როგორ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას საგანგებო მდგომარეობა — რა შეგვიძლია და რა – არა
ფოტო: ctvnews.ca
კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ერთი თვით შეიცვლება.
ძირითადი ცვლილება ერთდროულად ბევრი ადამიანის შეკრებას ეხება, თუმცა არის სხვა დეტალებიც.
On.ge-მ გთავაზოთ პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რომლებიც ყველას გვაინტერესებს.
შევძლებთ თუ არა აუცილებელი ნივთების ყიდვას?
დიახ, შევძლებთ. იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც ჯერ არ დახურულა, მისვლა შეგვიძლია. ეს ეხება სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ბენზინგასამართ სადგურებს, სავალუტო ჯიხურებს, ბანკებს.
აუცილებელია დისტანციის დაცვა, ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ მაღაზიებთან გარეთ დგომისთვის.
საგანგებო მდგომარეობა მთავრობას უფლებას აძლევს კერძო სტრუქტურებს კონკრეტული საქმიანობა შეუზღუდოს ან დაავალოს სხვა რამ, თუმცა ჩამოთვლილი ობიექტები ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებენ.
შევძლებთ შიდა ტრანსპორტით მგზავრობას?
დიახ, ქვეყნის შიგნით მგზავრობას შევძლებთ. საგანგებო მდგომარეობის ამ პირობებით, ახალი სატრანსპორტო შეზღუდვები ჯერ არ წესდება. ამ დროისთვის აკრძალულია მიკროავტობუსებით გადაადგილება თბილისში, დასაშვებია მგზავრობა მეტროთი, ავტობუსით, ტაქსით ან კერძო ავტომობილით. რეგიონებში და საქალაქთაშორისო მარშრუტები მაქსიმალურად შეიზღუდა.
თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ თუ არსებული შეზღუდვების ფონზე ქალაქებში და საქალაქთაშორისო მოძრაობა არ შემცირდება, შემდეგ უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამენ.
შევძლებთ ღამის საათებში გადაადგილებას?
დიახ, შევძლებთ. ამ ეტაპზე კომენდანტის საათი არ იქნება. თუმცა მოქალაქეებს აქვთ რეკომენდაცია, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ როგორც დღის, ისე ღამის საათებში.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ საჭიროება იქნება, ზომებს გაამკაცრებენ.
შევძლებთ რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას?
განახლება: როგორც აღმოჩნდა, შეზღუდვა შეიძლება არ შეეხოს ეკლესიას. ამ დროისთვის ზუსტი პასუხები ვერ მოვისმინეთ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ მრევლს წირვაზე დასწრება მაინც შეეძლება, თუმცა ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდებენ.
ლოცვას ვერავინ შეზღუდავს, ეს თქვენი უფლებაა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება. შესაბამისად, ვერ შეძლებთ იმ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას, სადაც ბევრი ხალხია.
შევძლებთ სასეირნოდ წასვლას მარტო ან ბავშვ(ებ)თან ერთად?
სახლიდან გარეთ გასვლა არ გვეკრძალება. მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ საჯარო სივრცეში ერთდროულად ათ ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება და კორონავირუსთან ბრძოლის დროს მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციაა, უნდა ვეცადოთ ეს ნაწილი შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ.
შევძლებთ ფოტოს ან ვიდეოს გადაღებას?
ამ მიმართულებით შეზღუდვა არ არის და საჯარო სივრცეებში ფოტო-ვიდეო გადაღება ისევ შეგვიძლია.
შევძლებთ საკმარისი ინფორმაციის მიღებას?
დიახ, ინფორმაციის მიღებას შევძლებთ ყველა იმ საშუალებით, რომლითაც აქამდე ვიღებდით. შეზღუდვები არ ეხება არც ინტერნეტს და სოციალურ მედიას. On.ge ტრადიციულად მოგაწვდით ახალ, სანდო და სიღრმისეულ ინფორმაციას.
შევძლებთ აქციების გამართვას?
ვერა, აქციებს ვერ გავმართავთ, მასობრივი შეკრებები ერთი თვის განმავლობაში იკრძალება. ერთდროულად ათ ადამიანზე მეტის შეკრება საგანგებო მდგომარეობის ამ პირობებით, არ შეიძლება.
დეკრეტში წერია, რომ უნდა შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
შევძლებთ სტუმრად (მშობლებთან, შვილებთან, მეგობრებთან) წასვლას?
დიახ, შევძლებთ, თუ ეს იქნება აუცილებელი. მართალია, ერთდროულად ერთ სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება, მაგრამ კერძო სახლს ეს ნაკლებად შეეხება, თუ არ იქნება ქორწილი, ქელეხი და ა.შ.
შევძლებთ ექიმთან წასვლას?
დიახ, შევძლებთ. თუმცა, სასურველია, ექიმთან კონსულტაცია გავიაროთ დისტანციურად - ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით. იგივე ეხება სასწრაფო დახმარების გამოძახებასაც - ექიმების გამოძახება შეგვიძლია, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ამ რესურსს მოვუფრთხილდეთ და მხოლოდ მაშინ გამოვიყენოთ, როცა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში კი, თავდაპირველად ოჯახის ექიმს მივმართოთ.
