რა გამოწვევების წინაშე დგანან ცელოფნის პარკის მწარმოებლები საქართველოში
ფოტო: GETTY IMAGES
მეორე დღეა საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოება-რეალიზაციაზე აკრძალვა ამოქმედდა. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები დღესაც არ არიან მზად გადაიარაღებისთვის და ადაპტირებისთვის. პოლიეთილენის პარკები ბიო პარკებით უნდა ჩანაცვლდეს. ამისთვის ისინი დროს ითხოვენ.
ამ საწარმოებს შორისაა საქართველოში მოქმედი კომპანია აა პლასტი. კომპანიის გენერალური დირექტორი, ლევან ბიწაძე ამბობს, რომ არც კი იციან ტექნიკურად რა არის ბიო პარკი:
"ახლა გავიგეთ, რომ პირველი აპრილიდან უნდა ვაწარმოოთ ეს და დრო ძალიან ცოტაა. შეიძლება, ჩვენმა დანადგარებმა ვერც გადაამუშავონ ბიო პარკი".
გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პოლიეთილენის საწარმოს წარმომადგენლების მონაწილეობით, არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. აა პლასტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, მთავრობის რეგლამენტში ისეთი პუნქტები წერია, რაც მათთვის ცნობილი არ იყო:
"ეს არის თითოეული პარკის მარკირება, რომ უნდა ეწეროს მწარმოებელი, სისქე და შემადგენლობა. ამის გაკეთება შეუძლებელია საქართველოში არსებული მწარმოებლებისთვის. ჩვენთვის ცნობილი არ იყო ისიც, რომ პირველი აპრილიდან მთლიანად აიკრძალებოდა პლასტიკის პარკების წარმოება. ეს პერიოდი ძალიან პატარა დროა, რომ ჩვენი წარმოებები გადაიარაღდეს და მოერგოს იმ ბიო პარკებს".
შპს ზუგო ბათუმში აწარმოებს პოლიეთილენის პროდუქტს. კომპანიის დირექტორის მოადგილე, გოგი ტაკიძეც უკვე ნაწარმოები პროდუქტის რეალიზებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი ნაშთს ვერ გაყიდიან, ახალსაც ვერაფერს შექმნიან:
"ჩვენ როცა ვმუშაობთ, ჩვეულებრივ რეჟიმში ვაწარმოებთ და ვინახავთ მარაგებს. თუ არ გვექნება ამ ნაშთების გაყიდვის უფლება, დიდი პრობლემა შეიქმნება. რაც დაგვრჩა, 15 მიკრონზე ნაკლები პარკებია და გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით".
ამბობს, რომ მოსწონს გარემოს დაცვას და ისეთ საქმიანობას, რაც ქვეყანასა და საზოგადოებას არ დააზარალებს, თუმცა მისივე თქმით, საქართველოში არსებულ საწარმოებში ბიო პარკების დამზადების პრაქტიკისა და ცოდნის დეფიციტია:
"ისიც არ ვიცით დაზუსტებით, რას ნიშნავს ბიოდეგრადირებადი, რა არის კომპოსტირებადი, ანუ, რას გულისხმობენ კონკრეტულად? ბიოდეგრადირებადი პარკები პოლიეთილენისგან არ მზადდება, სხვა ნედლეული უნდა მოვიძიოთ. სანამ ასეთ სტრუქტურაზე გადავიდოდეთ, ჯერ უნდა შევისწავლოთ ნედლეული სად, როგორ იყიდო, საიდან უნდა შემოიტანო, შემდეგ უნდა გაარკვიო რამდენად შესაძლებელია არსებული დანადგარებით პროდუქციის გადამუშავება. ამ ყველაფერს სჭირდება დრო და ეტაპობრივი სვლა".
შპს კირიბი პოლიეთილენის ქარხნის, ჯორჯიან პოლიმერის ნაწარმის გადამყიდველი კომპანიაა. დირექტორი, ქეთევან ციკოლია ამბობს, რომ უკვე სქელ, მინიმუმ 15-მიკრონიან პარკებზე გადასვლამ, მისი ფასიც გააორმაგა:
"აპრილის გვეშინია, რადგან ბიოდეგრადირებადს ითხოვენ. ეს უკვე ქარხნების ტკივილია. იმდენად ძვირია ბიოდეგრადირებადი ნახატიანი პარკი, რომ ჩვენი ბაზარი, მოსახლეობის ჯიბე ვერ აიტანს".
