"დროთა განმავლობაში შეიძლება, წაგვიყვანოს ამ წყალმა და სისველემ" — შუახევიჰესი ამუშავდა
ფოტო: მწვანე ალტერნატივა
თითქმის 3-წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, შუახევიჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო, თუმცა მოსახლეობა ისევ ჰესის გვირაბებიდან წყლის გაჟონვაზე და მეწყრის საშიშროებაზე საუბრობს.
შუახევიჰესი ახლადაშენებულ ჰიდრო ელექტრო სადგურებს შორის ყველაზე დიდი, 187-მეგავატიანია. მას რეაბილიტაცია 2017 წელს დასჭირდა, როცა ამუშავებიდან ორ თვეში დაზიანდა. ჰესი 2020 წლამდე გაჩერებული იყო.
რა ხდება სოფლებში
ჰესის ხარვეზით ამუშავების შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ გაავრცელა. შუახევიჰესის ზემოქმედების არეალში დაახლოებით 17 სოფელი ხვდება. მათ შორისაა გოლხანაური და მახალაკიძეები.
გოლხანაური ცენტრთან ყველაზე ახლოსაა. მის თავზე გადის შუახევიჰესის სამიდან ერთ-ერთი, 17,8 კმ-იანი გვირაბი. სოფელში სულ 10 ოჯახი (კომლი) ცხოვრობს. ჰესის ხელახალი ამუშავების შემდეგ მოსახლეობამ გუბეები და მიწის წყლით გაჟღენთა შენიშნა. ეს პრობლემა იყო 2017 წლის ზაფხულშიც, როცა ჰესმა ოპერირება დაიწყო. ადგილობრივი მცხოვრები, მადონა თავდგირიძე On.ge-ს უყვება, რომ 2017 წლიდან დღემდე ტერიტორია მთლიანად გამოშრა და მიწის დასველება ამ დრომდე აღარ შეუმჩნევიათ.
"აკეთებდნენ [ჰესს] და ალბათ, კარგად ვერ გააკეთეს. უფრო ლოკალიზდა წყალი, როგორც ჩანს. ერთ ადგილზე უფრო მეტი მოდის. ტერიტორიულად, სადაც ადრე წყალი მოდიოდა და დაშრა, იქ გამოვიდა ახლა ორმაგი და სამმაგი რაოდენობა. პატარა ორმოა და იქედან გადმოედინება. ცენტრალურ გზებთანაც სისველეები გაჩნდა. საიდან გამოვიდოდა დამშრალი წყალი? უფრო ღრმად, ფენებში თუ წყალია, დროთა განმავლობაში შეიძლება წაგვიყვანოს და ჩაგვიყვანოს ცენტრალურ გზამდე წყალმა და სისველემ. პირველად რომ გაუშვეს წყალი ჰესში, სახლში, კაფელში ჩამომივიდა წყალი. ახლა მასე არ გამოდის, ვფიქრომ უფრო ღრმად ჟონავს", — ამბობს ის.
მადონა თავდგირიძე აღნიშნავს, რომ კომპანიიდან მივიდნენ, სურათები გადაიღეს, მაგრამ პასუხი მიზეზებზე თუ შედეგებზე ვერ მიიღეს:
"ნახეს, რომ წყალი აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა".
მწვანე ალტერნატივა წერს, რომ წყალმა გამოჟონა სოფელ მახალაკიძეებშიც, დასახლებული პუნქტიდან, რაბათისუბნიდან 100-150 მეტრის დაშორებით. მათივე ცნობით, ამ სოფლის მაცხოვრებლების სახლებს ჰესის მშენებლობის შემდეგ ბზარები გაუჩნდა, გვირაბის გაყვანის სამუშაოების შემდეგ კი კლდის ფერდობიდან ქვათაცვენა არ წყდება. 2018 წლიდან სოფელი მახალაკიძეები მედიაციის პროგრამაში ჩაერთო. პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო ბანკები ცდილობენ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავა გადაწყვიტონ.
მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი გვიყვება, რომ სოფელი მეწყარსაშიშ ზონაშია და ბურღვა-ფეთქებით გვირაბის გაყვანა სახიფათოა:
"მოსახლეობამ საჩივარი შეიტანა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში და ითხოვენ კომპენსაციას. აქ ხდებოდა დიდი ზომის ქვათაცვენა, მათ ეზოში უვარდებოდათ ეს ქვები, როდესაც სოფლის ფერდზე კომპანიას გვირაბი ბურღვა-ფეთქებით გაყავდა. მათ დაებზარათ სახლები".
