Freedom House: სასამართლო სისტემის გაუმჯობესება საქართველოში და “სტაგნაცია” მედიის თავისუფლების კუთხით
ფოტო: On.ge
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა დღეს, 12 აპრილს, გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, სადაც ევროპისა და აზიის 28 ქვეყანასთან ერთად საქართველოში მიმდინარე პროცესებია შეფასებული დემოკრატიულობის ჭრილში. “სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში” - ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც ასახავს ქვეყნების მდგომარეობას 2015 წელს. საქართველო რეგიონის ქვეყნებში კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი რეგიონის კონტექსტში
ფრიდომ ჰაუსმა 2015 წელს საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი 4.61 ქულით შეაფასა, რაც 2014 წელთან შედარებით 0.03-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. საქართველო ამ ქულით შეფასებულია როგორც “გარდამავალი მმართველობა, ან ჰიბრიდული რეჟიმი”. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას მინიჭებული აქვს 6.86 ქულა და რუსეთის მსგავსად (6.5 ქულა), ისიც ავტორიტარულ რეჟიმად არის შეფასებული. სომხეთი 5.36 ქულით ნახევრად ავტორიტარული ქვეყნის სტატუსს იკავებს. საქართველოს მსგავსად ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსი დაიმსახურეს უკრაინამ და მოლდოვამ, ნახევრადდემოკრატიული - უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხოლო დემოკრატიული - ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია.
ზოგადი მიმოხილვა
ფრიდომ ჰაუსს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი შეფასებული აქვს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმებით. ესენია: მედიის თავისუფლება, არჩევნები, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული მმართველობა (მთავრობის საქმიანობა), კორუფცია, არჩევნები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ პროცესებს ეტყობოდა როგორც გაუმჯობესების, ისე სტაგნაციისა და რეგრესის ნიშნები 2015 წელს. ამ წელს უფრო თვალსაჩინო გახდა პოლიტიკური პლურალიზმი და შედარებით შემცირდა ახალი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება ყოფილი ხელისუფლების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა მიმართ, ამავე დროს, შენარჩუნებული იქნა სასამართლოს სტრუქტურული დამოუკიდებლობა და ფუნქციონირება.
“ზოგიერთი მიმართულებით, მაგალითად, მედიის თავისუფლების კუთხით, იყო სტაგნაციისა და რეგრესის ნიშნებიც კი. მაშინ, როცა ქართული მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი და პლურალისტურია, გამოძიების დაწყება მთავარი ოპოზიციური ტელეარხის, რუსთავი 2-ის მიმართ, მიუთითებს კოალიცია ქართული ოცნების ელემენტების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე” - აღნიშნავს ფრიდომ ჰაუსი.
ფრიდომ ჰაუსი ასევე წერს, რომ მიუხედავად ივანიშვილის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვებისა, ის ქართული ოცნების პარტიულ საქმეებში მაინც აქტიურად ერევა, რამაც მის მიმართ გამოიწვია ოპოზიციის ბრალდებები არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ანგარიშში ასევე საუბარია “სამართლიანობის აღდგენის” დაპირებასა და ამ კონტექსტში ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულებაზე ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან.
ანგარიშში ასევე მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რომლის საფუძველზე თბილისის ყოფილი მერი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ასევე, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება და ამ საქმესთან დაკავშირებით დაპირისპირება ივანიშვილსა და ალასანიას გუნდებს შორის.
მედიის დამოუკიდებლობის მიმართულებით რეგრესის მთავარ მიზეზად ფრიდომ ჰაუსი რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასახელებს. ასევე, ანგარიშში საუბარია, რომ წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელეარხებზე დაიხურა სატელევიზიო გადაცემები, რის მიზეზადაც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დასახელდა.
ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, 2015 წელს მცირედით გაუმჯობესდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა 2014 წელთან შედარებით. ამ პარამეტრში საქართველოს ქულა 5.00-დან გაუმჯობესდა და გახდა 4.75. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიულობის ინდექსი მცირედით გაუმჯობესდა 4.64-დან 4.61-მდე. სხვა პარამეტრები უცვლელი დარჩა.
საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე ახსენებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის კონფრონტაციული თანამშრომლობის რეჟიმს, მათ შორის, კამათს იმის შესახებ, თუ ვინ წავიდოდა ამა თუ იმ საერთაშორისო ღონისძიებაზე.
ფრიდომ ჰაუსის მიერ შედარებით დადებითად არის შეფასებული თვითმმართველობის რეფორმა და აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებამ 2014-2015 წლებში უკეთესობისკენ შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობა.
იზრდება პრო-რუსული ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან.
ფრიდომ ჰაუსი ამბობს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება მტკიცე და აქტიურია. ასევე, ქართული NGO-ები ყოველგვარი შევიწროებისა და დაშინების გარეშე მუშაობენ. საქართველოს კანონმდებლობა კი უზრუნველყოფს არასამთავრობოების მუშაობის დაცულობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იზრდება პრო-რუსული ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან.
როგორი იქნება 2016 - ორგანიზაციის პროგნოზი
2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იქნება წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა. ფრიდომ ჰაუსს მიაჩნია, რომ მმართველი კოალიციის მიმართ ნდობის კლება და ენმ-ს მიმართ არსებული განწყობების ფონზე, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მოსალოდნელია რომ პარლამენტში მოხვდნენ ის პარტიები, რომლებიც ახლა პარლამენტში არ არიან, მათ შორის კი, შეიძლება იყვნენ ანტი დასავლური, პრორუსული ძალები. თუმცა, მოსალოდნელი არ არის, რომ მათ უმრავლესობა მოიპოვონ პარლამენტში. გარდა ამისა, 2016 წელს ყურადღების ცენტრში იქნება რუსთავი 2-სა და გიგი უგულავას საქმეები, რადგან წინ არის მათი სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოებში.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები