მეცნიერებმა მიაგნეს გზას, რომელსაც სიმსივნე ორგანიზმში გავრცელებისთვის იყენებს
ფოტო: jovan vitanovski / Shutterstock
ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს სხეულში გავრცელების პროცესი ამოხსნეს.
როგორც ახალმა კვლევამ დაადგინა, მეტასტაზები ადამიანის სხეულში მცირე ზომის სისხლ-ძარღვებში გადაადგილდებიან. სიმსივნური უჯრედები უტევენ მოლეკულას, რომელსაც სიკვდილის რეცეპტორი 6 ჰქვია. ამის შემდეგ სისხლძარღვებში თვითგანადგურების პროცესი იწყება, რაც სიმსივნეს გავრცელების საშუალებას აძლევს.
მეცნიერების აზრით, სიკვდილის რეცეპტორი 6-ის დაბლოკვის შემთხვევაში შესაძლებელია სიმსივნის გავრცელება შეჩერდეს, რადგან ამჯერად კიბოს დაბლოკვის სხვა მექანიზმი არ არსებობს. მეტასტაზების გავრცელების შეჩერება კიბოს მკურნალობაში სერიოზული წინსვლა იქნება, რადგან ამ დაავადების სიკვდილიანობა, როგორც წესი, გამოწვეულია არა პირველადი წარმონაქმნის, არამედ სხეულში გავრცელებით.
სისხლძარღვების კედლების გარღვევის შემდეგ მეტასტაზები ენდოთელიუმის უჯრედებს უტევენ. უჯრედების ეს ფენა ქმნის სისხლსა და ლიმფურ კაპილარებს. ამ დროს ე.წ. ნეკროპტოზისის ანუ დაპროგრამებული სიკვდილი მიმდინარეობს. მეცნიერების თქმით, ეს პროცესი სიკვდილის რეცეპტორი 6-ის მოლეკულის დაზიანების შედეგად იწყება, რა დროსაც მეტასტაზებს ეძლევათ საშუალება თავისუფლად იმოძრაონ სისხლძარღვებში და სუსტ უჯრედებს შეუტიონ.
აღნიშნულ პროცესს გერმანელი მკვლევარები თაგვებზე ცდების ჩატარებისას დააკვირდნენ. გენეტიკურად მოდიფიცირებულ თაგვებში, რომელთა სისხლძარღვებში DR6 (Death Receptror 6) დაბლოკილი იყო, მეტასტაზები ნაკლებად გავრცელდა და შესაბამისად, ნეკროპტოზისის პროცესიც ნაკლებად წარიმართა.
კიბოს გავრცელების მეთოდის შესახებ მეორე ვერსიაც არსებობს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ მეტასტაზებს სისხლძარღვების გარეთაც შეუძლიათ გადაადგილება. ამერიკელი მკვლევარები მეტასტაზების გავრცელების ამ გზას ანგიოტროპიზმს უწოდებენ. მათი აზრით, მელანომას მეტასტაზებს აქვთ უნარი სისხლძარღვებს გარე კედლებიდან "ჩამოეკიდონ" და ისე გავრცელდნენ სხეულში, რა დროსაც ისინი ქიმიო თერაპიასაც გადაურჩებიან და არც DR6-ის დაბლოკვა შეაჩერებთ.
როგორც ეს ორი კვლევა ადასტურებს, კიბოს უჯრედები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შესაბამისად, დაავადებასთან ბრძოლის წარმატებით გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი გვეცოდინება მასზე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები