პროპორციული სისტემა საზოგადოების დაკვეთა კი არა, ოპოზიციისადმი დათმობაა — რომან კაკულია
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
მმართველი გუნდის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, პროპორციული სისტემა საზოგადოების დაკვეთა კი არა, ოპოზიციისადმი დათმობაა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისთან განაცხადა, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს.
"ეს, პრინციპში, იყო დათმობა გარკვეული ოპოიციის მიმართ და მოდით, არ გავაზვიადოთ და, არა საზოგადოების მიმართ... ეს იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ, რომელმაც ძალიან არაადეკვატურად უპასუხა და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ადამიანების გაღიზიანება ამანაც გამოიწვია. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება გადამწყვეტი", — აღნიშნა კაკულიამ.
ის მიიჩნევს, რომ დაპირება უნდა შესრულდეს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამან ბევრი ადამიანი გააღიზიანოს.
"ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ნაწილი იყვენ ამ ყველაფრის და ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გააკეთებინა ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მათში, ვისაც უნდოდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო", — თქვა კაკულიამ.
პროპორციულ წესზე გადასვლას პარლამენტმა კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს არ უყარა. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა, სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულა. კენჭისყრა, სავარაუდოდ, 13 ნოემბერს გაიმართება. მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, სადაც ეს საკითხი განიხილება.
საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერდნენ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი. უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი კენჭისყრის გადადებას ითხოვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ წამუყენა ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.
გაიგე მეტი:
-
ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
გადახედვა
-
"ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება" — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ "ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება" — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
შსს: მესტიაში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კიდევ 42 ე.წ მაინერი ამოიღეს შსს: მესტიაში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კიდევ 42 ე.წ მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
ალდაგი EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია ალდაგი EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
-
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
-
The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში
-
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
-
ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები