კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
ფოტო: Sarah Grillo / Axios
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
16 მარტის სიახლეები წაიკითხეთ აქ
15 მარტის მდგომარეობით:
- 167 759 დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში
- 6 456 გარდაცვლილი
- 76 589 გამოჯანმრთელებული
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა — 33
- კარანტინის რეჟიმში — 427
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 73
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
დონალდ ტრამპის პირველი ტესტის შედეგები კორონავირუსზე უარყოფითია
ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიატარა, რომლის შედეგიც უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ექიმმა გაავრცელა.
ტრამპმა კორონავირუსის ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტსა და მისი დელეგაციის წევრებს, რომელსაც ის შეხვდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ტესტის შედეგი უარყოფითია.
დღის ფოტო: "ხალხის საცობი" აშშ-ის აეროპორტში
ფოტო: Austin Boschen / AP
ამერიკის შეერთებული შტატების აეროპორტებში "ხალხის საცობები" შეიქმნა იმის გამო, რომ ფრენების გაუქმების შემდეგ მოსახლეობა ქვეყანაში ერთდროულად დაბრუნდა, თითოეული მათგანის თერმოსკრინინგმა კი დიდი დრო წაიღო.
დღის დამაიმედებელი ამბავი
ფოტო: Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, საიმედო სტატისტიკა ფიქსირდება გამოჯანმრთელების მხრივაც. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან 76 598 ადამიანი განიკურნა.
ჩინეთში ინფიცირებების ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 66 000-ს გადაცდა. გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელია ირანშიც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ინფიცირების მეორე ყველაზე მასშტაბურ კერად ითვლებოდა. ირანში ვირუსისგან 4 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.
რა ხდება მსოფლიოში:
- ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა;
- უნგრეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა;
- ყაზახეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვები დააწესა;
- ავსტრალიამ ქვეყანაში შემსვლელი ყველა პირი დაავალდებულა, 14-დღიან თვითიზოლაციაში იყოს;
- კენიამ საზღვარი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ჩაკეტა. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ კენიის მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ, თუ 14-დღიან კარანტინს გაივლიან;
- ავსტრიამ 5 და მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა;
- ირანმა ერაყთან და ქუვეითთან სახმელეთო გზით ტვირთის გადაზიდვის შეზღუდვა გაურკვეველი დროით გაახანგრძლივა;
- მაროკომ როგორც ქვეყნიდან გარეთ, ისე ქვეყანაში ყველა საერთაშორისო ფრენა შეაჩერა;
პრევენციისთვის მაიამიში South Beach-ის ყველაზე პოპულარული სანაპიროები დაიხურა; - ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა კორონავირუსის გამო გადაიდო;
- კორონავირუსის პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ბრაზილიაში ანტისამთავრობო მიტინგები გრძელდება;
რა ხდება საქართველოში:
სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა და 15 მარტს, პირველი გამოჯანმრთელების ნაცვლად, საქართველოში ისევ დაავადებულთა რიცხვის მატება გვაქვს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. მათ შორის, ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში.
პირველ ინფიცირებულ პაციენტს კი, განმეორებით ტესტზე "ძალიან, ძალიან სუსტი", თუმცა დადებითი პასუხი დაუფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ მისი პირველი ტესტის პასუხი ვირუსზე უარყოფითი იყო და არსებობდა მოლოდინი, რომ მეორეც ასეთივე იქნებოდა. NCDC-მ ის გამოჯანმრთელებულად არ ჩათვალა და განმეორებითი ტესტი ჩაუტარა, რომლის შედეგებსაც ხვალ გავიგებთ.
იყო კარგი სიახლეც, მესამე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი აღმოაჩნდა. დასაზუსტებლად მას მეორე ტესტი უტარდება და შესაძლოა, ხვალ ქვეყანაში პირველი გამოჯანმრთელებული გვყავდეს.
