მშვენიერაძე: ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით სასამართლო სისტემაში კლანის დაკანონება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, პარლამენტმა ღიად დაუჭირა მხარი იმ ადამიანებს, რომლებიც მარტივ სამართლებრივ კითხვებს ვერ სცემდნენ პასუხს. მისივე თქმით, ზოგიერთი კანდიდატის პოზიცია სამარცხვინოც იყო.
"დღეს რაც აქ ვნახე და ეს იყო მძიმე სანახაობა, ეს არის მსუბუქი ფილმი იმასთან შედარებით, რაც რეალურად მოხდა გადაწყვეტილებით... ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტის წევრები ერთმანეთს თვალში არ უყურებდნენ, ისე წევდნენ ხელს.
ეს არ იყო არც კომიტეტის სხდომა, ეს არ იყო არც გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც აქამდე იყო ვიძახდით, რომ გამჭვირვალე პროცედურებია, წყალში გადაიყარა, რადგან ამას აზრი აღარ აქვს. ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით კლანის დაკანონება სასამართლო სისტემაში", — განაცხადა მშვენიერაძემ TV პირველის ეთერში.
განახლება: 12 დეკემბრის მოვლენები მოკლედ
დღეს, 12 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.
პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობდა, რომ მოსამართლეთა არასასესიო კვირაში არჩევა პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარეს არ აძლევდა საშუალებას კანდიდატურები განეხილათ.
პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქართულმა ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა #სირცხვილიამ აიღო.
საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.
-
დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
-
WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა
-
ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია
გადახედვა
-
8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა 8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა
გადახედვა
-
"ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება" — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს "ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება" — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
კომენტარები