სმიტების საქმეზე დაკავებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ფოტო: პირველი არხი
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო.
მალხაზ კობაურს ბრალად ედებოდა სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აგრეთვე, მას ბრალად ედება ლორა სმიტის გაუპატიურება. დანაშაულები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობა ხადას ხეობაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს, 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც. რამდენიმე საათის შემდეგ ნახეს მათი 4 წლის შვილის გვამიც.
ამ საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.
ტელეკომპანიებმა რუსთავი 2-მა და იმედმა რამდენიმე კვირის წინ სმიტების ოჯახის წევრებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები გაასაჯაროვეს. ამ დასკვნის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულში აღმოჩენილია ამ საქმეზე დაკავებულის დნმ, შვილი კი თოფის მიბჯენით მოკლეს.
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სმიტების საქმის გამოძიების დროს ძალადობის კუთხითაც მუშაობდა. მაშინ უწყებაში ამბობდნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ.
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
-
ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია ტეილორ სვიფტის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა
-
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
კომენტარები