პოლიტიკური პატიმარი, ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს — არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს, 8 მარტს, ოპოზიციასთან გაფორმებულ შეთანხმებაში, პოლიტიკური პატიმრების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ მართლმსაჯულება "პოლიტიკური კალენდრის ნაწილი" ვერ იქნება.
"არსებობს ჩანაწერი რომ მართლმასაჯულება არ უნდა მოხდეს რომელიმე მხარის მიერ და არ უნდა იყოს პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული. ჩვენ პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგელობას ამ მიმართულებით ბოლომდე შევასრულებთ კონკრეტული სახელებით და გვარებით ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. მოკლე დროში ამერიკის საელჩო გაავრცელებს განცხადებას და ტესტებს თუ რაზე მოხდა შეთანხმება", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.
ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.
პროტესი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, შეუსრულებელი დაპირება და ჩაშლილი მოლაპარაკებები
პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.
რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია ამ თანაფარდებას არ თანხმდებოდა და უფრო პროპორციულ სისტემას ითხოვდა.
მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. მომხდარი ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარისწორებად და ოპოზიციის წინააღდეგ ბრძოლად შეაფასა.
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს" და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.
მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანფარდობას სთავაზობდა. დღეს, 8 მარტს კი გაირკვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს
გადახედვა
-
ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს
გადახედვა
-
შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ჩარლის მალე ახალი ანგელოზები ეყოლება — ყველაფერი, რაც ახალ ფილმზე ვიცით ჩარლის მალე ახალი ანგელოზები ეყოლება — ყველაფერი, რაც ახალ ფილმზე ვიცით
გადახედვა
-
სატურნის თანამგზავრის გარშემო ელექტრომაგნიტური ტალღები დააფიქსირეს სატურნის თანამგზავრის გარშემო ელექტრომაგნიტური ტალღები დააფიქსირეს
გადახედვა
-
ბენ ანორის ადვოკატის განცახდებით, ელისო კილაძის დაკავება მათი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა ბენ ანორის ადვოკატის განცახდებით, ელისო კილაძის დაკავება მათი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა
გადახედვა
-
ქვიზი: თბილისის მეტროსადგურია თუ ევროპის? ქვიზი: თბილისის მეტროსადგურია თუ ევროპის?
-
გურიის მოამბე: ოზურგეთში 55 წლის კაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს გურიის მოამბე: ოზურგეთში 55 წლის კაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს
გადახედვა
-
რატომ გვამშვიდებს დალაგება მაშინ, როცა სტრესში ვართ რატომ გვამშვიდებს დალაგება მაშინ, როცა სტრესში ვართ
-
კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს
გადახედვა
-
სელფი მობაილი "ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0"-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი "ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0"-ის მხარდამჭერია
-
ირაკლი კობახიძე: ის, რომ საქართველომ განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ირაკლი კობახიძე: ის, რომ საქართველომ განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
“ტვ პირველის” ცნობით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს “ტვ პირველის” ცნობით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს
გადახედვა
-
პოლიციის შეთავაზებულმა შაურმამ კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა პოლიციის შეთავაზებულმა შაურმამ კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
გადახედვა
-
რატომაა იშვიათი "ტატუინი" ეგზოპლანეტები? — შეიძლება მიზეზი აინშტაინის ფარდობითობა იყოს რატომაა იშვიათი "ტატუინი" ეგზოპლანეტები? — შეიძლება მიზეზი აინშტაინის ფარდობითობა იყოს
გადახედვა
-
რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე? რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე?
-
ისტორიული ვერცხლი: მეტელკინამ და ბერულავამ საქართველო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიყვანეს! ისტორიული ვერცხლი: მეტელკინამ და ბერულავამ საქართველო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიყვანეს!
-
რატომ მიჰყავს ევოლუციას გველები კანიბალიზმამდე? — კვლევა რატომ მიჰყავს ევოლუციას გველები კანიბალიზმამდე? — კვლევა
გადახედვა
-
ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს
გადახედვა
-
თბილისი მუსიკალური სამყაროს ეპიცენტრში — საქართველო მსოფლიო მუსიკოსთა კრებას მასპინძლობს თბილისი მუსიკალური სამყაროს ეპიცენტრში — საქართველო მსოფლიო მუსიკოსთა კრებას მასპინძლობს
გადახედვა
-
1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება 1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება
გადახედვა
კომენტარები