გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომამდე ბრიფინგების ფორმატი გააუქმა
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომამდე ბრიფინგების ფორმატი გააუქმა. გახარიას გადაწყვეტილებით, სხდომის დაწყების წინ მედიას პრემიერის მიმართვის ჩაწერის საშუალება ექნება, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებით სხდომა პირდაპირ ეთერში არ გავა. ამის შესახებ On.ge-ს მთავრობის პრესსამსახურმა განუცხადა.
გარდა ამისა, გახარიას თქმით, მთავრობის სხდომები ხუთშაბათობით, დილის ათ საათზე გაიმართება. მისივე თქმით, ყოველი სხდომის შემდეგ მინისტრები მედიასთან ჩავლენ და არამხოლოდ სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრებენ, არამედ საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა კითხვებსაც უპასუხებენ. თუმცა, უცნობია უპასუხებს თუ არა ჟურნალისტების კითხვებს თავად პრემიერი.
- გაიგეთ მეტი: როგორ იმუშავებს გახარიას მთავრობა
სხდომამდე ბრიფინგების ფორმარტის ინიციატორი ძველი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. წინა პრემიერები, გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან ბრიფინგს, ასევე, არ მართავდნენ. მსგავსი პრაქტიკა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილსაც, თუმცა მთავრობის სხდომის ფარგლებს გარეთ ის მედიისთვის ფართო პრესკონფერენციას ატარებდა.
მამუკა ბახტაძე ფეისბუქით ორ სექტემბერს გადადგა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პრემიერობის კანდიდატი შს მინისტრი, გიორგი გახარია იქნებოდა. მთავრობის დამტკიცების პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში პროტესტისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც #სირცხვილიას აქტივისტები, ისე ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მხარდამჭერები და წევრები სასტვენებითა და შეძახილებით პრემიერმინისტრის პოსტზე გახარიას კანდიდატურას აპროტესტებდნენ. კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან #სირცხვილიას წევრებმა ცხვრები მოიყვანეს, ქართული ოცნების დეპუტატების სიმბოლოდ.
გახარიასა და მისი მთავრობის მოსმენა ყველაზე მწვავე ოპოზიციის ფორმატში იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ მას სიმღერა "გახარიას უხარია" მოასმენინა, შემდეგ პასუხებს არ მოუსმინა და სხდომა დაამთავრა. ევროპულმა საქართველოს კითხვების სტრატეგია აირჩია. მთავარი თემა 20-21 ივნისის აქცია იყო. კანდიდატის პასუხები არც მათ მოისმინეს და სხდომა დახურეს. ოპოზიციის პასუხად გახარიამ თქვა, რომ "მათ დაასრულებს". ქართული ოცნება გახარიას მთავრობის პროგრამაში პოზიტივზე ამახვილებენ ყურადღებას და ნეგატივს ოპონენტებს აბრალებენ.
ამავე თემაზე:
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები