სასამართლომ ომბუდსმენის მიერ ილია ჭანტურიას სამსახურიდან გაშვება უკანონოდ მიიჩნია
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / on.ge
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ილია ჭანტურიას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც ილია ჭანტურია ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს სამსახურიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. გათავისუფლებამდე ილია ჭანტურიამ სახალხო დამცველი არაერთხელ დაადანაშაულა დისკრიმინაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში, მხარემ მიუთითა რომ 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 11 ივლისამდე იკავებდა სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. მის მიმართ 2016 წლის აპრილში, გამოიცა სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე. აქტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ერთი წლით ადრე, 2015 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც მოსარჩელე დაინტერესდა სახალხო დამცველის მოადგილის მიერ ჩატარებული თათბირის შინაარსით და აღნიშნულის შესახებ კითხვები დაუსვა სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლებს. აღნიშნული შემთხვევა დისციპლინური საქმისწარმოების კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა ილია ჭანტურიას მხრიდან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაციად. მეორეს მხრივ, ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე გამოცემულ აქტში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ ვერ უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას თანამშრომელთა გადამზადების მიზნით.
როგორც ილია ჭანტურიამ სარჩელში მიუთითა, მის მიმართ მეორე დისციპლინური წარმოება თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა 2016 წლის ივლისში. აღნიშნულ ბრძანებას, საფუძვლად დაედო ჭანტურიას მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევა. კერძოდ, 2016 წლის აპრილში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში და დისკრიმინაციის ფაქტის დასადასტურებლად წარადგინა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა პრემიების შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რაც დისციპლინური საქმისწარმოების კომისიის მიერ შეფასდა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევად. ამას გარდა, თანამდებობიდან გათავისუფლების კიდევ ერთი საფუძველი გახდა ილია ჭანტურიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმისწარმოების პროგრამაში ახალი, კორექტირებული განცხადებით ჩანაცვლებულიყო უკვე რეგისტრირებული წერილი. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ზემოთხსენებული გარემოებები უსაფუძვლოა, შესაბამისად მათზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები გაფრთხილების მიცემისა და გათავისუფლების თაობაზე უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ილია ჭანტურია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მოახდინა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაცია და მის მიერ საქმისწარმოების პროგრამაში შეცვლილი განცხადების გამო, მედიასაშუალებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას. სასამართლომ საქმეში არსებული მასალების გამოკვლევისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მიიჩნია მოსარჩელეზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საფუძვლები არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გადაცდომას, უფლებამოსილების გადამეტებას ან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ასევე სასამართლომ არ გაიზიარა მითითება, რომ მოსარჩელე თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, ვინაიდან კონკრეტული უნარ-ჩვევების არ ქონა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებას საჯარო მოხელის მიმართ, ვინაიდან ამ საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს კანონმდებლობა არეგულირებს. საქართველოს სახალხო დამცველმა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ კონკრეტული საკითხის შესწავლამდე, ამ მონაცემების შემცველი ინფორმაციის სასამართლოში წარდგენა მიიჩნია დარღვევად, რაც სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს უფლებამოსილებათა ინსტიტუციურ აღრევას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განცხადების ცვლილება არ წარმოადგენს საქმის წარმოების წესის დარღვევას, ვინაიდან მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ მსგავსი პრაქტიკა სახალხო დამცველის აპარატში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქმედება, თუნდაც შეფასებულიყო როგორც გადაცდომა, ეს არ წარმოადგენდა პროპორციულ ღონისძიებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
-
რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს? რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
გადახედვა
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს? მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
კომენტარები