შევძლებთ კაფეებსა და რესტორნებში წასვლას?
ვერ შევძლებთ. კაფეებსა და რესტორნებს დროებით დაკეტვის რეკომენდაცია აქვთ, თუმცა მათი ნაწილის მომსახურება შეგვიძლია გამოვიყენოთ დისტანციურად, გამოძახების ან DRIVE სერვისით.
შევძლებთ კინოში, თეატრში, კლუბში წასვლას?
ვერ შევძლებთ. კულტურისა და გართობის სფეროს წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შეაჩერა მუშაობა.
შევძლებთ საბანკო ან სადაზღვევო მომსახურების მიღებას?
დიახ, შევძლებთ. თუმცა რეკომენდებულია მსგავსი სერვისების დისტანციურად მიღება, იქნება ეს ცხელი ხაზის თუ ელექტრონული ფოსტის გამოყენება. მაგალითად, სადაზღვევო კომპანიების ნაწილში ანაზღაურების მიღება ქვითრის გადაგზავნითაც შეგვიძლია.
შეგვიძლია აუზებზე, სავარჯიშო დარბაზებში ან სილამაზის სალონებში წასვლა?
არა. ყველა ამ სერვისის მომწოდებელ კომპანიას დროებით დახურვის რეკომენდაცია მიეცა. თუმცა, გარკვეული სერვისების მიღება ალბათ დისტანციურადაც შეგვეძლება, იმის მიხედვით, შემოგვთავაზებს თუ არა ამ სერვისს კონკრეტული კომპანია.
შევძლებთ ქალაქგარეთ გასვლას?
ეს აკრძალული არ არის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთდროულად ათ ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, ასევე, სასურველია, მგზავრობას მაქსიმალურად მოვერიდოთ.
შევძლებთ თუ არა მივმართოთ პოლიციას, სასამართლოს?
შევძლებთ. განსხვავება იმაში იქნება, რომ სასამართლო სხდომები, შესაძლებელია, დისტანციურად გაიმართოს. ამ შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.
შევძლებ ციხეში პატიმრის მონახულებას?
ვერ შევძლებთ. დეკრეტის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნის უფლების მოქმედება საგანგებო მდგომარეობის დროს შეჩერდება.
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული — 15 000 ლარით. იგივე ქმედების განმეორება ისჯება სამ წლამდე ვადით პატიმრობით, იურიდიული პირისთვის კი სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძალაში რჩება აქამდე არსებული ყველა რეკომენდაცია და შეზღუდვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
-
ქვიზი: რამდენად კარგად ერკვევი როკმუსიკაში? ქვიზი: რამდენად კარგად ერკვევი როკმუსიკაში?
-
ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და სხვა ვარსკვლავები ICE-ის წინააღმდეგ ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და სხვა ვარსკვლავები ICE-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის შესახებ შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ხელმისაწვდომია სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის შესახებ შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ხელმისაწვდომია სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის
-
დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან პარლამენტში, ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება შალვა პაპუაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან პარლამენტში, ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება
გადახედვა
-
საქართველოში, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება
გადახედვა
-
"ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს" — კრისტენ სტიუარტი რეჟისორობაზე "ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს" — კრისტენ სტიუარტი რეჟისორობაზე
გადახედვა
-
ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ
გადახედვა
-
"ჩავხედე ამინდის პროგნოზს ვაშინგტონში და მზიანი, უნალექო ამინდია" — შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენის უამინდობის გამო გადადებაზე "ჩავხედე ამინდის პროგნოზს ვაშინგტონში და მზიანი, უნალექო ამინდია" — შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენის უამინდობის გამო გადადებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს.
გადახედვა
-
"ფარმაცევტულ სექტორში არ არსებობს აუცილებლობა, რომ სუსი ან ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს" — რა მოლოდინები აქვს სექტორს? "ფარმაცევტულ სექტორში არ არსებობს აუცილებლობა, რომ სუსი ან ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს" — რა მოლოდინები აქვს სექტორს?
გადახედვა
-
KPop Demon Hunters სათამაშოების ხაზი გამოსაშვებად მზადაა KPop Demon Hunters სათამაშოების ხაზი გამოსაშვებად მზადაა
გადახედვა
-
დედამიწის რომელი წერტილია ვარსკვლავებთან ყველაზე ახლოს? — თუ ევერესტი გგონიათ, ცდებით დედამიწის რომელი წერტილია ვარსკვლავებთან ყველაზე ახლოს? — თუ ევერესტი გგონიათ, ცდებით
გადახედვა
-
სეს: დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ყველის 2 არალეგალურ საწარმოს სეს: დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ყველის 2 არალეგალურ საწარმოს
გადახედვა
-
ილია ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს ილია ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს
გადახედვა
-
აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა
გადახედვა
-
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიეს
გადახედვა
-
ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა უამინდობის გამო გადაიდო ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა უამინდობის გამო გადაიდო
გადახედვა
-
მამების სკოლა — თეგეტელი მამების ახალი გამოცდილება მამების სკოლა — თეგეტელი მამების ახალი გამოცდილება

კომენტარები