ქართული კინოს 10 პერსონაჟი, რომელიც ცალკე ფილმს იმსახურებს
ქართული კინოს ისტორია უკვე ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის და ამ პერიოდში უამრავი კარგი ფილმია გადაღებული.
ცისფერი მთები, იმერული ესკიზები, შერეკილები და ა.შ. — ეს იმ ქართული ფილმების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს ცნობიერებასთან მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი. ამ ფილმების ფრაზები და სიტუაციები ყველასთვის ნაცნობი და მარტივად გასაგებია.
ამავე პერიოდში, რა თქმა უნდა, შეიქმნა ძალიან ბევრი საინტერესო მთავარი გმირიც, თუმცა, ამ შემთხვევაში გვინდა, თქვენი ყურადღება მეორეხარისხოვან, თუმცა არანაკლებ საინტერესო პერსონაჟებზე გავამახვილოთ.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩამოგითვლით იმ 10 კინოპერსონაჟს, რომელზეც გვინდა, რომ მეტი ვიცოდეთ:
1. მასწავლებელი - იმერული ესკიზები
ფოტო: კადრი ფილმიდან
შეიძლება ყველამ ვიცით, თუ რა "სარგებლობა" მოაქვს მამალს, თუმცა, იმერული ესკიზების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის, მასწავლებლის განვლილი ცხოვრების შესახებ ჩვენთვის ბევრი არაფერია ცნობილი.
ასაკოვანი ქალი თავისი საქმის დიდი მოყვარული, მაგრამ, ცოტათი ბრაზიანიც ჩანს. შეიძლება მისთვის მასწავლებლის "კარიერა" დიდი იმედებითა და ანთებული თვალებით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში ბავშვებმა მის ოპტიმიზმზე გაიმარჯვეს.
ამ პერსონაჟზე გადაღებულ ფილმში აუცილებლად გავიგებდით, თუ სად ცხოვრობს, ქმარი ჰყავს თუ არა და რატომ არ უთანაგრძნობს პატარა ბიჭს დახეული ფეხსაცმელებით, რომელმაც გაკვეთილი კარგად არ იცის.
2. ფუფალა - ნატვრის ხე
ფოტო: კადრი ფილმიდან
მიუხედავად იმისა, რომ ფუფალა ნატვრის ხის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გმირია, მის ისტორიას კარგად არ ვიცნობთ. სავარაუდოდ, მისი ამბავი მხოლოდ შიოლათი არ იწყება და მთავრდება.
იქნებ ფუფალამაც იცის, როგორ აღიქვამს მას ხალხი, მაგრამ ურჩევნია, რომ სწორედ ასეთი იყოს?! ვინ თქვა, რომ ფერად-ფერადი კაბები და მყვირალა მაკიაჟი მაინცდამაინც შეშლილობის ნიშანია? დამოუკიდებელი ფილმი სევდიანი და ტრაგიკული ცხოვრების მქონე ფუფალას ხასიათის ყველაზე მიუწვდომელ სიღრმეებამდე ჩაგვიყვანდა.
3. დეიდა ნატო - სხვისი შვილები
ფოტო: კადრი ფილმიდან
ფილმში სხვისი შვილები დეიდა ნატო მარტოხელა მამასა და მის შვილებს უეცრად ნამდვილ მფარველ ანგელოზად ევლინება.
ის გამბედავი, კეთილი და ძლიერი ქალის სამაგალითო სახეა, რომელიც სრულიად უცნობ ბავშვებს საკუთარი შვილებივით იყვარებს და მათზე ზრუნვას იწყებს. ალბათ, ამ გადაწყვეტილების მიზეზები მის ბავშვობასა და ოჯახში უნდა ვეძებოთ, რომელზეც სიამოვნებით ვნახავდით დამოუკიდებელ ფილმს.
4. პელე (ვირთხა) - უძინართა მზე
ფოტო: კადრი ფილმიდან
ვირთხა პელეს თემურ ბაბლუანის დრამატული ფილმის ფინალში ვხედავთ.
ფილმის დასასრულს კი მოულოდნელად ირკვევა, რომ ის ერთადერთი ვირთხაა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მეცნიერულმა ცდებმა გაამართლა.
გამომდინარე იქიდან, რომ ცხოველებზე გადაღებული ფილმები ბოლო დროს ძალიან მომრავლდა და ამას თანამედროვე ტექნოლოგიებიც ხელს უწყობს, საინტერესო იქნებოდა, გვენახა, თუ როგორ ცხოვრობს "ვირთხა, რომელიც გადარჩა".
5. ხანუმა - ქეთო და კოტე
ფოტო: კადრი ფილმიდან
ხანუმა ქეთო და კოტეს ძალიან სასაცილო პერსონაჟია და ფილმის მთავარ ინტრიგასაც სწორედ ის ხლართავს.
