იაპონელი შეფმზარეული ძიუდოს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ქონების მითვისებასა და მუქარაში ადანაშაულებს
იაპონელი შეფმზარეული კაი მარუიამა ძიუდოს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ალექსიძეს ბიზნესშეთანხმების პირობების დარღვევასა და ქონების მითვისებაში ადანაშაულებს, საუბარია ორ ძვირადღირებულ მანქანაზე: ტოიოტა ლექსუს 470-სა და მერსედეს 500S-ზე.
კაი მარუიამას თქმით, საქართველოში 2013 წელს ჩამოვიდა. გიორგი ალექსიძე მისმა ძიუდოისტმა მეგობრებმა ვენაში, ლონდონის ოლიმპიური თამაშების დროს გააცნეს, როგორც ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.
2018 წლის იანვარში, როცა ტოჩინოშინმა სუმოს ჩემპიონატი მოიგო, საქართველოში იაპონიის საელჩოში საზეიმო ღონისძიება დაიგეგმა. კაი მარუიამას სტუმრებისთვის იაპონური კერძების მომზადება სთხოვეს. მზარეულის თქმით, ამ დღის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საქართველოში იაპონური კერძების პოპულარიზაციისთვის ხელი შეეწყო.
On.ge გიორგი ალექსიძეს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ კომენტარს არ აკეთებს, ბრალდებებს უარყოფს და კაი მარუიამას თითქმის არ იცნობს. კაი მარუიამას თქმით კი, ალექსიძემ მასთან ერთად შპს Orient Express Company. კომპანია საჯარო რეესტრში იძებნება. ბოლო ამონაწერით, 50%-იანი წილის მფლობელი იაპონელი კიო კუნიშიოა იგივე კაი კარუიამა, გიორგი ალექსიძე წილების 25%-ს ფლობს, კიდევ ერთი იაპონელი ჩინიჩირო 15 პროცენტს, ხოლო დანარჩენ 10 პროცენტს დავით ბორძიკული. კაი მარუიამა On.ge-ს უყვება, რომ გიორგი ალექსიძეს ფული არ ჰქონდა და კომპანიის 30-პროცენტიანი წილი ნაღდი ფულის გარეშე დაუთმო.
"ის შემპირდა, რომ კავშირებს გამოიყენებდა და დამეხმარებოდა ჩემი სამზარეულოს გახსნაში. მან მოგვიანებით ნახა King David და მითხრა, რომ თავისი სხვა კომპანიით ხელშეკრულება გააფორმა. მე არასდროს მინახავს ეს კონტრაქტი და არც ის მოგება მიმიღია, რომელსაც შემპირდა. King David-ში მუშაობით თვეში 1 500 ლარი უნდა მიმეღო, თუმცა 300-400 ლარი გადამიხადა. ასეთ დაბალ ანაზღაურება პრეტენზია თავიდან არ გამომითქვამს, რადგან რესტორნის მფლობელი უნდა გავმხდარიყავი. თუმცა აგვისტოში მხოლოდ 25 ლარი მივიღე. მივხვდი, რომ მატყუებდა და ამის შემდეგ მე სამსახური დავტოვე. კონტრაქტორი კომპანია მისი იყო 100 პროცენტით და თანხას მაინც არ მაძლევდა".
King David-ში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ გიორგი ალექსიძეს ფართი ამ დრომდე აქვს დაქირავებული.
მანქანებთან დაკავშირებით დავა, მარუიამას თქმით, 2013 წელს დაიწყო. ის ამბობს, რომ ქალაქში გადასაადგილებლად მანქანა სჭირდებოდა, ამიტომ რუსთავის მანქანის ბაზრობაზე მერსედეს 500S იყიდა.
"ალექსიძემ მითხრა, რომ საქართველოში მუდმივი მაცხოვრებელი არ ვიყავი და მანქანას ვერ დავარეგისტრირებდი. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ალექსიძე ბანკიდან ჩემს ნაცვლად სესხს გამოიტანდა და მე დავფარავდი. სესხი 2014 წლის ბოლოს სრულად მქონდა დაფარული. დაახლოებით 15 000 დოლარი იყო ერთად. 2014 წელს პროექტი მქონდა და დასავლეთ საქართველოში მიწევდა სიარული. ამიტომ ახალი მანქანა ვიყიდე ტოიოტა ლექსუსი 470. ეს მანქანა კვლავ ალექსიძეს აქვს "ოკუპირებული". ძველი მერსედესი კი გაყიდა ისე, რომ არ შემატყობინა".
კაი მარუიამა ამბობს, რომ ძიუდოს მის ქვეყანაში დიდ პატივს სცემენ, ამიტომ გიორგი ალექსიძის მიმართად ნდობითა და პატივისცემით განეწყო, თუმცა მან მოატყუა და დაემურქა, რომ თუ კიდევ მოითხოვა თავის მანქანას უკან საქართველოდან გააგდებდა.
"როცა მანქანას ვახსენებდი, ბრაზდებოდა და ყვირილს იწყებდა, ამბობდა, ეს შენი ქვეყანა არ არის, აქ არაფერი არ გეკუთვნის, ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ერთხელ მანქანიდან გადამაგდო და ქუჩაში დამტოვა", — ამბობს კაი მარუიამა.
მისი თქმით, ყველა მხრივ დაზარალდა — King David-ში დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებს, ხოლო მანქანას ვერ იბრუნებს. გიორგი ალექსიძე მის ზარებს არ პასუხობს. კაი მარუიამა აპირებს მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს.
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები