ომბუდსმენი: საქართველოში ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგო იბადება
ფოტო: AFP
სახალხო დამცველი გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებსაც საქართველოში ქალები დაბადებიდან აწყდებიან.
ომბუდსმენის თქმით, გენდერული უთანასწორობა აისახება არამხოლოდ განათლების, ჯანდაცვისა და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობაში, არამედ სქესის სელექციაშიც, რის გამოც ქვეყანაში ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგო იბადება.
სახალხო დამცველი დასძენს, რომ ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას:
"მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ გოგონათა როლი ქვეყნის მომავალი განვითარების პროცესში და ვაღიაროთ არსებული უთანასწორობა, რომელშიც გოგონებს უწევთ ცხოვრება".
11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ გოგონათა როლი ქვეყნის მომავალი განვითარების პროცესში და ვაღიაროთ არსებული უთანასწორობა, რომელშიც გოგონებს უწევთ ცხოვრება. სამწუხაროდ, კვლავ დაბალია სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, არასრულწლოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ პირობებში.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის აღნიშნული პრაქტიკის პრევენცია საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. 2015-2016 წლებში სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა სკოლებში, როგორც მოსწავლეებთან ასევე, მშობლებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ აღნიშნულ თემაზე მოსახლეობის ინფორმირების დონე. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებიც კი ვერ ხვდებიან, თუ რა ზიანის მომტანია ადრეულ ასაკში ქორწინება, როგორც განათლების, ისე ჯანმრთელობის კუთხით.
სამწუხაროდ, კვლავ გავრცელებულია ნიშნობებისა და ქორწინების იძულების შემთხვევები. მთავარ გამოწვევას კი, საზოგადოების მცდარი შეხედულებები და არაინფორმირებულობა წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია, გამოსწორდეს სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება.
ამასთან, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული ნიშნით სქესის სელექცია, როდესაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო უპირატესობა ვაჟს ენიჭება, ამის შედეგად ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება.
აუცილებელია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში დაინერგოს სწავლება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და ეს გახდეს სასწავლო პროცესის არსებითი ნაწილი.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, უსვამს ხაზს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგონათა შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად.
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კომენტარები