კიდევ ერთი სამწუხარო სიახლე თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს ეხება. დღეს შსს-მ 20 მათგანი გადაიყვანა იძულებით კარანტინში. ჯამში, უკვე 46 ადამიანი გვყავს, რომელმაც რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და თვითიზოლაცია დაარღვია.
გარდა ამისა, დღეს პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ახალი შეზღუდვების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ:
- საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება შეიზღუდა
- შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრები დისტანციურ მუშაობაზე გადადის
- Wizz Air ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
დღის მთავარ თემად ისევ საპატრიარქო დარჩა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში პირველად, ზიარება მცირედი ცვლილებით ჩატარდა. ცვლილებები არ შეხებია ზიარებისთვის საერთო კოვზს. ეკლესიამ მრევლს მხოლოდ იმის უფლება მისცა, რომ ზიარების შემდგომი სასმელი ე.წ. სიტკბოება ერთჯერადი ან პირადი ჭიქებით დაელიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სასულიერო პირებმა თავი არ დაიშურეს და ზიარების ერთჯერადი კოვზებით ჩატარებაზე კრიტიკა ამბიონიდან დღესაც ისმოდა.
- ეკლესია არასდროს შეცვლის დადგენილ წესს, თვითონ ვირუსის მატარებელმა ადამიანებმა შეიკავონ თავი — მეუფე გერასიმე ზიარებაზე
- ღვთის მცნების საწინააღმდეგო რჩევები არც უნდა მოვისმინოთ, არათუ ვიმსჯელოთ — მიტროპოლიტი იოანე ზიარების წესზე
- ვითომ ჰიგიენის წესები უხეშად იჭრება ეკლესიის საიდუმლოებათა სივრცეში — სასულიერო პირი
ერთი ამბავი, რომელმაც დღეს გაგვაღიმა
იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფმა ადამიანებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს: ფანჯრები კარგი გასართობია. თუკი აქამდე ფანჯრებს მხოლოდ მზის შუქის შემოსაშვებად და გასანიავებლად იყენებდნენ, ახლა ათასობით ადამიანი ფანჯრების დახმარებით ინარჩუნებს გარესამყაროსთან კავშირს.
სწორედ ფანჯრების დახმარებით მოახერხეს კარანტინში მყოფმა ესპანეთის მოქალაქეებმა ყველას გაეგო, თუ როგორ სცემენ პატივს კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს.
დღის რჩევა: როგორ დავიბანოთ ხელები სწორად
დღეს რამდენიმე სხვადასხვა მეთოდს გაგიზიარებთ, რომლებიც ხელების სწორად დაბანაში შეგიწყობთ ხელს. თუ გავითვალისწინებთ ძველ ქართულ ანდაზას — "გამეორება ცოდნის დედაა" — ეს ინფორმაცია ზედმეტი არასდროს იქნება.
მიჰყევით WHO-ს ილუსტრირებულ ინსტრუქციას და იღიღინეთ Happy Birthday
ფოტო: WHO / On.ge
თუ ილუსტრაციები არ მოგწონთ და კითხვა გეზარებათ, უყურეთ ცნობილი ბრაზილელი ფეხბურთელის ალისონ ბეკერის ვიდეოს და დაიმახსოვრეთ
თუ ფეხბურთზე მეტად მუსიკა გიტაცებთ, მაშინ გლორია გეინორის ვიდეოზე ივარჯიშეთ და I Will Survive იმღერეთ
თუ არც ფეხბურთია თქვენი ძლიერი მხარე და არც მუსიკა, თან გინდათ ხელების დაბანა სახალისოდ იქცეს, მაშინ ელენ დეჯენერესის რჩევები გაითვალისწინეთ
და ბოლოს, თუ იმდენად ზარმაცი ხართ, რომ ყველა ამ ვიდეოს ნახვა ისევე დაგეზარათ, როგორც ხელების კარგად დაბანა, მაშინ მიბაძეთ ამ ადამიანებს და გაიკარით ხელსაბანთან NCDC-ის დირექტორის ფოტო.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს


კომენტარები