რას ამბობენ კომპანიაში
შუახევი ჰესმა ოპერირება 2020 წლის დასაწყისიდანვე განაახლა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ 10 მარტს გავრცელდა.
On.ge დაინტერესდა, ჩაატარა თუ არა კომპანიამ გეოლოგიური კვლევა 2017 წლის შემდეგ, ჰესის მუშაობის განახლემმდე და გამოიკვეთა თუ არა, რომ სოფლებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. კომპანიაში აჭარისწყალი ჯორჯია გვპასუხობენ, რომ "მსგავს სიტუაციაში გარემოსდაცვითი შეფასების გადახედვას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს". ისინი ამბობენ, რომ საჯაროა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, რომელიც 2013 წელს, მშენებლობის დაწყებისთვის მომზადდა. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ჩაატარეს გეოლოგიური კვლევა და გვირაბის ქანები ლაბორატორიულად შეისწავლეს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სოფელ გორხანაულის ტერიტორიაზე წყლის მიმართულების შესაცვლელად სადრენაჟო სისტემა დაამონტაჟეს და შედეგად ნაკადი აღარ გროვდება.
"მიმდინარე დღეების მანძილზე გადაღებული კადრებიც მოწმობს, რომ გვირაბების შევსების შემდგომ წყლის დონე არ მომატებულა და ირგვლივ არსებული ტერიტორია მთლიანდ მშრალია", — წერია აჭარისწყალი ჯორჯიას მიერ On.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სოფელი მახალაკიძეების საკითხს, კომპანია განმარტავს, რომ ჭირუხი-სხალთის დამაკავშირებელი გვირაბი 2019 წლის დეკემბერში შეივსო და მდინარეში წყლის დონემ ამინდის გამო იმატა.
"ეს პერიოდი უხვი ნალექით გამოირჩეოდა, თოვლი ახლა იწყებს დნობას, მდინარის კალაპოტში არსებული წყლის დონის მატება სწორედ შესაბამისი ბუნებრივი კლიმატური მოვლენების შედეგია", — ამბობენ კომპანიაში.
აჭარისწყალი ჯორჯია ამტკიცებს, რომ მათი მონიტორინგით, გვირაბიდან წყლის გაჟონვა არ დაფიქსირებულა, ხოლო გვირაბის ხაზი სოფელ მახალაკიძეებიდან თითქმის ნახევარი კილომეტრით არის დაშორებული.
ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სოფლის მაცხოვრებლები სახლებს თამამად ვერ ტოვებენ და ვერ იკრიბებიან, ამიტომ ვერ ხედავენ, რა ხდება სოფელში, კიდევ სად გამოედინება წყალი. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო და ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია გააკეთოს მოკვლევა:
"მოსახლეობა ერთს იძახის, კომპანია მეორეს, შეზღუდულია გადაადგილება და ვინ არის პასუხისმგებელი? რაღაც რომ მოხდეს, ყველა დაიბანს ხელს. აქ საუბარია ადამიანების, მაცხოვრებლების მიმართ საფრთხის შექმნაზე. [...] ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებისთვის, რომელთაც შიში უჩნდებათ, დასაბუთებულად მოხდეს ამ ფაქტის გამოკვლევა და დასკვნის გაკეთება: ან საშიშია და აუცილებელია რეაბილიტაცია, ან უხიფათოა, მაგრამ მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს ვინმემ".
მდინარე აჭარისწყალზე შუახევი ჰესის მშენებლობის საინვეტიციო ღირებულება დაახლოებით 510 მილიონი ამერიკული დოლარია. 2017 წლის შემდეგ მისი რეაბილიტაცია და თანმდევი ხარჯი დაახლოებით 100 მილიონ დოლარამდე იყო.
შუახევი ჰესის პროექტს მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, აფინანსებენ, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
"ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა და სწორედ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები" — ლევან გოგიჩაიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა და სწორედ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები" — ლევან გოგიჩაიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
-
"პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მესტიაში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს მესტიაში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე
გადახედვა
-
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა
გადახედვა
-
მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან
გადახედვა
-
6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა 6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა




კომენტარები