m2 ჯგუფმა სვეტის შეჩერებული მშენებლობები დასრულების მიზნით გადაიბარა
ფოტო: m2
11 მარტს მირცხულავას ქუჩაზე m2 ჯგუფის მიერ გადმობარებულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, პირველი სამუშაო დღე ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ გაიხსნა, ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერიის, m2 ჯგუფის, საინიციატივო ჯგუფისა და სვეტის დაზარალებული მობინადრეები ესწრებოდნენ.
სამშენებლო სამუშაოები, სვეტის დანარჩენ ობიექტებზე, ეტაპობრივად განახლდება. ამგვარად, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, უამრავი ადამიანის რეალობა რადიკალურად შეიცვალა და ისინი ახლა უკვე m2 ჯგუფის მომავალი მობინადრეები არიან. სწორედ ასეთია m2 ჯგუფსა და თბილისის მერიას შორის არსებული შეთანხმების საბოლოო მიზანი. შედეგად 2500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ დროში მიიღებს.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ ხნის განმავლობაში იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ეს საუკეთესო პრეცედენტია. ქალაქში ყველა შეჩერებული მშენებლობისა და კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების მიმართ ჩვენი მიდგომა ანალოგიური იქნება — მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი სახლები დაიბრუნონ. ამ შემთხვევაში, 2 500 ოჯახზეა საუბარი. ბევრი უცხოეთშია წასული და შრომობს. ეს ადამიანები წვალობენ, რომ თავიანთი შვილები, ოჯახები არჩინონ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ჩვენი ჩართულობითა და სახელმწიფოს გვერდზე დგომით, დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში ყველაფერი სრულად მოწესრიგდება და დაზარალებულ მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლები ექნებათ", — განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მშენებლობების დასრულების მიზნით m2 ჯგუფი სვეტის თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2 ჯგუფის მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2 ჯგუფის სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.
"დაუსრულებელი მშენებლობები და ათასობით დაზარალებული ოჯახი უდიდესი სოციალური პრობლემაა როგორც ქალაქისა და ქვეყნისთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის. ამრიგად, პირველ რიგში, ჩვენთვის ეს სოციალური პროექტია. როგორც ინვესტორი კომპანია, პასუხისმგებლობას ვიღებთ როგორც ფინანსურ, ისე ადმინისტრაციულ პროცესზე.
m2 ჯგუფს სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენს სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება, ამჯერად კი მოხარულები ვართ, რომ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შეგვეძლო გვერდში დავდგომოდით ქალაქის მერიას და ჩვენი წვლილი შეგვეტანა 2500 დაზარალებული ოჯახის კეთილდღეობაში.
სვეტის მშენებლობების დასრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. შესაბამისად, სრულად ვაცნობიერებთ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. არ დავიშურებთ ძალისხმევას, შრომასა და გამოცდილებას, რათა ყველა პროექტი წარმატებით დასრულდეს და დაზარალებულებმა კუთვნილი ბინები დათქმულ ვადაში მიიღონ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქალაქის მერიას და საინიციატივო ჯგუფს ნდობის გამოცხადებისთვის, მე მჯერა ჩემი გუნდის პროფესიონალიზმის და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე პროექტი ყველასთვის წარმატებით დასრულდება", — განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები