ხორავას ქუჩის გამოუძიებლობის მიზეზი არის ზოგადი დუმილი — ზურაბიშვილი
ფოტო: Salome Zourabishvili Press
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების "ზოგადი დუმილი" არის მიზეზი იმისა, რომ ხორავას ქუჩის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.
სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი იყო. მისი თქმით, ყველაზე მეტად მან "საზოგადოების პრობლემა განიცადა".
"საზოგადოება, სადაც ტყუილი უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის თქმა, სადაც ერთმანეთის გადაფარვაა, არაღიარება იმის, რაც უთუოდ უნდა ენახათ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ...", - განაცხადა ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.
მისივე თქმით, ის, რომ დათო სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია, ეს გამოძიების დანაკლისია და არა კანონის არაღსრულების. ზურაბიშვილმა პირდაპირ ინტერვიუს დროს განმარტა, თუ რატომ დატოვა საგამოძიებო კომისია და რატომ არ საუბრობს დეტალებზე:
"დეტალებზე ჩემი მხრიდან საუბარი არასწორი იქნება. მე გამოვედი კომისიიდან შუა მსვლელობის დროს. მიმაჩნდა, რომ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, არ უნდა დავრჩენილიყავი კომისიაში, რადგან მერე, როგორც პრეზიდენტს, სხვა პასუხისმგებლობა მევალება ზოგადად. არ არის სწორი, რომ პრეზიდენტი იყოს მონაწილე საგამოძიებო კომისიის".
ხორავას ქუჩის საქმე
2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. საქმეზე ორი არასრულწლოვანი გ.ბ. და გ.ჯ. დააკავეს.
31 მაისის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.
სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელი უცნობია. ამას ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.
ამავე თემაზე:
-
რატი ფეიქრიშვილის პირველი ნაბიჯები აგრონომიაში რატი ფეიქრიშვილის პირველი ნაბიჯები აგრონომიაში
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში იორდანიას ეწვია ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში იორდანიას ეწვია
გადახედვა
-
NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე რამდენიმე დღე რჩება — როდის გაფრინდებიან ასტრონავტები NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე რამდენიმე დღე რჩება — როდის გაფრინდებიან ასტრონავტები
გადახედვა
-
სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ნოელია კასტილიომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ნოელია კასტილიომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა
გადახედვა
-
მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
-
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება — ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე იზრდება ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება — ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
ბიბლუსში საქართველოს ბანკის თაროები განთავსდა — აღმოაჩინე წიგნები ბავშვობის მოგონებებსა და ბებიებზე ბიბლუსში საქართველოს ბანკის თაროები განთავსდა — აღმოაჩინე წიგნები ბავშვობის მოგონებებსა და ბებიებზე
-
მეუფე იაკობი: სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან შეწუხება თუ დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! მეუფე იაკობი: სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან შეწუხება თუ დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ!
გადახედვა
-
მეუფე ისაია: პატრიარქის არჩევნები მოდის და არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, რადგან ამას თავისი დრო აქვს მეუფე ისაია: პატრიარქის არჩევნები მოდის და არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, რადგან ამას თავისი დრო აქვს
გადახედვა
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
კომენტარები