დავით ბაქრაძე: რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ, გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან
ფოტო: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ამერიკის ხმამ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძესთან ინტერვიუ ვაშინგტონში ჩაწერა.
უკანონო მოსმენები ერთ-ერთი მთავარი თემაა საარჩევნო კამპანიისას. როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ პრობლემას და ვინ არის პასუხისმგებელი?
პირველ რიგში, ბოლო წლებში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს, ეს არის უკანონო, აქედან გამომდინარე, მთავარია ის რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო ახდენს მსგავს ფაქტებზე. დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვთვლით, რომ ის გარემო, რომელიც გვაქვს წინასაარჩევნოდ, კონკურენტული, ღია და პლურალისტური საარჩევნო გარემო, არის იმის მონაპოვარი, და არ უნდა დავუშვათ, რომ ის დაბინძურდეს მსგავსი საკითხებით.
რას ელით ვაშინგტონისგან, როგორ უნდა დაეხმაროს უფრო მეტად ის საქართველოს-ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური პარტიების განვითარების და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, და მეორეს მხრივ, ევროინტეგრაციის დაჩქარების კუთხით ევროკავშირთან?
ჩვენ ბოლო პერიოდში მივიღეთ არაერთი გამამხნევებელი და მხარდამჭერი გზავნილი. ერთ-ერთი იყო კონგრესის ბოლო რეზოლუცია, რომელიც ძალიან მაღალი მხარდაჭერით სარგებლობდა კონგრესში და სადაც ხაზგასმით დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ზაფხულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ-სთან, რაც გულისხმობდა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. აშშ-ი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და ეს არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გვეხმარება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ამ თვალსაზრისით დიდი მოწონება დაიმსახურა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროსაც საქართველოში.
“ჩვენ აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენ ყველაზე დიდ მეზობელთან - რუსეთთან, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გასულ კვირას. „რუსეთს თავისი წვლილი და დანაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. ჩვენ თუ არ მივხედეთ არავინ იფიქროთ, რომ ვიღაც მოფრინდება აქ და ყველაფერს გაგვიკეთებს. ეს გზა აუცილებელი გასაკეთებელია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ დაუზუსტებია „ურთიერთობის დალაგებაში“ იგულისხმება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
თქვენ როგორ უყურებთ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას და რამდენად შესაძლებელია ქვეყანა, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის პარალელურად, რუსეთთან აღრმავებდეს უფრო მეტად ურთიერთობას?
ჩვენ სწორედ პრაგმატული ურთიერთობებით რუსეთთან შევქმენით ის სტაბილური გარემო ქვეყნის განვითარებისთვის, რომელიც დღეს გვაქვს ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში. ამით ვუზრუნველყავით სტაბილური და თანმიმდევრული გარემო ქვეყნის განვითარებისთვის. ამის გამო ჩვენ მაქსიმალურს მივაღწიეთ ევროკავშირთან, ასოცირება იქნება ეს თუ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხები და ამ კუთხით რეფორმების დასრულება. ნატოსთან კი მივაღწიეთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც თავსებადობის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას მოემსახურება. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, აქ არის ძალიან მკაფიო პოზიცია: ჩვენ პრაგმატული, დეესკალაციის პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, თუმცა ეს არანაირად არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენული უფლებების ხარჯზე.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი საფრთხეები და სწორედ ეს ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვუკავშირებთ ნატოსა და ევროკავშირს. ჩვენ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სამაგალითოდ არის მიჩნეული აშშ-სა და ევროატლანტიკური სტრუქტურების თუ ხელმძღვანელების მხრიდან.
რა შედეგს მოუტანს საქართველოს შეერთებულ შტატებში უკვე ტრადიციად ქცეული რეზოლუციები ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერით და რა გზას ხედავთ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების გასაჯანსაღებლად?
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი-აშშ ამახვილებს ყურადღებას ჩვენს ტერიტორიულ საკითხებზე, მნიშვნელოვანია თითოეული რეზოლუცია, რომელსაც ამ მიმართულებით-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად იღებს კონგრესი და თავის დღის წესრიგში აყენებს. ჩვენ დღეს გვაქვს აშშ-სთან ის ჩარჩო ხელშეკრულება-სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომლის ფარგლებში ვანვითარებთ ბევრი მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას და ვიღებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას აშშ-სგან, ამის პარალელურად, გვეძლევა შესაძლებლობა გავაღრმავოთ ხალხთაშორისი ურთიერთობები ჩვენს მოქალაქეებთან საოკუპაციო ხაზის მიღმა, გვქონდეს აქტიური ნდობის აღდგენის პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავრობის მიერ მიღწეული სარგებლის გაზიარებით ყველა მოქალაქისთვის საზღვრის ორივე მხარეს, მათ შორის იმ სარგებლის გაზიარებით, რომელსაც მოიტანს ვიზა ლიბერალიზაცია.
აკეთებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო საკმარისს რუსეთის პროპაგანდის დასაძლევად მედიაში, პოლიტიკაში, წინასაარჩევნოდ, საჯარო დიპლომატიაში, საგარეო ურთიერთობებში და თუნდაც ახალგაზრდა თაობის უკეთ გასანათლებლად?
მე ვფიქრობ, პასუხი ამაზე მარტივია, სწორედ იმ ღია, დემოკრატიულ ატმოსფეროში და იმ მაღალი მხარდაჭერის პირობებში, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ, მიუხედავად გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდისა ყველგან ევროპაში. ამის პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ სტრატეგიულ საკომუნიკაციო პოლიტიკას, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო მისიები, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვახერხებთ, რომ გავხადოთ ეს მხარდაჭერა ცოდნაზე დაფუძნებული.
დღეს, საქართველოს მოსახლეობამ ბევრად უფრო კარგად იცის რა სარგებელი მოაქვს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ხვალ და ზეგ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციით ამ მხარდაჭერის შეფერხება ან ამ მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა და განსაზღვრულია სამიზნე ჯგუფები, ვისთანაც მუდმივად ვაწარმოებთ საინფორმაციო პოლიტიკას, და აქ შედეგებზე მეტყველებს ის, რაც გამოისახება მაღალ მხარდაჭერაში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები