როგორ ავირიდოთ სახლიდან გასვლა და ვისარგებლოთ დისტანციური გადახდებით
ფოტო: TBC Pay
თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე, განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით, ვცდილობთ ჩვენი ყოველდღიურობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად ზედმეტი დრო და ენერგია აღარ დავხარჯოთ.
ამის მისაღწევად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა დისტანციური გადახდებია: სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის განსახორციელებლად კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლა და რიგში დგომა, ან უახლოესი გადასახდელი აპარატის მოძებნა საჭირო აღარაა — უმეტეს შემთხვევაში, სასურველი მომსახურების მიღება დისტანციურადაც შეგვიძლია.
ახლა კი, მსოფლიოსთან ერთად, საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სახლიდან გასვლის მაქსიმალურად შეზღუდვა არა მარტო დროის დაზოგვის და საკუთარი კომფორტის შენარჩუნების, არამედ პირადი და გარშემომყოფების უსაფრთხოების დაცვის გარანტიცაა.
ამ პირობებში, დისტანციური გადახდები მაქსიმალურად გვიწყობს ხელს არ დავარღვიოთ თვითიზოლაციის რეკომენდაციები, მოვერიდოთ ხალხმრავლობას, თავი შევიკავოთ ნაღდი ფულის გამოყენებისგან და გადახდები ონლაინ განვახორციელოთ.
ფოტო: TBC Pay
დისტანციური გადახდების სიმარტივესა და უპირატესობაში სულ მარტივად დარწმუნდებით, თუ TBC Pay-ის მომსახურებით ისარგებლებთ: ერთ სივრცეში თავმოყრილი 1000-ზე მეტი სერვისის საშუალებით შეგიძლიათ ნებისმიერ დღესა და დროის მონაკვეთში სასურველი ტრანზაქცია განახორციელოთ.
ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, კომუნალური საფასურის დაფარვა, ინტერნეტის გადასახადის გადახდა, მართვის მოწმობის, გამოცდის ჯავშნის ან საცხობის შეკვეთის ღირებულების გადახდა, itune-ის ბალანსი თუ პატრულის ჯარიმა, მოკლედ, ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეთ.
სასურველი სერვისებით სარგებლობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი რომ იყოს, TBC Pay მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ვებგვერდის მომსახურებას, ისე აპლიკაციას, რომელსაც მობილურში ჩამოწერთ და კიდევ უფრო მარტივად განახორციელებთ გადახდებს.
TBC Pay-ის მომსახურებით სარგებლობისას ნებისმიერი ბანკის ბარათით შეგიძლიათ ანგარიშსწორება — ყველა ბანკის მომხმარებელი თანაბარი პირობებით სარგებლობს.
და იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ არ ხართ ბანკის მომხმარებელი და არ ფლობთ საბანკო ბარათს, დისტანციური მომსახურებით სარგებლობას მაინც შეძლებთ: TBC Pay-ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან საკომისიოს გარეშე შეავსოთ თანხა ნაღდი ფულით, რომელიც განყოფილება ჩემს საფულეში ბალანსზე აგესახებათ და რომლითაც ისარგებლებთ სასურველი ონლაინ გადარიცხვისას.
ფოტო: TBC Pay
იმისათვის, რომ დისტანციური გადახდები მომაბეზრებელ რუტინად არ გადაიქცეს და მუდმივად დაუსრულებელი ციფრების და კოდების შეყვანა არ დაგჭირდეთ, TBC Pay-ის სისტემა თქვენ მიერ უკვე გამოყენებულ საიდენტიფიკაციო ნომრებს იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე მათი ხელახლა აკრეფა აღარ გჭირდებათ, შედეგად ნებისმიერ ოპერაციას წამებში ახორციელებთ.
სერვისის გადახდის შესახებ SMS შეტყობინების მიღების ფუნქცია, ერთ-ერთია აპლიკაციის იმ სიკეთეებს შორის, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს. SMS შეტყობინების მიღების გააქტიურების შემთხვევაში, კონკრეტული სერვისის დაფარვის დროის მოახლოებას აპლიკაცია შეგახსენებთ და ამგვარად, გადახდასაც აღარ გადააცილებთ.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტომატური გადახდის ფუნქციით, რომელიც შესაბამისი ინფორმაციის მითითების შედეგად, სხადასხვა გადახდების, მაგალითად კომუნალური დავალიანებების, ავტომატურად დაფარვას გულისხმობს.
თუმცა, ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო უპირატესობა მაინც ის გვგონია, რომ თიბისი ფეის აპლიკაცია გადახდების ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც მობილური ინტერნეტის ამოწურვის შემთხვევაშიც მუშაობს. გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე ეს სერვისი მხოლოდ მაგთის აბონენტებისთვისა არის ხელმისაწვდომი.
TBC Pay თქვენს ცხოვრებაში ის დამხმარე გახდება, რომელიც რუტინულ პასუხისმგებლობებს მაქსიმალურად შეგიმსუბუქებთ და ამავდროულად, ხშირად სასიამოვნო სიურპრიზებითაც გაგაოცებთ. იმიტომ, რომ უფრო მარტივია!
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები