გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობას არ გამორიცხავს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა კიდევ ერთხელ მიიღოს.
"აუცილებლად შეგატყობინებთ, წინასწარ არ მინდა, მეც მაქვს უფლება, ალბათ, რომ განცხადებების მიღების პროცესის დაწყების შემდეგ ვიფიქრო ამ საკითხზე. არ გამოვრიცხავ ნამდვილად", — აღნიშნა მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან.
პირველ მაისს პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელიც კანდიდატი მოსამართლეების შერჩევისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს.
მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებზე პარლამენტმა მას შემდეგ დაიწყო მსჯელობა, რაც დეკემბერის ბოლოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიამ დიდი კრიტიკა გამოიწვია. საბჭოს არამოსამართლე წევრები, პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ სია ე.წ. სასამართლოს კლანის მიერ იყო წარდგენილი და მის გაძლიერებას უწყობდა ხელს. სიაში კანდიდატებს შორის იყვნენ როგორც გიორგი მიქაუტაძე, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.
ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით,ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".
ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა ნაწილი გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც სრულად გაიზიარა ქართული ოცნების უმრავლესობამ, არამოსამართლე კანდიდატების მიერ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების საკითხს ეხება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით და ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, არამოსამართლე კანდიდატები საკვალიფიკაციო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. ქართულმა ოცნებამ, ასევე, გაითვალისწინა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ასევე მოსამართლეობის კანდიდატიცაა ყველა პროცედურიდან გამოირიცხება, თუმცა არ შეცვალა ფარული კენჭისყრის წესი. ვენეციის კომისია იძლეოდა რეკომენდაციას, რომ კენჭისყრა უნდა ყოფილიყო ღია და იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა დაესაბუთებინათ, რატომ აძლევენ ხმას ამა თუ იმ კანდიდატს.
ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და კიდევ 12 დეპუტატის მიერ მომზადებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი, თუმცა პროექტი ჩავარდა.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები