ვისურვებდი, 6 თვის შემდეგ კომპენსაციებისა და "ცეცხლის ჩაქრობის" გზით არ ვიაროთ — მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ისურვებდა, რომ 6 თვის შემდეგ ქვეყანამ ისევ კომპენსაციებისა და "ცეცხლის ჩაქრობის" გზით არ იაროს. ამ თემაზე მინისტრმა იმედის გადაცემა ღია ეთერში ისაუბრა.
"ვისურვებდი, რომ 6 თვის შემდეგ, კვლავ არ მოგვიწიოს თქმა, რომ ისევ უნდა ვიაროთ კომპენსაციებისა და "ცეცხლის ჩაქრობის" გზით. არა, ჩვენ უნდა ვიაროთ ეკონომიკის აღმავლობისა და ეკონომიკის სტიმულირების გზით.[..] ამ შემთხვევაში, ჯერ პირველ რიგში არის ასე ვთქვათ ჰუმანიტარული დახმარება და მერე არის ეკონომიკის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ინფექციის აგრესიული გავრცელების ფონზე, ეკონომიკის სტიმულირებას ვერ გააკეთებ", — თქვა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრის განცხადებით, კრიზისის დროს ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები გაგრძელდება, ხოლო პოსტკრიზისულ პერიოდში, ეკონომიკის სტიმულირების უფრო მასშტაბიანი გეგმის განხორციელება დაიწყება.
ვის დახმარებას გეგმავს მთავრობა, როგორ აპირებს ამას — ანტიკრიზისული გეგმა
24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპში გაერთიანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება, 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის და ა.შ.
მეორე ეტაპი
რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე. პრემიერის თქმით, პროგნოზებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.
ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას.
გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და შშმ პირები.
ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხიც, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს:
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%.
მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე და პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი. ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცხადებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.
ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორის, სოფლის მეურნეობის და აწარმოე საქართველოში მონაწილე მეწარმეების დახმარებასაც.
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და თავის მხრივ 6 ეტაპს მოიცავს, რომელთა შორის შუალედი 2 კვირაა. მთავრობის განმარტებით, ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაძლებელია შეზღუდვები ისევ გააქტიურონ, თუ სიტუაცია გაუარესდება.
მაგალითად, პირველი ეტაპი, რომელიც 27 აპრილიდან ამოქმედდება ითვალისწინებს მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილების აღდგენას, ონლაინ ვაჭრობისა და მიტანის სერვისების ამოქმედებას, ასევე, ღია ტიპის აგრარული ბაზრების აღდგენას.
მეორე ეტაპზე, 10 მაისიდან ამოქმედდება მშენებლობები, ავტოსერვისები და სარეკრეაციო ზონები.
გაიგეთ რას ფიქრობს ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმაზე:
- ბოკერია: დაგვიანებული, ზედაპირული და ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან
- მათი ამოცანაა შეინარჩუნონ ხელისუფლება, ამიტომ დახმარება არჩევნებამდეა გაწელილი — ვაშაძე
- ისე არ წვიმს, როგორც ქუხს — რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ეს არის გეგმა, როგორ მოვიგოთ ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანის გული — ჯაფარიძე
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი" მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
გადახედვა
-
ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
-
სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა
გადახედვა
-
"ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
გადახედვა
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს
გადახედვა
-
ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება
-
POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
-
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში 23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
-
"შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა "შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა
გადახედვა
-
შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
-
ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა
გადახედვა
-
EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინ არის Euphoria-ს საუკეთესო პერსონაჟი? გამოკითხვა: ვინ არის Euphoria-ს საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციები შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და აღსაყდრებას ულოცავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და აღსაყდრებას ულოცავენ
გადახედვა
კომენტარები