მილიონობით უმუშევარი აშშ-ში და საქართველო ეპიდემიის პიკის ზღვარზე — 16 აპრილის შეჯამება
ფოტო: REUTERS/Andrew Kelly
1 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 127 873;
- გარდაცვლილი — 142 148;
- გამოჯანმრთელებული — 540 575.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 348;
- გამოჯანმრთელებული —76;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 5079;
- სტაციონარში — 558;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
WHO: ალკოჰოლი კორონავირუსის შედეგებს აუარესებს, რეკომენდებულია შეზღუდვები
"ალკოჰოლი სხეულის იმუნიტეტს აქვეითებს და ჯანმრთელობის რისკებს უკავშირდება", — წერია WHO-ს ევროპული ოფისის საიტზე. განცხადების გამოქვეყნება ალკოჰოლის გლობალური მოხმარების ზრდით იყო განპირობებული.
ალკოჰოლის გავლენა იმუნურ სისტემაზე, ინდივიდებს COVD-19-ს მიმართ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამასთანავე, დიდი ხანია ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმლებიც მოხმარება ძალადობის რისკებს შესამჩნევად ზრდის იქ, სადაც თვითიზოლაციის ზომებს იღებენ.
დღის ფოტო: მიტანის სერვისის კურიერები რესტორნიდან საკვებს იღებენ, ბეიჯინგი, ჩინეთი.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
ბოლო ერთ თვეში სამუშაო ადგილი 21 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა
შრომის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში 5,25 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ს მოსახლეობის დიდი ნაწილი იზოლაციაშია, რის გამოც, ფაქტობრივად, გაჩერებულია ეკონომიკაც. მსხვილ და პატარა ბიზნესებს თანამშრომლების გათავისუფლება უწევთ. სხვადასხვა პროგნოზით უმუშევრობის დონე ქვეყანაში 20 პროცენტამდე აიწევს.
რა ხდება მსოფლიოში
- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკი გადალახა და მან იწინასწარმეტყველა, რომ ამ თვეში ზოგიერთი შტატი უკვე გაიხსნება;
- ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯარ ბოლსონარომ კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანდაცვის მინისტრი, ლუიზ მანდეტა თანამდებობიდან გაათავისუფლა;
- საფრანგეთში ერთ დღეში 753 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ქვეყანაში საერთო ჯამში 17 920 პირი დაიღუპა ვირუსით.
- დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კარანტინი კიდევ 3 კვირით გაახანგრძლივა. ქვეყანაში ერთ დღეში 861 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, საერთო ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 13 ათასამდე გაიზარდა;
- აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში 15 მაისამდე გახანგრძლივდა კარანტინი. ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდიუ კუომოს თქმით, 2 წელზე მეტი ასაკის ადამიანს საჯარო სივრცეებში სახე დაფარული უნდა ჰქონდეს, თუ სოციალური დისკანციის დაცვა არ შეუძლია.
რა ხდება საქართველოში
17 აპრილის 12 საათიდან ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება
ხვალიდან, 17 აპრილის 12 საათიდან საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის ვადით, 21 აპრილის ჩათვლით. იგი არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციაზე. ასევე, ჩვეულებრივ იმუშავებენ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და მიტანის სერვისები.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- 17 აპრილიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
- ბოლო 4 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ — 348
- კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული იყო — მარინა ეზუგბაია
- გამყრელიძე: პატივმოყვარეობას გადავაბიჯე და მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ეკლესიებში
- სანამ შეკრებებისთვის ემზადებით, დაფიქრდით მათზე, ვინც თქვენ გამო მწარე დღეებს გადის — ექიმი
- კამკამიძე: სამარცხვინოა, რომ ექიმები უნდა ვემუდარებოდეთ საეკლესიო პირებს
- სავარაუდოდ, გარეთ გასვლამდე წინასწარი შეტყობინების სისტემა მზადდება — გავრცელებული სურათი
- თენგიზ ცერცვაძე: მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი
- ამირან გამყრელიძე: ვილოცოთ სახლიდან, ეს უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის
- ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ — თეა წულუკიანი
