1-2 კვირაში, დიდი ალბათობით, სისხლის პლაზმის გადასხმის მეთოდს გამოვიყენებთ — თენგიზ ცერცვაძე
ფოტო: On.ge
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოთ, საქართველოში შესაძლოა, სისხლის პლაზმის გადასხმის მეთოდი გამოიყენონ. ცერცვაძემ ამის შესახებ მოამბის ეთერში ისაბრა და განმარტა, რომ გარკვეული გზა უკვე გაიარეს ამ მხრივ:
"ერთ-ერთი, რაზეც ახლა ვმუშაობთ, ესაა გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენება. რამდენიმე ადამიანის პლაზმა, ვინც განაცხადა თანხმობა დონორობაზე, უკვე შეგროვილია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ სათქმელადაა იოლი, რომ გამოჯანმრთელებულის პლაზმა ავადმყოფს გადაესხას, თორემ ტექნოლოგიურად ეს ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია. პირველ რიგში, უნდა შეირჩეს ისეთი დონორი, რომელსაც მაღალი კონცენტრაციით აქვს დამცავი ანტისხეულები სისხლში, მეორე, ეს დონორი უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, მესამე, უნდა არსებობდეს სისხლის ჯგუფებს შორის შესაბამისობა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ამ გადასხმის პროცესს ართულებს".
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში 111 გამოჯანმრთელებულია და მათგან, მაქსიმუმ, 15 პროცენტის პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ:
"ეს მეთოდი გამოყენებული იქნება ერთეულ შემთხვევებში, როცა სხვა მედიკამენტი არაა ეფექტიანი".
ვირუსულ ინფექციასთან გასამკლავებლად პაციენტებს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული დონორი პაციენტების პლაზმა ჩინეთში გადაუსხეს, რომელიც SARS-COV-2 ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა. მკურნალობის კურსი 10-მა პაციენტმა გაიარა, მათი ასაკი 34-დან 78 წლამდე მერყეობდა.
პლაზმური თერაპიის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული დონორების სისხლიდან აღებულმა პლაზმამ პაციენტებში კლინიკური სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და ხველება მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.
პლაზმის გადასხმიდან 7 დღის განმავლობაში პაციენტების ფილტვებზე არსებულმა დაზიანებებმა ზომაში დაპატარავება დაიწყო. 7 დღის შემდეგ კი ორგანიზმში ვირუსი აღარ ფიქსირდებოდა.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები