი მისამართი აქვს, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, მომხმარებლებთან პირდაპირი კავშირი დაემყარებინა. "შედეგად მივიღეთ უფრო მეტი უკუკავშირი ჩვენი მომხმარებლებისაგან და ვიგრძენით მათი დიდი თანადგომა", — ამბობს ანასტასია On.ge-სთან საუბარში.
ანასტასია აღნიშნავს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჰქონოდათ საკუთარი ონლაინ გაყიდვების არხი, რათა მომხმარებლებს გამარტივებოდათ პროცესი და პირდაპირ მათგან შეძლებოდათ პროდუქციის შეძენა. "თიბისი ბანკის თანადგომით, ონლაინ მაღაზიის შექმნა თავისთავად პოზიტიურად მოქმედებს კომპანიის გაყიდვებზე. ატომ ქიდსის ამ პროექტში ჩართვა ძალიან დიდი მოტივაციაა. ვეცდებით რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი გახდეს "ჩვენი მეცნიერი" და მეტმა ბავშვმა შეძლოს მეცნიერების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა", — გვიყვება ანასტასია.
როგორც ატომ ქიდსში გვიყვებიან, ვებგვერდი ერთი თვეა ჩაეშვა და დღითი დღე იზრდება მათი მომხმარებლების რიცხვი, რაც დიდ მოტივაციას აძლევთ.
ანასტასიას ამბობს, რომ გაციფრულების პროცესი ძალიან მარტივი იყო და ამის პარალელურად კომპანიამ შეძლო, უწყვეტ რეჟიმში ემუშავა. "TBC ბანკის პროექტმა, საშუალება მოგვცა სწრაფად და ეფექტურად გვეპასუხა გამოწვევისთვის, რომელიც ძალიან კრიტიკულ გარემოებებში მიმდინარეობდა და დაგვეწყო ონლაინ გაყიდვები", — ამბობს ის.
ასე რომ, "მოლეკულები", "მხიარული ქაფი", "მფრინავი ბუშტი", "3D პლანეტები", "ვულკანი" და სხვა სათამაშო ექსპერიმენტები ახლა ინტერნეტითაც შეგიძლიათ შეიძინოთ.
Zero Effect • ზერო ეფექტი
ფოტო: Zero Effect
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც თიბისის ელექტრონული კომერციის პროექტში ჩაერთო ზერო ეფექტია. კომპანია ეკომეგობრულ კონცეფციას ეყრდნობა და მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც თან ბუნებრივია და თან ნარჩენების შემცირებაშიც გვეხმარება. ზერო ეფექტის მიზნებზე და მის ციფრულ ტრანსფორმაციაზე კომპანიის წარმომადგენელი თაკო ბარამიძე გვესაუბრა:
"როგორც იცით, პლასტმასას ნარჩენი ძალიან დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. ყოველწლიურად 300 მილიონი ტონა ნარჩენი გამომუშავდება და ამ რიცხვის მხოლოდ 9% გადამუშავდება. დარჩენილი ნარჩენები კი ხვდება ოკეანეებში, ნაგავსაყრელებზე, ადამიანებისა და ცხოველების ორგანიზმში, აბინძურებს გარემოს და ჩვენს პლანეტას. სწორედ ამ გამოწვევასთან საპასუხოდ, მსოფლიოს გარშემო ჩამოყალიბდა მოძრაობა ნული ნარჩენით. ნული ნარჩენი არის ფილოსოფია და ცხოვრების სტილი, რომელიც გულისხმობს ნარჩენის შემცირებასა და ნულამდე დაყვანას ყოველდღიურ ცხოვრებაში", — გვიყვება თაკო.
როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ თაკომ ორ მეგობართან ერთად ამ სტილით ცხოვრება დაიწყო, თუმცა საქართველოში შესაბამისი ნივთების პოვნა გაუჭირდათ. მათ ასევე აინტერესებდათ, ჰყავდათ თუ არა თანამოაზრეები. შედეგად, წელიწადნახევრის წინ გახსნეს ნული ნარჩენის პირველი სივრცე საქართველოში - ზერო ეფექტი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ და შეიძინონ ის ნივთები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნარჩენის შემცირებასა და პლასტმასას ჩანაცვლებაში დაეხმარებათ. მაგალითად, მეტალის მრავალჯერადი საწრუპი, ბამბუკის კბილის ჯაგრისი, მყარი საპონი შეფუთვის გარეშე თუ თავის მოვლის ნატურალური საშუალებები.