ქეთევანი ციკოლიას თქმით, კანონის შეცვლა დროული იყო, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო უმტკივნეულოდ, ისე რომ არც ბიზნესი დაზარალებულიყო და არც არავინ დარჩენილიყო უმუშევარი:
"ითხოვენ თითოეულ პარკზე წარწერას, თუნდაც ერთჯერადზე, 15-მიკრონიანზე, ეგ უკვე იმდენად შრომატევადია და იმდენ ხარჯს მოიცავს, რომ ავტომატურად, შეიძლება, ბევრი ადამიანი დაითხოვონ ქარხნიდან".
ალიანსი, კირიბის მსგავსად, სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ძირითადად სასურსათო მაღაზიებს აწვდის პოლიეთილენის პარკებს. მისი დირექტორი გიორგი გარიშვილი აცხადებს, რომ თუ მხოლოდ პარკის გასქელებას მოითხოვენ, ეტაპობრივად გადაიარაღება, შესაძლებელია. თუმცა, თუკი დღეს არსებული ნაშთების ამოყიდვის საშუალებას არ მისცემენ, კომპანიები დიდ ზარალს მიიღებენ:
"არსებული ნაშთები სად უნდა წავიდეს, არ ვიცით ხო? მიწაში რომ დამარხოს მწარმოებელმა, მაინც დააბინძურებს ის გარემოს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, თადარიგსაც ვერ დავიჭერდით, არანაირი ინფორმაცია არ იყო, თუ ზუსტად რას მიიღებდნენ".
პირველ ოქტომბერს, მაშინ როდესაც პარკების წარმოება-რეალიზაციის აკრძალვაზე საჯარიმო სანქციები ამოქმედდა, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი საწარმოს წარმომადგენელი გარემოს დაცვის მინისტრ, ლევან დავითაშვილს შეხვდა. აა პლასტის გენერალური დირექტორი, ლევან ბიწაძე ამბობს, რომ დაპირება მიიღეს ბიო პარკების წარმოების გადავადებაზე.
ნარჩენების და ქიმიური ნივთიერების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირმა გურგულიანი ამბობს, რომ რეგლამენტი მწარმოებლებთან აქტიური ჩართულობით შემუშავდა:
"მწარმოებლებთან კონსულტაციები შარშან იანვარში დავიწყეთ, მაშინ გვქონდა რაღაც მონახაზი და მანამდეც არაერთი შეხვედრა შედგა. ეს საკითხი მათთან წინა სამინისტროს პირობებშიც განიხილებოდა. მათივე თხოვნა იყო, რომ იმპორტიორებისგან თავის დასაცავად, მათი მიკვლევადობისთვის ნიშანდება შემოგვეღო. სურდათ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია დატანილიყო პარკებზე. ის, რომ თავად დაწერას ვერ შეძლებდნენ, ასეთი აზრი ჩვენთან არ გამოუთქვამთ".
მისივე თქმით, მთავრობის დადგენილება ცოცხალი დოკუმენტია და თუკი ამის გამო ვინმეს სერიოზული პრობლემა ექმნება, მთავრობა ამას კონსულტაციების შემდეგ გაითვალისწინებს.
გურგულიანი ამბობს, რომ ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს საზოგადოება, შეიზღუდოს თხელი პარკები:
"ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ ჩვენ ვინმე დავაჯარიმოთ, თუმცა, სამწუხაროდ ზოგიერთი ვერ იგებს სანამ არ დააჯარიმებ".
დაწესებული აკრძალვები
რეგლამენტით საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა:
- ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
- პირველი ოქტომბრიდან — 15 მიკრონზე (0,015 მმ) ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება/იმპორტი/ რეალიზაცია;
- 2019 წლის პირველი აპრილიდან — ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში, ტვირთს თან უნდა ახლდეს პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები