თუ თქვენი შენობა იერსახეს ამახინჯებს და არ გაარემონტებთ, დაჯარიმდებით — კანონპროექტი
ფოტო: აჭარის ტელევიზია
მთავრობა გეგმავს სავალდებულო გახადოს იმ შენობების რეკონსტრუქცია, შეკეთება, აღდგენა ან დემონტაჟი, რომელიც "საზოგადოებრივი სივრციდან აღქმად ადგილას მდებარეობს და დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა".
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, ამ პირობის შეუსრულებლობა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, შენობა-ნაგებობის მდებარეობის მიხედვით.
უფრო კონკრეტულად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მესაკუთრე 5000 ლარით დაჯარიმდება, თვითმმართველ ქალაქში —1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლების ქალაქში 500 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის დასახლების დაბაში ან სოფელში 200 ლარით.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება დამატებითი მუხლის სახით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შედის. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რათა "არ მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა და არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები".
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოზიციით, კანონპროექტის მომზადების მიზანია იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის ხელშეწყობა, რომელთა პირვანდელ მდგომარეობაში არსებობა მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს.
იერსახის დამახინჯებად ჩაითვლება შენობა-ნაგებობები, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშემომზღუდავი ან/და მზიდი კონსტრუქციები.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებობს საკმაო რაოდენობის შენობა-ნაგებობა, რომელიც საჭიროებს შეკეთებას, რეკონსტრუქციას, აღდგენას ან/და დემონტაჟს.
კანონპროექტის ავტორების თქმით, ამ ტიპის შენობების არსებობა, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს, პრობლემურია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით: უპირველეს ყოვლისა, ისინი აფერხებენ მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას.
"ერთი მხრივ თავად არ ფუნქციონირებენ და მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში არ ხდება მიმდებარე ტერიტორიით ინვესტორის დაინტერესება შენობის არსებობის ან მისი მდგომარეობის გათვალისწინებით", — ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ამგვარი შენობების არსებობა პრობლემურია ტურისტულ ზონებში.
"მნიშვნელოვანია სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამ ტიპის შენობების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში მყოფი ვიზიტორების მხრიდან უარყოფითი შეფასებები ამ მიმართულებით", — განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანი არ არის მესაკუთრის იძულება განახორციელოს დემონტაჟი. ამიტომ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება მისცეს მესაკუთრეს მითითება და განუსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შეადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში მესაკუთრეს დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
"მესაკუთრეს საშუალება ეძლევა, მოახდინოს არსებული შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია, ან დემონტაჟი და მხოლოდ ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდება", — ნათქვამია კანონპროექტში.
-
ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
კომენტარები