"ვცდილობთ, რომ მაღაზიაში წარმოდგენილი ნივთები ქართული წარმოების იყოს და ამ გზით ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას. ასევე, მეწარმეებს გავუჩინოთ სტიმული, რომ მეტი გარემოსთან მეგობრული ნივთი აწარმოონ", — ამბობს თაკო.
როგორც აღმოჩნდა, კომპანია ცხოვრების ამ სტილის და ფილოსოფიის პოპულარიზაციასაც ეწევა და კვირაში ერთხელ მართავდნენ ღონისძიებებს: ფილმის ჩვენებებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს თუ ტანსაცმლის გაცვლას. თუმცა, ისევე, როგორც სხვა ყველა ბიზნესს მოულოდნელად შეცვლილ გარემოსთან ადაპტაცია მოუხდა. მათ ეს სივრცე დაკეტეს და მოძრაობის ონლაინ სივრცეში გადატანის საჭიროების წინაშე დადგნენ.
მათ თიბისის დახმარებით ვებგვერდი შექმნეს, რომელიც ჯერ ტესტირების ეტაპზეა, თუმცა მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. "შექმნილმა სიტუაციამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და დღესდღეობით ყველაზე რაციონალური, ონლაინში ბიზნესის გაძლიერება და მიწოდების სერვისის დანერგვაა. უკვე ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ახალი ბიზნესიც გაჩნდა, რომელთა ძირითადი საქმიანობაც სწორედ ამ ორ მიმართულებას უკავშირდება", — აღნიშნავს თაკო.
"ვებსაიტის შექმნის პროცესი მარტივი და სასიამოვნო იყო, ამ საქმის უკან დგას ძალიან კარგი გუნდი, თითოეული წევრი არის თავისი საქმის პროფესიონალი და აქვე დიდი მადლობა თითოეულ მათგანს", — ამბობს თაკო.
როგორც ზერო ეფექტში აცხადებენ, თიბისის ეს წამოწყება მისასალმებელი და ძალიან დროულია. მათთვის ეს არის შესაძლებლობა, განავითარონ საქმიანობა და მალე შეძლონ მომხმარებლებისთვის პროდუქციის რეგიონებში მიწოდება.
Foodbox • ფუდბოქსი
ფოტო: Foodbox / Facebook
რამდენჯერ გვითქვამს საკუთარი თავისთვის, რომ დროა, ჯანსაღ კვებაზე გადავერთოთ, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერასდროს შევძელით. სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე ფუდბოქსში იზრუნეს და 2019 წლის მარტში "ვირტუალური" რესტორანი შექმნეს, რომელიც ჯანსაღ კერძებს მომხმარებელს მხოლოდ მიტანის სერვისის მეშვეობით აწვდის. თუმცა, ყველაფერი აქ არ დასრულებულა. მათ კიდევ უფრო გააფართოვეს ასორტიმენტი და ერთი სამზარეულოს ფარგლებში რამდენიმე მიმართულების ბრენდს, Saint Pizza-ს, Pita Lab-სა და Doner Box-ს ჩაუყარეს საფუძველი.
ახლახან კი კომპანიის დამფუძნებლებმა შეცვლილ რეალობას კიდევ ერთი სიახლით უპასუხეს და თიბისის დახმარებით ახალი ქვეკომპანიის, ფუდბოქს მარკეტისთვის ვებსაიტი შექმნეს, რომელზეც მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეულზე, სურსათსა და ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებზე მიუწვდებათ ხელი.
თიბისის ინიციატივის ფარგლებში შექმნილ ფუდბოქსის ახალ ციფრულ პლატფორმაზე კომპანიის წარმომადგენელი თორნიკე ბუიშვილი გვესაუბრა.
