HRIDC: ატენის ქუჩაზე გარდაცვლილი კაცი ძალოვან უწყებებს ზეწოლაში ადანაშაულებდა
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ თბილისში, ატენის ქუჩაზე ერთ-ერთი გარდაცვლილი, ლევან აბაშიძე ძალოვან უწყებებს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა.
17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი ლევან აბაშიძე აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვლისას, საზღვარზე მას პრობლემები ექმნებოდა:
"მესაზღვრეები მას უცხადებდნენ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რატომ უზღუდავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას, მაგრამ ჰქონდათ დავალება, რომ იგი არ შემოეშვათ საქართველოში".
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2016 წელს ლევან აბაშიძე საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვის შემდეგ შემოვიდა. ცენტრმა არაერთხელ მოუწოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაეცვათ ლევან აბაშიძის უსაფრთხოება და უზრუნელეყოთ საქართველოში აბაშიძის თავისუფლად და უსაფრთხოდ შემოსვლა, ასევე, ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების უფლება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ამბობს, რომ აბაშიძემ მათ 2016 წელს წერილობით მიმართ იმის შესახებ, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "საკუთარი თავისთვის დაებრალებინა, რაც დაემართებოდა".
ორგანიზაციისვე განცხადებით, 2018 წელს აბაშიძე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პრობლემა კვლავ შეექმნა, რის გამოც მათ სამართალდამცავებს ისევ მიმართეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს გამოძიებას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და საბოლოო დასკვნებამდე სრულად უზრუნველყოს ყველა გარემოების მიუკერძოებელი, ობიექტური გამოკვლევა. გარდა ამისა, ცენტრში დაცულია ლევან აბაშიძის ვიდეომიმართვა, სადაც იგი საუბრობს დევნასა და შევიწროებაზე. ორგანიზაცია მზადაა ვიდეომიმართვა მიაწოდოს გამოძიებას და ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე — მედიას.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები