მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
"საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც 3+3-ის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება", — ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) განაცხადა. მან ისიც თქვა, რომ მიესალმება "დისკუსიაში ქართული ექსპერტული წრეების წარმომადგენლის მონაწილეობას".
"განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს დისკუსიაში ქართული ექსპერტული წრეების წარმომადგენლის მონაწილეობას. ჩვენთვის, როგორც დარწმუნებული ვარ პლატფორმის ყველა მონაწილისთვის, საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც 3+3-ის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ოფიციალური თბილისიც შემოუერთდება ჩვენს მუშაობას", — დასძინა გალუზინმა.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთი ელის, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხზე "3+3" ფორმატის შემდეგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბაქოში ან ერევანში გაიმართება.
"ჩვენ ველით, რომ შემდეგი მინისტერიალის შეხვედრა ბაქოში ან ერევანში გაიმართება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შორის მიმდინარეობს", — განაცხადა მან სესიაზე "3+3 პლატფორმა: საერთო გამოწვევები და სტრატეგიული პარტნიორობა".
ცნობისათვის, IPN-ს 4 ივნისს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, რომ საქართველო "3+3 ფორმატის" შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.
"საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში", — აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ "3+3 პლატფორმა" (ე.წ. ექვსი ერის პლატფორმა) არის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც აერთიანებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) და მათ სამ მეზობელ სახელმწიფოს (რუსეთი, თურქეთი, ირანი). პლატფორმის მიზანია რეგიონში ეკონომიკური, სატრანსპორტო, სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების გაძლიერება. ინიციატივა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წამოაყენეს. პლატფორმის პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში მოსკოვში შედგა. მიუხედავად იმისა, რომ 5 ქვეყანა რეგულარულად მართავს მინისტრების დონის შეხვედრებს და აღნიშნავს, რომ პლატფორმა საქართველოსთვისაც ღიაა, ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ფორმატში შეხვედრებს ამ დრომდე არ დასწრებია.
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
-
"არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
-
ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია ტეილორ სვიფტის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა
-
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
კომენტარები