რუსეთის პირველი არხი მაყურებელს არწმუნებს, რომ კორონავირუსი ტრამპის შექმნილია და ეთნიკური ნიშნით ვრცელდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსული პირველი არხი
რუსული ტელევიზიის, პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეყრდნობა კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა შექმნილი და ის ეთნიკური ნიშნით ვრცელდება. თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ვირუსს სახელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაა კავშირში და გავრცელებაც მის ინტერესებში შედის.
წამყვანი განმარტავს, რომ თეორია სიტყვის ეტიმოლოგიას ეფუძნება. ამ აზრის მომხრეებმა სიტყვის პირველი ნაწილი წაიკითხეს, როგორც "კარონა", რაც რუსულად გვირგვინს ნიშნავს. მათი მტკიცებით, ეს კავშირშია დონალდ ტრამპთან, რომელიც პრეზიდენტობამდე სილამაზის კონკურსებს ატარებდა და გვირგვინებით აჯილდოვებდა გამარჯვებულებს.
თავდაპირველად, წამყვანი ამბავს სხვების თეორიად წარმოაჩენს, შემდეგ კი ამატებს: "სრული აბსურდია იტყვით თქვენ და მე დაგეთანხმებოდით, რომ არა კირილ ბრანინის სიუჟეტი".
ამ სიტყვების შემდეგ იწყება სიუჟეტი, რომელშიც თეორიის საწინააღდეგო არგუმენტები არ არის მოყვანილი და პირიქით, მყარდება აზრი, რომ ამერიკას აქვს ვირუსის გავრცელების ინტერესი.
სიუჟეტში ამბობენ, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა, არის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, სადაც კონსპიროლოგების მტკიცებით, ღამურებზე ჩაატარეს ცდა. მათი აზრით, კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი ღამურა ლაბორატორიიდან გაფრინდა და ადგილობრივ ბაზრობაზე მოხვდა, საიდანაც ხალხზე გავრცელდა. არგუმენტის გასამყარებლად გამოყენებულია The Washington Times-ის 26 იანვრის სტატია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა კორონავირუსი ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღად იყოს შექმნილი.
იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სიმართლეა სიუჟეტისთვის ჩაწერილი ყავთ პირი, რომელსაც ვირუსოლოგად წარადგენენ. ის ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა ამერიკას აწყობს.
ვირუსოლოგის კომენტარის შემდეგ სიუჟეტში უკონტექსტოდ ჩნდება რუსეთის მორიგი პროპაგანდისტული თეორია, ამჯერად თბილისის ლუგარის ლაბორატორიიდან მომავალი საფრთხეების შესახებ. მართალია, ლუგარს კორონავირუსთან არ აკავშირებენ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ამერიკის დაკვეთით იქ ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს, რამაც ათეულობით მათგანი იმსხვერპლა.
"ლუგარის ლაბორატორიის ისტორიით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროც კი დაინტერესდა, ამიტომ ყველაფერი სერიოზულადაა. ოფიციალური თბილისი ისევე, როგორც ვაშინგტონი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა ვინ აღიარებს მსგავს რამეს. აი, ჩინეთის შემთხვევაში კი მოტივი არსებობს", — აცხადებს სიუჟეტის ავტორი და ლუგარის ლაბორატორიის საკითხი ისევე მოულოდნელად წყდება, როგორც დაიწყო.
მეტი დამაჯერებლობისთვის, მაყურებელს კვლავ ვირუსოლოგის კომენტარს სთავაზობენ, რომელიც ფულის შოვნის ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას და ისევ ამერიკელებს ადანაშაულებს. ამჯერად სპეცსამსახურებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს.
სიუჟეტი კიდევ ერთი კონსპირაციის თეორის განხილვით გრძელდება, რომლის თანახმადაც კორონავირუსი მხოლოდ ერთი ეთნოსის ხალხს ემართებათ. ავტორი ამბობს, რომ ამ მოსაზრების გასამყარებლად სტატისტიკა არ არსებობს და რამდენიმე საწინააღმდეგო შემთხვევაც კი დაფიქსირდა, თუმცა ესაუბრება რესპონდენტს, რომელიც აცხადებს: "ტექნიკური და თეორიული მიდგომებით ეთნიკური იარაღის შექმნა შესაძლებელია".
მოგვიანებით, ისმის მოსაზრება, რომ ჩინეთი ვირუსის გამო დიდ ეკონომიკურ დანაკლისს განიცდის, რაც, ისევ და ისევ, მათი "მთავარი მოწინააღმდეგის", ამერიკის ინტერესებშია.
სიუჟეტის დასასრულს ავტორი იმეორებს კონსპირაციის თეორიის მომხრეების არგუმენტებს, რომ ტრამპი სილამაზის კონკურსებით არის ცნობილი და ტიტულებთან ერთად ის ადრე გვირგვინებსაც არიგებდა. ავტორის ამ ტექსტს ფონად გრაფიკულად დამუშავებულ კადრები სდევს, სადაც ჩანს მოდელი, რომელსაც თავზე ჯერ გვირგვინი ახურავს, შემდეგ კი კორონავირუსის ბაქტერია.
დასასრულს ავტორი ამბობს, რომ ეს ისტორია კონსპირაციის თეორიების მომხრეებისთვის იმაზე არანაკლებ დამაჯერებელია, ვიდრე კინოისტორია ზომბი აპოკალიფსზე.
"ნებისმიერი კონსპეროლოგი გეტყვით, რომ ფილმი ცხოვრების ანარეკლია, თუნდაც ძალიან გაზვიადებული. ღირს კი შედავება?!" — ამბობს ის.
2019 წლის დეკემბრის ბოლოს გავრცელებული ვირუსი, რომელსაც კორონავირუსს უწოდებენ, ცნობილია, როგორც 2019-nCoV. ეს პათოგენი კორონავირუსების ოჯახის ახალი წარმომადგენელია. კორონავირუსი კი პირველად 1960 წელს აღწერეს და სახელი მასში შემავალი პროტეინების მიერ შექმნილი "გვირგვინის" ფორმის გამო დაარქვეს. ვირუსის ოჯახში ოთხი ცნობილი გენომი შედის: ალფაკორონავირუსი, ბეტაკორონავირუსი, გამაკორონავირუსი და დელტაკორონავირუსი.
რაც შეეხება მეორე თეორიას ვირუსის ეთნიკური ნიშნით გავრცელების შესახებ, მათ, ვინც რუსეთის პირველი არხის მაყურებელია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი განუმარტავს, რომ ეს შეუძლებელია. On.ge-სთან საუბრისას ცენტრის წარმომადგენელი ანა კასრაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არასერიოზული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა



კომენტარები