- თუ ამ ოქროს შუალედს ყურადღებას მოაკლებ, კატასტფორამდე მიგვიყვანს — წულუკიანი საპატრიარქოსთან შეთანხმებაზე
- ექიმი: 1500 კაცი შეიკრიბება თუ 300, ესეც საკმარისი იქნება კორონავირუსული გენოციდისთვის
- ძალიან გთხოვთ, წყალში ნუ ჩაგვიყრით ამდენ შრომას, გვაცადეთ რასაც ვაკეთებთ — ექიმი
- ამირან გამყრელიძე: ვთხოვ ეკლესიას მოუწოდონ მოსახლეობას, აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ
- ქაშიბაძე: ზოგიერთმა COVID-19-ის წინააღმდეგ ძალიან ცხელი წყალი დალია და დამწვრობა მიიღო, ამ ხერხს ნუ მიმართავთ
- საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს ვირუსის შეჩერებისთვის — გიგა ბოკერია
- ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება
- კუბოების დათვლას ჯობია, ინფიცირებულები დათვალოს — მეუფე იაკობი პაატა იმნაძეს პასუხობს
- ამირან გამყრელიძე: ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი, მეტი ქართველი გადარჩება
- ქვეყნის სრულ კარანტინამდე 1 ნაბიჯია დარჩენილი — ამირან გამყრელიძე
- კარანტინში მყოფმა ბენქსიმ ქუჩის ნაცვლად ამჯერად ტუალეტის კედლები მოხატა
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
"ვერ წარმოუდგენია ადამიანებს რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. გამოძვრნენ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან. ამ ხრჩობის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის. ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ".
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
კარანტინში მყოფმა ბენქსიმ ქუჩის ნაცვლად ამჯერად ტუალეტის კედლები მოხატა
ცნობილი არტისტი ბენქსი მილიონობით ადამიანის მსგავსად იზოლაციაშია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს თავის შემოქმედებით საქმიანობაში ხელს არ უშლის.
დღემდე ანონიმური ხელოვანი აქამდე ძირითადად ქუჩის კედლებზე ქმნიდა თავის ინსტალაციებს, თუმცა საყოველთაო იზოლაციის რეკომენდაციებმა მისი ჩვეული ფორმატიც კი შეცვალა: ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ამჯერად მან ტუალეტის კედლები მოხატა.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
16 აპრილს მოქალაქე გიორგი გასაშვილმა გავარცელა ვიდეორგოლი, სადაც იგი ჰყვება, როგორ გავრცელდა ვირუსი სამხრეთ კორეაში, რელიგიური რიტუალის ჩატარებისას.
ეს არის ისტორია პაციენტ #31-ზე სამხრეთ კორეიდან, რომელთანაც კორონავირუსის 5 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაკავშირებული. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა რელიგიურ ჯგუფ სინჩხონჯის უკავშირდება. 2 მარტს რელიგიური ორგანიზაციის ლიდერმა ქვეყანას ბოდიში მოუხადა.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- მთავრობასთან შეთანხმებული სააღდგომო წირვა და 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში — 15 აპრილის შეჯამებ
- ინფიცირებული სასულიერო პირი და გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 14 აპრილის შეჯამება
- მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინი და მოახლოებული აღდგომა — 13 აპრილის შეჯამება
- რომის პაპი მრევლის გარეშე და ილია მეორე ხალხმრავლობაში — 12 აპრილის შეჯამება
- 20 ათასი გარდაცვლილი აშშ-ში და 60 გამოჯანმრთელებული საქართველოში — 11 აპრილის შეჯამება;
- სრული კარანტინი ლენტეხში და 100 ათასი გარდაცვლილი მსოფლიოში — 10 აპრილის შეჯამება;
- ივანიშვილის 100 მილიონი და 1,5 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში — 9 აპრილის შეჯამება.
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან
გადახედვა
-
6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა 6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა
გადახედვა
-
რატომ ამჯობინებს თითქმის ყველა ადამიანი მარჯვენა ხელს? მეცნიერების შესაძლო პასუხი რატომ ამჯობინებს თითქმის ყველა ადამიანი მარჯვენა ხელს? მეცნიერების შესაძლო პასუხი
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
გადახედვა
-
ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია
გადახედვა
-
მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს
გადახედვა
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი "გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა
-
TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა
გადახედვა
-
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ


კომენტარები