სასამართლომ დვალი-აქიმიძის სარჩელი წარმოებაში კვლავ მიიღო, რ2-ის 60%-ს ყადაღა დაედო
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი კვლავ წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანიის წილების 60 პროცენტს ისევ ყადაღა დაედო. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს დავით დვალმა დაუდასტურა.
ეს იგივე სარჩელია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარისთვის ჩაუბარებლობის მოტივით არ მიიღო.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა. კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა.
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს 2019 წლის ოქტომბერში მიმართეს. ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელსაც 2004 წელს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
რუსთავი 2-ის საქმე
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
-
ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია ტეილორ სვიფტის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა
-
თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს
გადახედვა
-
შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
კომენტარები