გამომდინარე იქიდან, რომ ხანუმას მთავარი კონკურენტი ქაბატოა, ამ ორი მაჭანკალი ქალის სახალისო კონკურენციის შესახებ კარგი კომედია გამოვიდოდა.
6. მარინა ფერაძე (მეორე) - ჭრიჭინა
ფოტო: კადრი ფილმიდან
ფილმში მეორე მარინე ფერაძე სულ რამდენჯერმე ჩანს და ამ პერსონაჟის ცხოვრება ძირითადად ჭრიჭინას ჩრდილქვეშ, ძალიან ზედაპირულად ვითარდება.
თუ ორი მარინა ფერაძე არსებობს, რატომ არ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ფილმი, რომელიც მეორე, შედარებით უცნობი მარინა ფერაძის შესახებ მოგვიყვებოდა?
მაგალითად, როგორია სოციალისტური შრომის გმირის ცხოვრება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა აცნობიერებს, რომ ყველაფერი, რასაც ემსახურებოდა, სისულელე იყო?
7. მარგალიტა - შერეკილები
ფოტო: კადრი ფილმიდან
როგორც გითხარით, შერეკილები ვერაფრით გაივლიდა ბექდელის ტესტს, რადგან ფილმში მხოლოდ ერთი ქალია, თუმცა ამ ერთ ქალზეც ბევრი არაფერი ვიცით.
მარგალიტა ერთაოზის მთავარი სიყვარული ხდება, მაგრამ, სცენარში არ ჩანს, რატომ უნდოდა ქალს ასე ძალიან ქმრისგან გაქცევა, ან რატომ მალავდა კაცებს ბუხარში?
8. სევერიან წივწივაძე - თოჯინები იცინიან
ეროსი მანჯგალაძემ ფილმში თოჯინები იცინიან დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა: სევერიან წივწივაძე, სათამაშოების ქარხნის დირექტორი, რომელიც თავის საქმეზე ყურებამდეა შეყვარებული.
სევერიანი რომ უბრალო და გულკეთილი კაცია იქიდანაც ჩანს, რომ მეგობარს (რეზიკოს მამას) უარს ვერ ეუბნება და რეზიკოს შესახებ ტყუილში ისიც ერთვება.
სევერიანის შესახებ დამოუკიდებელი ფილმი მის წარსულზე კონცენტრირდებოდა და მოგვიყვებოდა, როგორ დაიწყო მისი გატაცება სათამაშოებით. ცალკე ხაზად შეიძლება იქცეს მისი აღფრთოვანება "აკრძალული" დასავლური სათამაშოებით, რომლებიც რკინის ფარდის მიღმა ვერ აღწევენ.
9. ანიკო - კუკარაჩა
ფოტო: კადრი ფილმიდან
ანიკოს გარეშე კუკარაჩა ბევრად უფრო მოსაწყენი და ერთფეროვანი ფილმი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ის ხშირად ჩანს და მის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალსაც ვიგებთ, მარტოხელა დედის ცხოვრება მაინც იდუმალებით მოცული რჩება.
იმ პერიოდის ქალებთან შედარებით ანიკო ბევრად უფრო თანამედროვე და ბრძენი ჩანს. მისი სიტყვები კი გვაფიქრებინებს, რომ ეს თავდაჯერება ბევრი რამის გამოცდის შედეგადაა მოპოვებული.
საიდან მოდის ეს არისტოკრატული ჩვევები და ცოტაოდენი ცინიზმი? უჭირს თუ არა ანიკოს მარტოდმარტოს ბავშვის პატრონობა და აღზრდა? რა მომენტში აღმოაჩინა მან, რა შეუძლია თავისუფალ სულს, თუ მას ბოთლიდან გაათავისუფლებ? - ფილმი, რომლის ცენტრშიც ანიკო იქნებოდა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებოდა.
10. მოტობურთის ფედერაციის ხელმძღვანელი - ცისფერი მთები
ფოტო: კადრი ფილმიდან
ცისფერი მთები საინტერესო პერსონაჟების საბადოა, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად არტემ ჩაჩანიძეზე გვინდა, რომ გესაუბროთ. არტემ ჩაჩანიძე მოტობურთის ფედერაციის პასუხისმგებელი კომისარი და ნაკრების უცვლელი კაპიტანია, რომელსაც საკუთარი ლიტერატურული მისწრაფებებიც აქვს და ლირიკას უმეტესად სიყვარულზე წერს.
გაიხსენეთ ეს ეპიზოდი, რომელშიც ყველა ფრანგულად საუბრობს და მერე არტემ ჩაჩანიძეც საჭიროდ თვლის, საზოგადოებას ფრანგულად დაემშვიდობოს. ამ უსაყვარლეს კაცს მოტოციკლების უსაზღვრო სიყვარულის გარდა, სხვა, უცნობი მხარეც აქვს, რომელზეც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მეტი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა

კომენტარები