მდინარაძე მოსამართლეებზე: 10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება მისაღები იყოს, პავლე — მიუღებელი
ფოტო: ქართული ოცნება
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მმართველი გუნდი განიხილავს და გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი.
დეპუტატის თქმით, უმრავლესობა ამ პროცესის პარალელურად შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის კრიტერიუმები.
"10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება მისაღები იყოს, პავლე — მიუღებელი. განხილვა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სიასთან დაკავშირებით დაიწყება, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამასობაში ჩვენ თუ შევიმუშავებთ და არის ამაზე საუბარი, რაღაც პროცედურების კიდევ უფრო დეტალიზება მოხდება. ეს კი ბატონო, სამსჯელო თემაა", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
ქართულ ოცნებაში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში არიან ისეთი კანდიდატები, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანად მოიხსენიებენ, მათ შორის არის თავად მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და სხვები. ეკა ბესელიას პოზიციით, ეს მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებიან და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბესელიას თქმით, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა. ის აცხადებს, ამ სიის დამტკიცების შემთხვევაში მზად არის ქართული ოცნების გუნდი დატოვოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. მან ამ საკითხზე კომენტარი იმ ოთახის წინ გააკეთა, რომელსაც კობახიძის თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევს.
ეკა ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, დავით მათიკაშვილმა და გიორგი კახიანმა, ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ მიზეზით ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომა, სადაც გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. სხდომას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ეკა ბესელია — არა. ის საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფებოდა. უცხოეთიდან დაბრუნებულმა გედევან ფოფხაძის საკითხის განხილვის მიზნით უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ანრი ოხანაშვილს განიხილავენ. ეკა ბესელია კი მას თავის მოწინააღმდეგეთა გუნდში მოიხსენიებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში მოუწოდა ქართულ ოცნებასა და იუსტიციის საბჭოს გაიწვიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია უკან და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. მან ურჩია ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს, რომ "თითის ქნევით არ ელაპარაკონ და ნურც გამოცდას უტარებენ".
ცალკე საკითხია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების სიის დაკომპლექტება. დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები