ლონდა თოლორაია: არ ვნანობ არც ერთ იმ საფეხურს, რომელიც პროკურატურაში გავატარე
ფოტო: შსს
სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატის, ლონდა თოლორაიას თქმით, ის არ ნანობს მის მიერ პროკურატურაში განვლილ არც ერთ საფეხურს. თოლორაიას ამ საკითხზე საუბარი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს მოუწია.
მისი თქმით, ის პროკურატურაში სტაჟირების კონკურსით 2007 წელს მოხვდა. მან აღნიშნა, რომ ის თავდაპირველად იყო სტაჟიორ-პროკურორი, შემდეგ კი გახდა რიგითი პროკურორი.
"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სისხლის სამართლის საქმეს, სადაც პროცესის მონაწილე მხარე იტყვის, რომ ლონდა თოლორაიამ რაიმე ეტაპზე მისი უფლებები დაარღვია. შესაბამისად, მე არ ვნანობ არცერთ იმ საფეხურს, რომელიც პროკურატურაში გავატარე. პირიქით, მე ვამაყოფ ჩემი გაკეთებული საქმით იმიტომ, რომ ვერასდროს ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ეტაპზე მე არაკეთილსინდისიერად ან კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ვახორციელებდი ჩემს სამსახურებრივ უფლებამოსილებას", — განმარტა მან.
მისი თქმით, მან პროკურორების ზედამხედველობის საბჭოში მუშაობის დროს არაერთი დოკუმენტი გააგზავნა გენერალურ ინსპექციაში და პროკურორების გადაცდომების შესახებ აცნობდა.
"ვფიქრობ, რომ ის იერარქიული წარმატება, რომელიც მე ამ სისტემაში მქონდა იყო ერთადერთი მიზეზის დამსახურება: ის, რომ მე ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ რეჟიმების შეფასებისგან თავს შევიკავებ", — განმარტა მან.
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პრემიერ-მინისტრს სულ ორი კანდიდატურა წარუდგინა. ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. ლონდა თოლორაია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია, ხოლო ვალერი ლომუაშვილი სამინისტროს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები