მეუფე პეტრე სხალთის ეპისკოპოსის ბრალდებების განსახილველად საეკლესიო სასამართლოს ითხოვს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ბრალდებების განსახილველად საეკლესიო სასამართლოს მოწვევას ითხოვს. როგორც მეუფე პეტრე თავის განცხადებაში განმარტავს, ბრალდებების ვერდამტკიცების შემთხვევაში მან კათედრა უნდა დატოვოს. გარდა ამისა, ის ითხოვს, რომ ექვსი თვის ვადაში მეზობელმა ეპისკოპოსებმა მეუფე სპირიდონის ქმედებები განიხილონ.
დეკემბრის ბოლოს ჩატარებული სინოდის სხდომის შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი საბოლოოდ დაიმსხვრა. ამის გამო 15 იანვარს, ქადაგების დროს სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე პეტრე პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა. ამბიონიდან მეუფე სპირიდონი ჭყონდიდის მიტროპოლიტს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა.
"პატრიარქს ვინც ებრძვის, ყველა თავის თავს უშავებს. სამარცხვინოა, კაცო, ისო, დაიმსხვრა მითიო, რომ პატრიარქი მწყემსი კეთილიაო. გამოვიდა, რომ მწყემსი კეთილი შენა ხარ, შე უბედურო? როგორ გითხრა ახლა — არაფერი არ იქნებოდი საერთოდ, ნოლი იქნებოდი საერთოდ, ვინ იცის, სად იქნებოდი. პატრიარქმა კაცი გაგხადა და შენ ებრძვი პატრიარქს", — ამბობდა მეუფე სპირიდონი.
მეუფე პეტრე საპასუხო განცხადებაში ამბობს, რომ სხალთის მთავარეპისკოპოსის ქადაგება მრევლში გაორებას იწვევს. მისივე თქმით, მეუფე სპირიდონის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა, რაზეც პასუხი არავის მიუღია.
"ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ. მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს ხმა აღვიმაღლო ამ უსამართლობისა, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ თითქოს სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. ეჭვი მიჩნდება, რომ სინდისის ხმას არასოდეს აყოლილხართ ან არ შეუწუხებიხართ და არ განგიცდიათ სინდისის ზეწოლა ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ", — ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებაში.
-
შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო
გადახედვა
-
გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება
გადახედვა
-
შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის
გადახედვა
-
24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა 24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა
გადახედვა
-
ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის
-
ირანში ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი დააკავეს ირანში ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი დააკავეს
გადახედვა
-
ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე მისი უფლებების დარღვევა დაადგინა — სახელმწიფომ მას €10 000-მდე უნდა გადაუხადოს ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე მისი უფლებების დარღვევა დაადგინა — სახელმწიფომ მას €10 000-მდე უნდა გადაუხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით
-
ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
-
როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში
გადახედვა
-
მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი
გადახედვა
-
ირანში დააკავეს ოსკარზე ნომინირებული ფილმის, It Was Just an Accident-ის ერთ-ერთი სცენარისტი ირანში დააკავეს ოსკარზე ნომინირებული ფილმის, It Was Just an Accident-ის ერთ-ერთი სცენარისტი
გადახედვა
-
ნარენდრა მოდი რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტას დასთანხმდა — ტრამპი მზადაა ინდოეთს ტარიფები შეუმციროს ნარენდრა მოდი რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტას დასთანხმდა — ტრამპი მზადაა ინდოეთს ტარიფები შეუმციროს
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
-
ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით
გადახედვა
-
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
-
ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა
გადახედვა
-
სიფა: დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული მომსახურებისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან სიფა: დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული მომსახურებისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან
გადახედვა
-
ვარსკვლავთაშორის სივრცეში გოგირდის შემცველი უდიდესი მოლეკულა დააფიქსირეს ვარსკვლავთაშორის სივრცეში გოგირდის შემცველი უდიდესი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
კომენტარები