სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევად ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს — კოალიცია მართლმსაჯულებისთვის
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დარღვევით მიმდინარეობს. მათი თქმით, პრემიერისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან მხოლოდ 1 აკმაყოფილებს დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. კოალიცია უარყოფითად აფასებს ამ გარემეობებს და აცხადებს, რომ კანონმდებლობის დარღვევით კონკურსის ჩატარება ეჭვქვეშ აყენებს ინსპექტორის შემდგომი საქმიანობის ლეგიტიმურობას.
კოალიციაში განმარტავენ, რომ შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთმა პირმა წარადგინა სავალდებულო სამოტივაციო წერილი სრულად. თუმცა, მათი თქმით, კომისია გაესაუბრა დაბარებული 7-იდან გამოცხადებულ 5 განმცხადებელს და შეარჩია 2 კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ 1-მა ვერ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი.
კოალიციაის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნით, კომისიამ პრემიერ-მინისტრს უნდა წარუდგინოს ინსპექტორის არანაკლებ 2 კანდიდატურა. მათი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ 1 კანდიდატურა აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი, რაც კომისიამ აირიდა. აქედან გამომდინარე, კოალიცია აცხადებს, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომისიის წევრებმა გაედაწყვეტილება მიიღეს განსაზღვრული კანდიდატურის თანამდებობაზე დანიშვნის მოტივით.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:
- პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს კონკურსის წესების დარღვევით შერჩეულ კანდიდატებს;
- პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადოს ახალი კონკურსი;
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დროულად მიეწოდოს სათანადო ფინანსური სახსრები, რათა 2019 წლის 1 ივლისს საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას საფრთხე არ დაემუქროს.
კოალიციის განცხადებით, ზემოხსენებული ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საჯარო ტრიბუნიდან 29 მაისს გაკეთებული განცხადების ფონზე. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მთავრობამ არ გამოყო სამსახურის ასამუშავებლად საჭირო ფინანსურ სახსრები. მათი თქმით, ფინანსური გარანტიების არარსებობის გამო, სამსახურის ამოქმედება უკვე 2-ჯერ გადაიდო. მათივე თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დრომდე არ არის განსაზღვრული იმ დანაყოფის საშტატო ნუსხა, რომელმაც 1 ივლისიდან უნდა შეასრულოს საგამოძიებო ფუნქციები.
კოალიციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (რომლის შეზღუდული საგამოძიებო უფლებამოსილება უნდა გავრცელდეს სამართალდამცავთა გარკვეული წრის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე) დროულად ამოქმედების კრიტიკული საჭიროება დასტურდება უკანასკნელი წლების სტატისტიკითაც. მათი თქმით, თითქმის ყველა შემთხვევაში სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს.
2019 წლის 1 ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინსპექტორობის ორი კანდიდატი — ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორია წარუდგინა. ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.
საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ. კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომლის მიზანია განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. ამ მუხლებს შორისაა წამება, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები