10 თვის ბიგლიმ სახლში დატოვებისთვის პატრონს უჩივლა და ონლაინ-აქციაც მოუწყო
ფოტო: Biglu Abashidze
უკვე გეცოდინებათ, რომ CARU პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ძაღლი დაასაქმა. ბიგლუ ბიგლის ჯიშის ძაღლია და ის სულ რაღაც 10 თვისაა.
ფოტო: CARU • ქარუ
ძაღლი კომპანიის დამფუძნებელ ნიკას აჩუქეს, რომელიც პატარა ბიგლუს სახლში მარტო არასდროს ტოვებდა და სამსახურშიც დაჰყავდა. მალე ბიგლუ CARU-ს ოფიციალური თანამშრომელი გახდა და თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტი ჩაიბარა, თუმცა კორპორატიული ურთიერთობები ყოველთვის არაა დრამისგან დაცლილი.
ახალბედა თანამშრომელს პატარა შეცდომა მოუვიდა. მან ფეისბუქზე ნაკუწებად ქცეული წიგნის სურათი გამოაქვეყნა, აღწერით:
"ეს წიგნი ნიკას დაიჭერდა ხოლმე და საათობით არ უშვებდა. ახლა ნიკა თავისუფალია, რომ მოვა სიხარულისგან იხტუნებს".
თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. ბიგლუს არ დაუფასდა თავისი ადამიანის "გათავისუფლება", წიგნის გაფუჭების გამო კი პატრონმა ის ერთი დღით სახლში დატოვა.
ბიგლუმ ეს მოპყრობა ვერ აიტანა და სოციალურ ქსელში პროტესტი დაიწყო:
ამ ყველაფრის გარდა ცხოველების მონიტორინგის სააგენტოშიც კი უჩივლა!
ბიგლუს საბოლოო ნაბიჯი ფეისბუქზე ივენთის შექმნა იყო, მოწოდებით წაიყვანოს ნიკამ ბიგლუ სამსახურში. 200-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, რომ ნიკას დაევიწყებინა წიგნის დახევის უსიამოვნო შემთხვევა და მომდევნო დღეს აუცილებლად წაეყვანა ბიგლუ სამსახურში.
საბედნიეროდ, სამსახურის პიკეტირება და სირცხვილის დერეფნები საჭირო არ გამხდარა: პროტესტი წარმატებით დასრულდა! მეორე დღეს ბიგლუ ნიკასთან ერთად მიბრძანდა სამსახურში.
ბიგლუს ფეისბუქზე საკუთარი გვერდიც აქვს, სადაც აქტიურად პოსტავს თავის პატრონზე, თანამშრომლებსა და ოფისის ამბებზე.
ბიგლუ ძველებურად აგრძელებს მუშაობას და არამხოლოდ თანამშრომლების, არამედ ჩვენი მკითხველების განწყობის ამაღლებასა და გამხიარულებასაც ახერხებს.
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები