შეიძლება საგანგებო მდგომარეობა ისე გამოცხადდეს, რომ საარჩევნო ცვლილება მოვასწროთ — კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლებელია ქვეყანაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა ისეთი ვადით გამოცხადდეს, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოასწროს. ამ თემაზე ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა.
"კონსტიტუციის და რეგლამენტის სრული დაცვით შესაძლებელია განსაზღვრულ ვადაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, აქედან გამომდინარე შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან სესია არ შეაფერხოს", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ, ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სასწორზე პრევენცია და საკონსტიტუციო ცვლილებები დევს, ბუნებრივია აქცენტი პრევენციაზე უნდა გაკეთდეს.
8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.
გაიგეთ მეტი:
მთავრობა საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ჯერ არ გეგმავს.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 216.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი. პარლამენტი განიხილავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი გახდეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები