Freedom House: საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა
ფოტო: Web Sreenshot
"საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს. რეალურად, ჩვენი რეიტინგებით, ის ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და გლობალური მასშტაბით, საშუალო შედეგებს აჩვენებს. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა", — ამბობს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სარა რეპუჩი, საერთაშორისო ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის ერთ-ერთი დირექტორი კვლევისა და ანალიზის მიმართულებით. ფრიდომ ჰაუსმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეებია მიმოხილული.
შეკითხვაზე: არის თუ არა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში, საქართველოს 5 შესაძლო ქულიდან 2 ქულა აქვს. ეს საშუალო მაჩვენებელია შკალაზე, სადაც 0 ყველაზე უარესია, 4 კი — საუკეთესო მდგომარეობას ასახავს.
ამ ანგარიშში საქართველოს მედია მდგომარეობა ცალკე არ არის განხილული, თუმცა წლევანდელი შეფასებით, დემოკრატიის კუთხით ქვეყნების შეფასების ინდექსში საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა და ანგარიში ოლიგარქი აქტორების დიდ გავლენაზე ამახვილებდა ყურადღებას. მცირედი უკუსვლის მიზეზებს შორის, კი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და გავლენა სახელდებოდა.
"დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში ლიდერები, რომლებიც ერთნაირად ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდირებას, ახალ გზებს პოულობენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეზღუდონ", — ვკითხულობთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში — "თავისუფლება და მედია, 2019".
ანგარიშის თანახმად, ანტიდემოკრატიული ლიდერები მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში "მედიის მოთვინიერებას" სხვადასხვა ეკონომიკური, საკანონმდებლო თუ პირიქით, კანონგარეშე ინსტრუმენტებით და ქმედებებით ცდილობენ, სურთ დაადუმონ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და გააძლიერონ თავის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები. გარდა ამისა, მდგრადი ბიზნესმოდელების სიმცირე, ნდობის ნაკლებობა, დეზინფორმაციის ნაკადები და სხვა ფაქტორები დამოუკიდებელ მედიასექტორს კიდევ უფრო ასუსტებს.
სარა რეპუჩი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში პრესის თავისუფლების მხრივ კლება გრძელდება და ეს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კლებასთან ურთიერთდაკავშირებული საკითხია. რეპუჩი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ევრაზიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთ-ჩრდილო აფრიკაში არსებულ კლებაზე.
"ჩვენ ამ ერთი სპექტრის ორ სხვადასხვა დაბოლოებაზე ვსაუბრობთ (საუკეთესო და ყველაზე უარესი შედეგების მქონე ქვეყნებზე). ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, არა მხოლოდ იმის გამო, რომ პრესის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, არამედ იმის გამოც, თუ რა გავლენა აქვს პრესის თავისუფლებას დემოკრატიაზე. თუმცა ჩვენ გვაქვს იმედის საფუძველი და გამოცოცხლების, გაუმჯობესების ნიშნები, ზოგიერთ ქვეყანაში. ასე რომ, ნამდვილად შეგიძლიათ დაინახოთ, რომ პრესის თავისუფლების სამუდამოდ შეზღუდვა შეუძლებელია. ყოველთვის იარსებებს ხალხი, რომელიც იბრძოლებს მის უკან დასაბრუნებლად", — ამბობს რეპუჩი.
მისივე შეფასებით, პრესის თავისუფლების მხრივ შედარებით უკეთეს და უარეს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში შეზღუდვის ტაქტიკები განსხვავებულია. მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთსა თუ ჩრდილოეთ აფრიკაში შედარებით "ტრადიციული მეთოდებით" ავიწროვებენ ჟურნალისტებს: აპატიმრებენ, ემუქრებიან, იღებენ შემზღუდავ კანონმდებლობას, ცილისწამების ამკრძალავი კანონებს ავრცელებენ სიტყვის თავისუფლებაზე და ა.შ., მეორე მხრივ, უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არაერთი ახალი ტაქტიკა და სცენარია: მაგალითად, დემოკრატიულად არჩეული ლიდერები, რომლებიც შემდეგ იწყებენ მედიით მანიპულირებას ნიუანსირებული და არა პირდაპირ მკაფიოდ და ცალსახად ტრადიციული, აგრესიული ფორმით. ისინი თანდათან ხელში იგდებენ კომუნიკაციის იმ არხებს, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია მოსახლეობამდე მიდის. ამ მხრივ ჩვეულ მეთოდებს შორისაა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები მფლობელობაში, ფინანსური რეგულაციების ცვლილება, ჟურნალისტებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევა და ასე შემდეგ. ასევე პროაქტიული მხარდაჭერა "მეგობრული მედიების" მიმართ. მეტი წვდომა სახელმწიფო ინფორმაციაზე, უკეთესი კონტრაქტები და სხვა ისეთი ქმედებები, რომელთა მიზანიც ისაა, რომ მედია ძალაუფლების მქონე ხალხს ემსახუროს და არა — საზოგადოებას.
ანგარიშის თანახმად, ამის კარგი მაგალითია ბოლო წლებში უნგრეთში მიმდინარე მოვლენები. კვლევაში დიდი ნაწილი ეთმობა სერბეთის მედია-მდგომარეობის გაუარესებასაც. ამ ორმა ქვეყანამ ოდესღაც "თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიიდან, "ნახევრად თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა და იმ ქვეყნებს შორის არიან დაწინაურდა, რომლებიც ამ ახალ ტაქტიკებს იყენებენ მედიის შესაზღუდად. თუმცა ანგარიშის ავტორების თანახმად, მსგავსი მოვლენები სხვადასხვა მასშტაბით შეინიშნება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც, იქნება ეს ინდოეთი, ისრაელი, თუ შეერთებული შტატები.
ანგარიშის თანახმად, მდგომარეობას ართულებს პოპულიზმის გაძლიერებაც — პოპულისტი ლიდერები, რომლებიც საკუთარ თავს "დაზარალებული უმრავლესობის" უფლებების დამცველებად წარმოაჩენენ ლიბერალური ელიტისა და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ.
იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ფრიდომ ჰაუსი თავისუფალ ქვეყნებს მიაკუთვნებს, 19%-ში (16 ქვეყანაში) ბოლო 5 წელიწადში მედიათავისუფლება შემცირდა.
ანგარიშში ცალკეა ხაზგასმული უნგრეთის მაგალითი, სადაც ვიქტორ ორბანის ხელისუფლებამ მედიის მფლობელობის კონსოლიდირება მოახდინა მასთან დაახლოებული პირებისა თუ ჯგუფების ხელში, და იმ მედიების უდიდესი ნაწილი, რომელთაც ყველაზე ფართო აუდიტორია ჰყავს, მის ხელშია. უნგრეთში ამჟამად მედიის დაახლოებით 80% მთავრობასთან დაკავშირებულ პირთა ხელშია. ხაზგასმულია სერბეთის უარყოფითი ტენდენციებიც, სადაც მსგავსი მოვლენები ვითარდება, ასევე, მედიის საწინააღმდეგო რიტორიკა ავსტრიაში.
ისრაელშიც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდებარე მცირე რაოდენობის დემოკრატიებს შორის ერთ-ერთია, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამომძიებელ ჟურნალისტებს გამუდმებით აკრიტიკებს. ახლა მას ბრალს სდებენ ისეთი რეგულაციების შემუშავებაში, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებებს მთავრობის საქმიანობის დადებითი გაშუქებისთვის საკეთილდღეო პირობებს უქმნიდა.
რაც შეეხება ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე დემოკრატიული სახელმწიფოს მსოფლიოში, ინდოეთს, ანგარიშის თანახმად, აქაც საგულისხმო ნიშნებია იმისა, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება მედიის ინტერესებში არაა: მმართველი პარტიის მიერ წარმოებული კამპანიები გამოხატვის თავისუფლებას "ანტიეროვნულ" ჭრილში განიხილავს, მასთან დაკავშირებული ჯგუფები კრიტიკული ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებს არბევენ და ასე შემდეგ.
"ალბათ, მოვლენების ყველაზე შემაშფოთებელი განვითარება ბოლო წლებში, ეს არის პრესის თავისუფლების მიმართ უჩვეულო წნეხი შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს წამყვან დემოკრატიაში", — ამბობს სარა რეპუჩი და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრესის თავისუფლების მიმართ ინსტიტუციური გარანტიები არსებობს, წამყვანი საინფორმაციო ორგანიზაციები კი რჩებიან ძლიერნი და აგრძელებენ ხელისუფლების შესახებ კრიტიკული მასალების მომზადებას, პრეზიდენტის განცხადებები მაინც შემაშფოთებლად მიიჩნევა.
"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განგრძობითმა კრიტიკამ პრესის მიმართ, სერიოზულად გაამწვავა საზოგადოების "ნდობის ეროზია" მეინსტრიმ მედიის მიმართ. სხვა ნაბიჯებთან ერთად, პრეზიდენტი განმეორებითად იმუქრებოდა ცილისწამების კანონების გამკაცრებით, ზოგიერთი მაუწყებლისთვის ლიცენზიის ჩამორთმევითა და მედია მფლობელების სხვა ბიზნეს ინტერესების შეზღუდვით. ამერიკის კონსტიტუცია უზრუნველყოფს მრავალფეროვანი დაცვის გარანტიებს მსგავსი ქმედებების მიმართ, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის საზოგადო პოზიციას პრესის თავისუფლების თაობაზე ხელშესახები გავლენა ჰქონდა გლობალურ მედია ლანდშაფტზე. ჟურნალისტებს მსოფლიოს გარშემო ახლა უფრო ნაკლები მიზეზი აქვთ დაიჯერონ, რომ თუკი მათი საბაზისო უფლებები შეილახება, ვაშინგტონი მათ მხარს დაუჭერს და დაეხმარება", — ვკითხულობთ ანგარიშში.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები