შსს-მ გიგი უგულავა დასაპატიმრებლად დაიბარა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა დასაპატიმრებლად დაიბარა. ამის შესახებ On.ge-ს ინფორმაცია უწყების პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, გიორგი უგულავა დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში. მსჯავრდებულ გიორგი უგულავას ადვოკატის განმარტებით, გიორგი უგულავა 22:00 საათზე გამოცხადდება შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში", — აღნიშნავენ პრესსამსახურში.
უგულავამ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე თქვა, რომ ის თვითონ მივიდოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში.
უგულავას ახალი განაჩენი
თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.
როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.
საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ სცეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო. უგულავას მიუსაჯეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა. მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: "თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად".
-
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
-
რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით? რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო?
-
ელენე ხოშტარია: "მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ქუთაისელების მიმართ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო! ელენე ხოშტარია: "მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ქუთაისელების მიმართ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო!
გადახედვა
-
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: EU საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: EU საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს
გადახედვა
-
ფხენიანში რუსეთის "კურსკის ოლქის გათავისუფლებისას" დაღუპული კორეელი სამხედროების მემორიალი გაიხსნა ფხენიანში რუსეთის "კურსკის ოლქის გათავისუფლებისას" დაღუპული კორეელი სამხედროების მემორიალი გაიხსნა
გადახედვა
-
დააკავეს კაცი, რომელმაც The Legend of Aang: The Last Airbender პრემიერამდე გაავრცელა დააკავეს კაცი, რომელმაც The Legend of Aang: The Last Airbender პრემიერამდე გაავრცელა
გადახედვა
-
ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით
გადახედვა
-
სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს
-
ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?!
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
"ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია" — მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ "ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია" — მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
მარიამ მეყანწიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმეს მარიამ მეყანწიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
"ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება, გაგეგდოთ ბარემ" — ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძეზე "ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება, გაგეგდოთ ბარემ" — ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძეზე
გადახედვა
-
თიბისის საერთაშორისო აღიარება — ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თიბისის საერთაშორისო აღიარება — ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
-
"ხალხის ძალა" მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე კონსულტაციებს მართავს "ხალხის ძალა" მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე კონსულტაციებს მართავს
გადახედვა
-
ისლანდია "ძალიან ცუდ" ფოტოგრაფს ეძებს და მას $50 ათასს სთავაზობს — აი, რატომ ისლანდია "ძალიან ცუდ" ფოტოგრაფს ეძებს და მას $50 ათასს სთავაზობს — აი, რატომ
გადახედვა
-
ავლაბარში, ცერემონიების სასახლეში პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა დასრულდა ავლაბარში, ცერემონიების სასახლეში პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა დასრულდა
გადახედვა
კომენტარები