ეს იქნება მათი არგუმენტების მარცხი ან უარგუმენტობა — მდინარაძე ოპოზიციასთან დიალოგზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი და იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის პოზიცია ემთხვევა ოპოზიცია-ხელისუფლების დიალოგზე. წულუკიანის თქმით, ხვალ "ოფისის პირობებში" აუხსნიან ოპოზიციას ე.წ. გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობას.
მინისტრის მსგავსად მდინარაძეც ამბობს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა იქნება "ოპოზიციის არგუმენტების მარცხი ან უარგუმენტობა".
"თემა არის დახურული, რადგან შეუძლებელია მიიჩნიოს იურისტმა, რომ გერმანული ან მისი მსგავსი მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ვთავაზობთ, თუკი რაიმე არგუმენტი ექნებათ, კი ბატონო წარმოადგინონ...",— ამბობს მდინარაძე.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა ხვალ, 30 ნოემბერს დღის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. შეხვედრას პოლიტიკოსებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დაესწრებიან. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ანგარიში გაუწიეს საერთაშორისო პარტნიორებს და დიალოგის რეჟიმზე გადადიან.
პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად შესთვაზეს ხელისუფლებას ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.
კერძოდ, მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მისი საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.
მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.
ბოლო დღეების მოვლენები
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
კომენტარები