"დღეს არსებულმა გამოწვევამ გვაჩვენა, რომ მომხმარებლებს სჭირდებოდათ ჯანსაღი პროდუქტების მიტანის სერვისი, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფუდბოქს მარკეტი. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ სანდო მომწოდებლებთან, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს გვაწვდიდნენ ფუდბოქს რესტორნისთვის. მათი უმეტესობა სოფლის პროდუქტია, რომელიც ხარისხზე შემოწმებულია", — ამბობს თორნიკე.
კომპანიის გამოცდილებამ, მისმა ბიზნესმოდელმა, რომელიც დასაწყისშივე ეფუძნებოდა ონლაინ-გაყიდვებსა და მიტანის სერვისს, ასევე არსებულმა სივრცემ და სანდო მიმწოდებლებმა, დამფუძნებლებს ფუდბოქს მარკეტის გამართვა ძალიან გაუადვილა და პროცესიც ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
"როცა იდეაზე ვმუშაობდით, ვიცოდით, რომ ვებსაიტი დაგვჭირდებოდა, თუმცა რაც არ უნდა იაფი იყოს, პატარა სტარტაპისთვის, ჩვენნაირი მცირე ზომის კომპანიისთვის, მაინც რთულია ასეთ პერიოდში ამ მიმართულებით ხარჯების გამოყოფა, ამიტომ თიბისის ეს ინიციატივა ძალიან გამოგვადგა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა პარტნიორ კომპანია B2C-ს, რომელსაც არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს და ძალიან გვეხმარებიან ვებსაიტის შექმნაში", — აღნიშნავს თორნიკე. ვებსაიტი ჯერ სატესტო რეჟიმშია, კომპანიაში კი მუშაობენ იმაზე, რომ შეარჩიონ შესაბამისი პროდუქტი, დაასაწყობონ და შემდეგ ონლაინ სივრცეში განათავსონ.
როგორც თორნიკე აღნიშნავს, ადგილობრივი წარმოების ხარისხიან ხილ-ბოსტანზე ახლა დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ამ სექციაში 90% სოფლიდან ჩამოტანილი ნატურალური პროდუქტი იქნება. კომპანიაში უსაფრთხოების ზომებიც მკაცრია. საწყობში შემოსულ სურსათს ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია, ბოსტნეულს დაამუშავებენ სპეციალური ანტიბაქტერიული საშუალებებით, შეიფუთება და მისატანად გამზადდება, ხოლო კურიერები, მათ შორის ის ავტომობილი, რომლითაც პროდუქტს მომხმარებლამდე მიიტანენ, უსაფრთხოების ზომებს დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაივლიან.
ასე რომ, მალე ბაზარზე გამოჩნდება პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სურსათს, სასმელსა და სოფელში წარმოებულ, ნატურალურ ხილ-ბოსტნეულს.
წარმატების ისტორია კიდევ ბევრია, მთავარია, რომ თიბისის დახმარებით დღეს უკვე არსებობს პლატფორმა, რომლითაც ბიზნესს შეუძლია ონლაინ ვაჭრობაზე მარტივად გადაერთოს, დაბრკოლებების გარეშე შექმნას ვებსაიტი და მომხმარებლებს უფრო დიდ მასშტაბებზე მისწვდეს, ვიდრე მანამდე შეეძლო.
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: კარგად იცით, რატომაც ვერ დადო [გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა], ყველაფერი წინ არის გიორგი შარაშიძე: კარგად იცით, რატომაც ვერ დადო [გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა], ყველაფერი წინ არის
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე —მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო ტექოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე —მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
-
თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები — თაზო დათუნაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები — თაზო დათუნაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
გადახედვა
-
ეს იმპროვიზაცია საქართველოს ინტერესებში არ არის — გიორგი კოდუა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე ეს იმპროვიზაცია საქართველოს ინტერესებში არ არის — გიორგი კოდუა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
გადახედვა
-
თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
გადახედვა
-
გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინისმე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინისმე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გადახედვა
-
თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
გადახედვა
-
"ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა "ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
-
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა
-
ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა
გადახედვა
კომენტარები